https://sputnik-georgia.com/20221219/sozar-subari-saakasvili-madlobeli-unda-iyos-rom-sasjelta-sekrebitoba-gauqmebulia-273195396.html
დეპუტატი: სააკაშვილი მადლობელი უნდა იყოს, რომ სასჯელთა შეკრებითობა გაუქმებულია
დეპუტატი: სააკაშვილი მადლობელი უნდა იყოს, რომ სასჯელთა შეკრებითობა გაუქმებულია
Sputnik საქართველო
ცენტრი „ემპათია“ აცხადებს, რომ სააკაშვილი რაღაც ქიმიური ნაერთით მოწამლეს. 19.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-19T14:16+0400
2022-12-19T14:16+0400
2022-12-19T17:41+0400
მიხეილ სააკაშვილი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264144489_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_153fb068bb684a7a13f5a410846f7d59.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამინდელი ხელისუფლების მადლობელი უნდა იყოს, რომ სასჯელთა შეკრებითობა გააუქმა, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, სამოქალაქო მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოზარ სუბარმა.სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს.სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.„ფსიქიკური (პრობლემები) შესაძლოა, ასევე შიმშილობიდან იყოს გართულებული და თუ შიმშილობიდან არ არის, მაშინ ეს კაცი ასეთი დაავადებებით ქვეყანას მართავდა და მოითმინოს და მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც მას დამსახურებულად ეკუთვნის“, – განაცხადა სუბარმა.დეპუტატის აზრით, სააკაშვილი მადლობელი უნდა იყოს იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააუქმა სასჯელთა შეკრებითობა და ახლა მსჯავრდებული მხოლოდ ყველაზე მკაცრი სასჯელით იხდის პატიმრობის ვადას.იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილზე 12–ჯერ მეტი დაიხარჯა, ვიდრე ნებისმიერ სხვა პატიმარზე>>„თორემ დღეს უკვე მინიმუმ 18 წელი ექნებოდა მისჯილი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სასჯელებზე, რომელიც შეიძლება მიიღოს, თუ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებებში, რომელთა სასამართლო პროცესები ახლა მიდის“, – აღნიშნა სუბარმა.სააკაშვილის დაკავების საფუძველი გახდა სასამართლოს მიერ ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენები. ესაა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალება. ამ საქმეებზე ექს-პრეზიდენტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკა „ვივამედის“ ექიმების გარდა, ის გამოიკვლია ომბუდსმენის აპარატთან შექმნილმა ექსპერტების ორმა ჯგუფმა და ასევე ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ უცხოელ ექიმებთან ერთად.რამ იმოქმედა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? „ვივამედის“ დირექტორის განმარტება>>ექიმები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. მათი თქმით, საამისოდ არსებობს ყველა საფუძველი, კერძოდ, ექსპერტების სამედიცინო დასკვნა. სასამართლო სხდომა ამ საკითხზე 22 დეკემბერს დაინიშნა.ექიმების ჯგუფის დასკვნით, სააკაშვილმა 42 კგ დაიკლო. დაკავებისას, 2021 წლის ოქტომბერში ის 115 კგ-ს იწონიდა. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი სისწრაფით კლებისას კრიტიკული სხეულის მასის ინდექსი მიღწეული იქნება 2-3 თვეში, რის შემდეგაც „დაიწყება ორგანოთა სისტემების შეუქცევადი დაზიანება“.სააკაშვილს აღენიშნება კუნთოვანი მასის შემცირება, მოძრაობის შეზღუდვა, ენერგეტიკული გამოფიტვა, კიდურებში მგრძნობიარობის დარღვევა, ცხელება, კოგნიტური გაუარესება (მეხსიერების გაუარესება, ქცევის შეცვლა), პოსტტრავმული სტრესული დარღვევის სინდრომი, ნათქვამია 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ ექიმების ჯგუფის დასკვნაში.დისკრედიტაცია თუ სიმულაცია? პოლიტიკოსები სააკაშვილთან დაკავშირებულ ვიდეოკადრებს აფასებენ>>ომბუდსმენის აპარატის განცხადების თანახმად, ექსპერტების 2022 წლის 6 დეკემბრის დასკვნა დამატებით დიაგნოზსაც მოიცავს, მაგრამ ის, სენსიტიური ხასიათის გამო, არ გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, ინფორმაცია ამ დასკვნის შესახებ წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.ცენტრი „ემპათია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ სააკაშვილი მოწამლულია. ცენტრის დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, თავის დროზე კლინიკა „ვივამედმა“ ჩაატარა ტოქსიკოლოგიური კვლევა გერმანიაში, რომელმაც სააკაშვილის სისხლში მცირე რაოდენობით ოთხი ლითონის არსებობა აჩვენა – ვერცხლისწყლის, დარიშხანის, თალიუმისა და ტყვიის.მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.ბრეგაძე: სააკაშვილის დაკავებამ ქვეყანას მძიმე განსაცდელი აარიდა თავიდან>>მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს ფარულად დაბრუნდა, რის შემდეგ თავისი მომხრეებისთვის რამდენიმე მიმართვა ჩაწერა თვითმმართველობის არჩევნების წინ. ის 1 ოქტომბერს დააკავეს. მისმა ჩამოსვლამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოზიციების დაკარგვის პროვოცირება მოაწყო, რომელმაც რამდენიმე დიდ ქალაქში მერების არჩევნების პირველივე ტურში მოგება ვერ შეძლო.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264144489_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_eb44811116d11fab09bc2f5c8c0cd03e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
დეპუტატი: სააკაშვილი მადლობელი უნდა იყოს, რომ სასჯელთა შეკრებითობა გაუქმებულია
14:16 19.12.2022 (განახლებულია: 17:41 19.12.2022) ცენტრი „ემპათია“ აცხადებს, რომ სააკაშვილი რაღაც ქიმიური ნაერთით მოწამლეს.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამინდელი ხელისუფლების მადლობელი უნდა იყოს, რომ სასჯელთა შეკრებითობა გააუქმა, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, სამოქალაქო მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოზარ სუბარმა.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს.
„მოვუსმინოთ იმ ექსპერტებს, რომლებიც მისი ოჯახის მიერ არიან დაქირავებული და ყოველდღე გვესაუბრებიან, რომ სააკაშვილი კვდება. მაგრამ იმ ჩამონათვალში, რაც გამოაქვეყნა მათ მიერ დაქირავებულმა, კოლექტიურმა, დიდმა საექსპერტო ჯგუფმა, არაფერი ტერმინალური არ წერია. პირიქით, იქ წერია ის, რაც გამოწვეულია შიმშილობით, ფსიქიკურის გარდა“, – განაცხადა სუბარმა.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
„ფსიქიკური (პრობლემები) შესაძლოა, ასევე შიმშილობიდან იყოს გართულებული და თუ შიმშილობიდან არ არის, მაშინ ეს კაცი ასეთი დაავადებებით ქვეყანას მართავდა და მოითმინოს და მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც მას დამსახურებულად ეკუთვნის“, – განაცხადა სუბარმა.
დეპუტატის აზრით, სააკაშვილი მადლობელი უნდა იყოს იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააუქმა სასჯელთა შეკრებითობა და ახლა მსჯავრდებული მხოლოდ ყველაზე მკაცრი სასჯელით იხდის პატიმრობის ვადას.
„თორემ დღეს უკვე მინიმუმ 18 წელი ექნებოდა მისჯილი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სასჯელებზე, რომელიც შეიძლება მიიღოს, თუ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებებში, რომელთა სასამართლო პროცესები ახლა მიდის“, – აღნიშნა სუბარმა.
სააკაშვილის დაკავების საფუძველი გახდა სასამართლოს მიერ ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენები. ესაა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალება. ამ საქმეებზე ექს-პრეზიდენტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკა „ვივამედის“ ექიმების გარდა, ის გამოიკვლია ომბუდსმენის აპარატთან შექმნილმა ექსპერტების ორმა ჯგუფმა და ასევე ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ უცხოელ ექიმებთან ერთად.
ექიმები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. მათი თქმით, საამისოდ არსებობს ყველა საფუძველი, კერძოდ, ექსპერტების სამედიცინო დასკვნა. სასამართლო სხდომა ამ საკითხზე 22 დეკემბერს დაინიშნა.
ექიმების ჯგუფის დასკვნით, სააკაშვილმა 42 კგ დაიკლო. დაკავებისას, 2021 წლის ოქტომბერში ის 115 კგ-ს იწონიდა. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი სისწრაფით კლებისას კრიტიკული სხეულის მასის ინდექსი მიღწეული იქნება 2-3 თვეში, რის შემდეგაც „დაიწყება ორგანოთა სისტემების შეუქცევადი დაზიანება“.
სააკაშვილს აღენიშნება კუნთოვანი მასის შემცირება, მოძრაობის შეზღუდვა, ენერგეტიკული გამოფიტვა, კიდურებში მგრძნობიარობის დარღვევა, ცხელება, კოგნიტური გაუარესება (მეხსიერების გაუარესება, ქცევის შეცვლა), პოსტტრავმული სტრესული დარღვევის სინდრომი, ნათქვამია 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ ექიმების ჯგუფის დასკვნაში.
ომბუდსმენის აპარატის განცხადების თანახმად, ექსპერტების 2022 წლის 6 დეკემბრის დასკვნა დამატებით დიაგნოზსაც მოიცავს, მაგრამ ის, სენსიტიური ხასიათის გამო, არ გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, ინფორმაცია ამ დასკვნის შესახებ წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ცენტრი „ემპათია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ სააკაშვილი მოწამლულია. ცენტრის დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, თავის დროზე კლინიკა „ვივამედმა“ ჩაატარა ტოქსიკოლოგიური კვლევა გერმანიაში, რომელმაც სააკაშვილის სისხლში მცირე რაოდენობით ოთხი ლითონის არსებობა აჩვენა – ვერცხლისწყლის, დარიშხანის, თალიუმისა და ტყვიის.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს ფარულად დაბრუნდა, რის შემდეგ თავისი მომხრეებისთვის რამდენიმე მიმართვა ჩაწერა თვითმმართველობის არჩევნების წინ. ის 1 ოქტომბერს დააკავეს. მისმა ჩამოსვლამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოზიციების დაკარგვის პროვოცირება მოაწყო, რომელმაც რამდენიმე დიდ ქალაქში მერების არჩევნების პირველივე ტურში მოგება ვერ შეძლო.