https://sputnik-georgia.com/20221205/gorshi-hibriduli-tipis-eleqtrosadguri-ashendeba-272698298.html
აღმოსავლეთ საქართველოში ჰიბრიდული ტიპის ელექტროსადგური აშენდება
აღმოსავლეთ საქართველოში ჰიბრიდული ტიპის ელექტროსადგური აშენდება
Sputnik საქართველო
მთავრობა გააგრძელებს ინვესტიციების მოზიდვას ენერგეტიკულ სექტორში ეკონომიკურად მიმზიდველი და ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ენერგიის პროექტების განვითარების მიზნით. 05.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-05T09:45+0400
2022-12-05T09:45+0400
2022-12-05T13:48+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24600/61/246006148_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_780e0375cb003a71181b0f06d5e75bf8.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. გორში მდებარე ქარის ელექტროსადგურთან ახლოს 5 მგვტ სიმძლავრის მზის სადგური აშენდება, რომელიც შეავსებს ელექტროენერგიის გამომუშავებას ქარის დაბალი სიჩქარის პერიოდში, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.ამჟამად საქართველოში მუშაობს ერთი ქარის სადგური „ქართლი“, რომლის სიმძლავრეც 20 მეგავატია.სიახლე საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასა და საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას (GRPC) შორის თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერის ფარგლებში დაინერგება.შეძლებს თუ არა საქართველო, გახდეს წყალბადის ექსპორტიორი?>>>მინისტრის მოადგილის თქმით, ელექტროენერგეტიკა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სოციალურ სფეროსა და ქვეყნის მოსახლეობაზე. მთავრობის ძირითადი მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს ადეკვატური და საიმედო ენერგეტიკული წყაროების არსებობას, აღნიშნა მიქაუტაძემ.მისი თქმით, მზარდი მოხმარების პირობებში მოსახლეობისა და ბიზნეს-სექტორის უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.მისი თქმით, მთავრობა გააგრძელებს ინვესტიციების მოზიდვას ენერგეტიკულ სექტორში ეკონომიკურად მიმზიდველი და ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ენერგიის პროექტების განვითარების მიზნით.ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა მთელ მსოფლიოში არსებული ტენდენციაა, ეს ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს მთავრობისთვის.ქართულმა ბიზნესმა ენერგეტიკის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის სქემა დადებითად შეაფასა>>>ქვეყანა ენერგეტიკულ სისტემაში მზისა და ქარის ენერგიების ინტეგრაციის გაძლიერებას აპირებს. ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე 2030 წლისთვის საქართველოში შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტი შეიქმნას.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–აგვისტოში საქართველოში გამომუშავდა 9,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 22,6%-ით მეტია.გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი მოდის ჰიდროსადგურებზე – 7,9 მლრდ კვტ/სთ, თბოსადგურებზე – 1,7 მლრდ კვტ/სთ, ხოლო ქართლის ქარის სადგურზე – 57,09 მლნ კვტ/სთ.როგორც უფრო ადრე ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს ინვესტორებთან ენერგეტიკულ სფეროში 63 მემორანდუმს მოეწერა ხელი, რაც წლიური გამოთვლით ადგილობრივ გენერაციას 1,6 მლრდ კვტ/სთ-ს დაუმატებს. აღნიშნული ინვესტიციების ფარგლებში აშენდება 26 ჰესი, 7 ქარის ელექტროსადგური და 30 მზის ელექტროსადგური, რომელთა საერთო სიმძლავრე 454 მგვტ/სთ იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24600/61/246006148_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_27489e38c8256956936a6f120c4fe50d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები
აღმოსავლეთ საქართველოში ჰიბრიდული ტიპის ელექტროსადგური აშენდება
09:45 05.12.2022 (განახლებულია: 13:48 05.12.2022) მთავრობა გააგრძელებს ინვესტიციების მოზიდვას ენერგეტიკულ სექტორში ეკონომიკურად მიმზიდველი და ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ენერგიის პროექტების განვითარების მიზნით.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. გორში მდებარე ქარის ელექტროსადგურთან ახლოს 5 მგვტ სიმძლავრის მზის სადგური აშენდება, რომელიც შეავსებს ელექტროენერგიის გამომუშავებას ქარის დაბალი სიჩქარის პერიოდში, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.
ამჟამად საქართველოში მუშაობს ერთი ქარის სადგური „ქართლი“, რომლის სიმძლავრეც 20 მეგავატია.
„ჰიბრიდული ტიპის ელექტროსადგურის მშენებლობა კარგია იმიტომ, რომ განახლებადი ენერგიები დაემატება ქვეყანას და ეს არის ჩვენი სტრატეგიული მიმართულება. მეორე მხრივ კი იგი ახდენს ასეთი ტიპის ელექტროსადგურების პოპულარიზებას, რაც ევროპაში ძალიან გავრცელებულია“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
სიახლე საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასა და საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას (GRPC) შორის თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერის ფარგლებში დაინერგება.
მინისტრის მოადგილის თქმით, ელექტროენერგეტიკა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სოციალურ სფეროსა და ქვეყნის მოსახლეობაზე. მთავრობის ძირითადი მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს ადეკვატური და საიმედო ენერგეტიკული წყაროების არსებობას, აღნიშნა მიქაუტაძემ.
მისი თქმით, მზარდი მოხმარების პირობებში მოსახლეობისა და ბიზნეს-სექტორის უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.
„ჰიდრორესურსების ეფექტური გამოყენება, ახალი ჰიდროელექტროსადგურების, ქარისა და მზის სადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ ენერგეტიკულ განვითარებას და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მისი თქმით, მთავრობა გააგრძელებს ინვესტიციების მოზიდვას ენერგეტიკულ სექტორში ეკონომიკურად მიმზიდველი და ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ენერგიის პროექტების განვითარების მიზნით.
ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა მთელ მსოფლიოში არსებული ტენდენციაა, ეს ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს მთავრობისთვის.
ქვეყანა ენერგეტიკულ სისტემაში მზისა და ქარის ენერგიების ინტეგრაციის გაძლიერებას აპირებს. ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე 2030 წლისთვის საქართველოში შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტი შეიქმნას.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–აგვისტოში საქართველოში გამომუშავდა 9,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 22,6%-ით მეტია.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი მოდის ჰიდროსადგურებზე – 7,9 მლრდ კვტ/სთ, თბოსადგურებზე – 1,7 მლრდ კვტ/სთ, ხოლო ქართლის ქარის სადგურზე – 57,09 მლნ კვტ/სთ.
როგორც უფრო ადრე ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს ინვესტორებთან ენერგეტიკულ სფეროში 63 მემორანდუმს მოეწერა ხელი, რაც წლიური გამოთვლით ადგილობრივ გენერაციას 1,6 მლრდ კვტ/სთ-ს დაუმატებს. აღნიშნული ინვესტიციების ფარგლებში აშენდება 26 ჰესი, 7 ქარის ელექტროსადგური და 30 მზის ელექტროსადგური, რომელთა საერთო სიმძლავრე 454 მგვტ/სთ იქნება.