ეს სასამართლოზე ზეწოლაა: პენიტენციური სამსახური სააკაშვილის შესახებ სატელევიზიო სიუჟეტებზე

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მომხრეების აქცია
სააკაშვილის მომხრეების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
ოპოზიციური ტელეარხების „TV პირველისა“ და „ფორმულის“ ეთერში სამედიცინო დასკვნის მცირე ფრაგმენტებზე აგებული სიუჟეტები გავიდა.
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ დაუშვებელია საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევის შედეგებზე სამედიცინო დასკვნის კონფიდენციალური ნაწილის გამოქვეყნება, რადგან ეს სასამართლოზე ზეწოლაა სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სხდომის ჩატარების წინ.
ორი ოპოზიციური ტელეარხის „TV პირველისა“ და „ფორმულის“ ეთერში ამ დღეებში ცენტრი „ემპათიის“ ექსპერტების სამედიცინო დასკვნის მცირე ფრაგმენტებზე აგებული სიუჟეტები გავიდა. პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ ამ სიუჟეტების მიზანი ისაა, რომ ვითარება ისე წარმოადგინონ, თითქოს სააკაშვილი მოწამლეს.

„სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება წარმოადგენს სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის კიდევ ერთ დამატებით მცდელობას, რაც სასამართლოზე ზეწოლის თვალსაჩინო მაგალითია“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

პენიტენციურმა სამსახურმა კატეგორიულად მოუწოდა „დაინტერესებულ მხარეს“, თავი შეიკავოს სამედიცინო დასკვნის იმ ფრაგმენტების გამოქვეყნებისგან, რომლებიც, მათივე მოთხოვნით, კონფიდენციალურად ცნეს, ასევე გამოიჩინოს პატივისცემა საზოგადოებისა და კონსტიტუციური წესრიგის მიმართ.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
დეპუტატი: სააკაშვილი მადლობელი უნდა იყოს, რომ სასჯელთა შეკრებითობა გაუქმებულია>>
პენიტენციური სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 31 მაისს კლინიკა „ვივამედმა“, სადაც სააკაშვილი 12 მაისს გადაიყვანეს, ჩაატარა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა ლაბორატორია „მრჩეველში“. 10 ივნისს მიღებული შედეგებით, სააკაშვილს ყველა მაჩვენებელი ნორმაში ჰქონდა.
მოგვიანებით, 19 ნოემბერს ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ის მოწამლულია. მალე სააკაშვილის გვერდზე სოციალურ ქსელში გაჩნდა განცხადება, რომ მას არასდროს უთქვამს არცერთი ადვოკატისთვის თავისი ეჭვების შესახებ მოწამვლასთან დაკავშირებით. იქვე აღნიშნული იყო, რომ სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა.
„ჩვენ წინასწარ წაგებულ ომში შევედით" - კლინიკის დირექტორი სააკაშვილის მკურნალობაზე>>
რამდენიმე დღის შემდეგ, 21 ნოემბერს სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე მეორე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომელმაც არ დაიჯერა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ამ პოსტის დაწერა შეეძლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა განცხადების სისწორე დაადასტურა.
პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, მეორე დღეს პენიტენციურმა სამსახურმა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართა.

„სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, როგორც პასუხისმგებლიანმა სახელმწიფო უწყებამ, მსჯავრდებულს შესთავაზა კვლევის ჩატარება, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უარი. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლოს სხდომა, რომელზეც უნდა განიხილონ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხი, 22 დეკემბერს გაიმართება.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს.
„შიდა საქმეებში ჩარევა": პოლიტელიტა ზელენსკის მოწოდებასსთან დაკავშირებით>>
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0