დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 დეკემბერი

© Pixabay / danfadorმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 23 დეკემბერია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
იღბალი იმის გვერდით იდგება, ვისაც არ ეშინია მტკიცე მოქმედებების. ვარსკვლავები ენერგიით, საკუთარი რწმენითა და იღბლით გვაჯილდოებენ, ასე რომ, დღეს ყველაზე გონივრულია სიტყვიდან საქმეზე გადასვლა. ყველაზე უიმედო პროექტიც კი შეიძლება ამუშავდეს. წარმატებას ხელი შეიძლება შეუშალოს მხოლოდ კოლეგებთან და ახლობლებთან გაუგებრობებმა. ამიტომ ეცადეთ, ირგვლივ მყოფებზე ზეწოლა არ მოახდინოთ და კონფლიქტი ყველანაირად აიცილოთ თავიდან.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 დეკემბერი>>
ვერძი: დღეს გარშემომყოფები გაგაღიზიანებენ. თუნდაც ისინი თქვენ გზაზე არ იდგნენ და თქვენს მუშაობას არანაირად არ უშლიდნენ ხელს, მაინც მოგეჩვენებათ, რომ ისინი თავიანთი მხოლოდ არაორგანიზებული იერით მნიშვნელოვანი საქმეებისგან თქვენს მოწყვეტას ცდილობენ. მათ „გონზე მოსაყვანად" შეიძლება უამრავი დრო დაკარგოთ. ირგვლივ მყოფები კი იფიქრებენ, რომ სულ ტყუილუბრალოდ „უკირკიტებთ" მათ. და პრინციპში, მართალიც იქნებიან.
პლანეტების აღლუმი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
ასტროლოგები გვაფრთხილებენ: რომელია ყველაზე საშიში დღეები 2023 წელს და რატომ
კურო: გაქვთ შანსი, რომ რაღაც ახალსა და საინტერესოს „შეეჯახოთ", რაც მომავალში თქვენს ბედზე აისახება. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, ახალი ცოდნა, რაღაც ყოვლისმომცველი შთაბეჭდილება ან გრძნობები. თქვენც არ ხართ განწყობილი, რომ გულხელდაკრეფილი ისხდეთ. მიიწევთ წინ, თქვენი გონება და გული გახსნილია, ცნობისწადილი კი თამამი და მოულოდნელი ნაბიჯებისკენ გიბიძგებთ.
ტყუპი: დღეს მოსალოდნელია, რომ ვიღაცამ წინააღმდეგობა გაგიწიოთ. შესაძლოა, ვინმემ პირდაპირ მოგახალოთ უსიამოვნო რაღაცები. მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს არ შეგაშფოთებთ - ხართ საბრძოლოდ განწყობილი და ხელიდან არ გაუშვებთ შანსს, რომ კონკურენტი უკან ჩამოიტოვოთ... ან დაუმეგობრდეთ მას. ვერაფერს გააწყობთ - თქვენი დღევანდელი გადაწყვეტილებები გარშემომყოფებს პარადოქსულად მოეჩვენებათ. სინამდვილეში კი სიტუაცია რამდენიმე სვლით წინ გაქვთ გათვლილი და თამამ გეგმებს აწყობთ.
კირჩხიბი: დღეს თქვენი მთავარი მიზანია, ვინმეს (სულერთია, ვის) ეკამათოთ და რაზე - ამას მნიშვნელობა არა აქვს. გაქვთ განწყობა, რომ ყველას თქვენი მოსაზრებების სისწორე დაუმტკიცოთ. თუნდაც ადამიანი გეთანხმებოდეთ, მაინც მოძებნით მასთან კამათის საბაბს. მოხერხებულად შეგიძლიათ თანამოსაუბრის პროვოცირება მხოლოდ იმისთვის, რომ დაუმტკიცოთ, რომ მართალი არ არის. ვერავინ ვერაფერს გახდება - ასეთი დღეს თქვენი განწყობა.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
სასიყვარულო ვნებათაღელვანი: ზოდიაქოს ნიშნები და მათი ურთიერთობები 2023 წელს
ლომი: რასაც არ უნდა მოკიდოთ დღეს ხელი, საქმისადმი ძალიან სერიოზული დამოკიდებულება გექნებათ. ეს ცუდი ნამდვილად არ არის, როდესაც საუბარი სამუშაოზე ან რამე მნიშვნელოვან პროექტზეა. თუმცა ასეთი დამოკიდებულება გექნებათ უბრალო ყოფით საკითხებშიც. ასეთმა განწყობამ ყველა ფრონტზე შეიძლება საერთოდ გამოგაცალოთ ძალა. ეს რომ არ მოხდეს, დილითვე განსაზღვრეთ პრიორიტეტები, გაარკვიეთ, რისთვის ღირს ბრძოლა და რისთვის - არა.
ქალწული: გარშემომყოფებს თქვენს უპირატესობას აჩვენებთ, თუნდაც ამას შეგნებულად არ აკეთებდეთ. უბრალოდ, ბევრ საქმეს შესანიშნავად გაუმკლავდებით. ხართ ენერგიული, მტკიცედ განწყობილი, გონებამოკრებილი. ამის წყალობით ყველაზე საჭირბოროტო საკითხების გადაჭრა შეგიძლიათ. ამასთან, ირგვლივ მყოფებს ქედმაღლურად არ მოექცევით. თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს და შურს თქვენი - ეს მისი პრობლემაა.
სასწორი: დღეს უცნობ თანამოსაუბრეშიც კი შეგიძლიათ სულიერად მონათესავე ადამიანის პოვნა. ხართ გულწრფელი, პირდაპირი, გაქვთ ურთიერთობების დიდი სურვილი, განსაკუთრებით თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან. ამასთან, მხოლოდ ახლობლების გარემოცვა არ დაგაკმაყოფილებთ. გაგიჩნდებათ ახალი ნაცნობობის ან ვინმესთან დაახლოების სურვილი. საუბარი ბავშვთან, კოლეგასთან თუ სრულიად უცნობ ადამიანთან შეიძლება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს და ბევრ რამეზე დაგაფიქროთ.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
2023 წლის ჰოროსკოპი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მორიელი: არ უნდა იჩქაროთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დაუფიქრებელ და სპონტანურ საქციელს, ასევე ყველაფრის სწრაფად გაკეთების სურვილს შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. თუნდაც სრულად იყოთ დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებებში, ნამდვილად ღირს, რომ საერთოდ გადადოთ ეს საქმე სამომავლოდ და თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ და ყველაფერი გათვალოთ.
მშვილდოსანი: ვარსკვლავები გირჩევენ, რომელიმე საკითხში თქვენი ძალა აჩვენოთ. ეს საჭირო შედეგს უზრუნველყოფს. ხართ თავდაჯერებული, მტკიცე, მშვიდი. ამის წყალობით ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეში - სახლშიცა და სამუშაოზეც - შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ მყარად დგახართ და მტკიცედ ხართ განწყობილი. ამ პრინციპული პოზიციის წყალობით გარშემომყოფებს მოუწევთ თქვენი მოსაზრებების გაზიარება და კომპრომისებზე წასვლა.
თხის რქა: დღეს გაიგებთ, რა არის, იყო მოუთვინიერებელი. ვარსკვლავები უზრუნველყოფენ თქვენს ენერგიულობას და ეს უზარმაზარი შესაძლებლობების გასაღებია. დღეს შეგიძლიათ ის, რაც აქამდე არარეალურად გეჩვენებოდათ. გაქვთ შანსი, გადადგათ ნაბიჯი მიზნისკენ, მიუახლოვდეთ რთული ამოცანის გადაწყვეტას ან ჩიხიდან გამოსავალი იპოვოთ. თქვენთვის არ იქნება ისეთი დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავთ.
ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
2023 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მერწყული: დღეს მთელი ძალებით შეეცდებით დაიმალოთ სხვისი დაჟინებული მცდელობისგან, რომ უცერემონიოდ შემოიჭრას თქვენს ცხოვრებაში. განწყობა გაქვთ, რომ მშვიდად გააკეთოთ თქვენი საქმეები, მაგრამ გარშემომყოფები მუდმივად ცდილობენ თქვენი ყურადღების მიქცევას - ხან რაღაცას მოითხოვენ, გთხოვენ ან პრეტენზიებს გიყენებენ. არის რისკი, რომ დღის ბოლოს უზარმაზარი დაძაბულობა დაგიგროვდეთ. ერთი ნაპერწკალიც საკმარისი იქნება, რომ დიდი „აფეთქება" მოხდეს.
თევზები: დღეს ღირებულ იდეებსა და აზრებს „გადმოაფრქვევთ". გაქვთ სურვილი, რომ ეს აზრები სასწრაფოდ გაუზიაროთ სხვებს. თუ ვერ მოახერხეთ ამის გაკეთება. არ იდარდოთ. საკმარისია, ერთი მსმენელი იპოვოთ, რომელიც ხელს არ შეგიშლით ლაპარაკში. ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენი იდეა სრულყოფამდე მიიყვანოთ და დაუმუშავებელი ალმასისგან ბრილიანტი მიიღოთ.
ყველა ახალი ამბავი
0