იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილზე 12–ჯერ მეტი დაიხარჯა, ვიდრე ნებისმიერ სხვა პატიმარზე

© Parliament of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
სააკაშვილის გარდა საქართველოში, 1 ნოემბრისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, 9.691 პატიმარი იყო.
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფომ ერთ წელიწადში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე, როგორც პატიმარზე, დაახლოებით 200 ათასი ლარი დახარჯა, რაც 12–ჯერ მეტია, ვიდრე თითოეულ სხვა პატიმარზე, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
საქართველოში პატიმრის შენახვას მთლიანად სახელმწიფო უზრუნველყოფს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება არა მხოლოდ პატიმრის ყოფნა ციხეში, არამედ ასევე მთლიანად იფარება მისი მკურნალობა ავადმყოფობის ხანგრძლივობის ან ავადმყოფობის სიმძიმისგან დამოუკიდებლად.
„(სააკაშვილზე) დაახლოებით 200.000 ლარამდე არის დახარჯული ერთი წლის განმავლობაში და ერთი პატიმრის შენახვაზე დაახლოებით იხარჯება 17.400 ლარი წელიწადში“, – განაცხადა ბრეგაძემ.
საქართველოში, 1 ნოემბრისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სააკაშვილის გარდა 9.691 პატიმარი იყო.
სააკაშვილი პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში მან ციხის საკანში მხოლოდ 170 დღე გაატარა, დანარჩენი დრო სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა შიმშილობისა და მისი შედეგების გამო. ბოლოს ის კლინიკაში 2022 წლის 12 მაისს გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს.ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი უკვე ორჯერ გადაიდო.
ვისაც არ მოგწონთ, გაასაჩივრეთ – ბრეგაძე სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებაზე>>
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში მოქმედებს>>
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0