https://sputnik-georgia.com/20221221/magali-zabvis-eleqtreosadguri-saqartvelos-evrokavshirtan-daaaxloebs-273258257.html
მინისტრი: ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს
მინისტრი: ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს
Sputnik საქართველო
2022 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოში 13,1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამომუშავდა, რაც 14,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე. 21.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-21T11:05+0400
2022-12-21T11:05+0400
2022-12-21T15:12+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს მთავრობა
ლევან დავითაშვილი
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0b/271228757_0:67:3381:1969_1920x0_80_0_0_fcb822fd3f30619074ea6f32a855cfc6.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის გაყვანის შედეგად ევროპის ელექტროენერგიის ბაზარზე საქართველო მიიღებს იგივე წვდომას, რასაც ევროკავშირის ქვეყნები იღებენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს. ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს.მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელების წყალობით გაიზრდება საქართველოს როლი ევროკავშირისთვის – საქართველო გახდება მნიშვნელოვანი პარტნიორი ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის მოტივაცია, რათა საქართველოს ენერგოსექტორი გახდეს უფრო მიმზიდველი საერთაშორისო ინვესტიციებისთვის.„როდესაც ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, ცალსახაა, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით გარკვეული წვლილის შემტანი ევროპული ოჯახის განვითარებაში, რამეს არ შევმატებთ მას, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ინტეგრაციის მიმართ მოტივაცია, დაინტერესება და ენთუზიაზმი მაღალი არ იქნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.ელექტროკაბელის გაყვანა შავ ზღვაში: რა როლი ენიჭება პროექტში საქართველოს>>>2022 წლის ივნისში უკრაინამ და მოლდოვამ, საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღეს. ევროპულმა საბჭომ გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოსაც მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.დავითაშვილის თქმით, ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის საუბრობს იმის თაობაზე, რომ საქართველო არ არის მხოლოდ ბენეფიციარი ქვეყანა და მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის განვითარებაში.ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებით, არამედ აგრეთვე ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტით.როგორც ამ დღეებში დავითაშვილმა განაცხადა, საქართველოს გააჩნია არა მხოლოდ ჰიდროელექტროენერგიის წყაროები და ელექტროენერგიის გენერაციის საშუალება, არამედ საკმაოდ პერსპექტიული პროექტები ქარისა და მზის ენერგიის კუთხითაც.მან ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ დამტკიცებულ პროგრამაზე, რომელიც 1,5 ათასი მეგავატი სიმძლავრის ახალი „მწვანე ელექტროსადგურების“ მშენებლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. მთავრობა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში უახლოესი სამი წლის განმავლობაში სულ მცირე 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ელოდება.აღმოსავლეთ საქართველოში ჰიბრიდული ტიპის ელექტროსადგური აშენდება>>>2022 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოში 13,1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამომუშავდა, რაც 14,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე. გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი მოდის ჰიდროელექტროსადგურებზე – 10,4 მლრდ კვტ/სთ, ასევე თბოსადგურებზე – 2,7 მლრდ კვტ/სთ, ხოლო ქართლის ქარის სადგურზე – 79,98 მლნ კვტ/სთ.ამასთან, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 11 თვეში საქართველომ დაახლოებით 13,5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 4,8%-ით მეტია 2021 წლის იანვარი–ნოემბერთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0b/271228757_206:0:2937:2048_1920x0_80_0_0_6af97a22f6ad66ad1474c00fbd51009f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს მთავრობა , ლევან დავითაშვილი, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს მთავრობა , ლევან დავითაშვილი, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
მინისტრი: ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს
11:05 21.12.2022 (განახლებულია: 15:12 21.12.2022) 2022 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოში 13,1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამომუშავდა, რაც 14,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე.
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის გაყვანის შედეგად ევროპის ელექტროენერგიის ბაზარზე საქართველო მიიღებს იგივე წვდომას, რასაც ევროკავშირის ქვეყნები იღებენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს. ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს.
„რადგან ჩვენ პირდაპირ ვუკავშირდებით ელექტროენერგიის ყველაზე საინტერესო, თავისუფალ და გახსნილ ბაზარს, სადაც საქართველო ისეთივე თავისუფალ რეჟიმში ივაჭრებს, როგორც ევროკავშირის ყველა ქვეყანა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ევროკავშირის წევრები ვართ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელების წყალობით გაიზრდება საქართველოს როლი ევროკავშირისთვის – საქართველო გახდება მნიშვნელოვანი პარტნიორი ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის მოტივაცია, რათა საქართველოს ენერგოსექტორი გახდეს უფრო მიმზიდველი საერთაშორისო ინვესტიციებისთვის.
„როდესაც ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, ცალსახაა, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით გარკვეული წვლილის შემტანი ევროპული ოჯახის განვითარებაში, რამეს არ შევმატებთ მას, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ინტეგრაციის მიმართ მოტივაცია, დაინტერესება და ენთუზიაზმი მაღალი არ იქნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
2022 წლის ივნისში უკრაინამ და მოლდოვამ, საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღეს. ევროპულმა საბჭომ გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოსაც მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
დავითაშვილის თქმით, ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის საუბრობს იმის თაობაზე, რომ საქართველო არ არის მხოლოდ ბენეფიციარი ქვეყანა და მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის განვითარებაში.
„ჩვენ ვიქნებით მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებით, არამედ აგრეთვე ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტით.
როგორც ამ დღეებში დავითაშვილმა განაცხადა, საქართველოს გააჩნია არა მხოლოდ ჰიდროელექტროენერგიის წყაროები და ელექტროენერგიის გენერაციის საშუალება, არამედ საკმაოდ პერსპექტიული პროექტები ქარისა და მზის ენერგიის კუთხითაც.
მან ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ დამტკიცებულ პროგრამაზე, რომელიც 1,5 ათასი მეგავატი სიმძლავრის ახალი „მწვანე ელექტროსადგურების“ მშენებლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. მთავრობა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში უახლოესი სამი წლის განმავლობაში სულ მცირე 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ელოდება.
2022 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოში 13,1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამომუშავდა, რაც 14,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე. გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი მოდის ჰიდროელექტროსადგურებზე – 10,4 მლრდ კვტ/სთ, ასევე თბოსადგურებზე – 2,7 მლრდ კვტ/სთ, ხოლო ქართლის ქარის სადგურზე – 79,98 მლნ კვტ/სთ.
ამასთან, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 11 თვეში საქართველომ დაახლოებით 13,5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 4,8%-ით მეტია 2021 წლის იანვარი–ნოემბერთან შედარებით.