https://sputnik-georgia.com/20221207/ram-imoqmeda-saakashvilis-janmrtelobaze-272801682.html
რამ იმოქმედა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? „ვივამედის“ დირექტორის განმარტება
რამ იმოქმედა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? „ვივამედის“ დირექტორის განმარტება
Sputnik საქართველო
თუ ექს-პრეზიდენტი გააგრძელებს შერჩევით კვებას, მაშინ, შესაძლოა, ზონდით კვება გამოვიყენოთ, განაცხადა ჩხაიძემ. 07.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-07T17:10+0400
2022-12-07T17:10+0400
2022-12-07T21:18+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113178_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_6f37b08410f0f955dafa8434deed16b7.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. შიმშილობამ, რომელიც 50 დღე გაგრძელდა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ასახვა ჰპოვა, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.სააკაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ დაეწყო. ექს-პრეზიდენტი 12 მაისის შემდეგ სამკურანლოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. გუშინ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა.ჩხაიძემ ასევე განმარტა სამშაბათს გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ექს-პრეზიდენტს, შესაძლოა, ზონდით კვება დასჭირდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი საკვების მიღებას მხოლოდ სასურველ დღეებში და არა ყოველდღიურად გააგრძელებს.„რაც შეეხება ზონდით კვებას, აქ იძულებით კვებაზე არ არის საუბარი. თუ ადამიანს აქვს ღებინების შეგრძნება საკვების მიღებისას, ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი პაციენტთან შეთანხმებით და არა იძულების წესით“, – აღნიშნა ჩხაიძემ.მსჯავრდებული სააკაშვილის ადვოკატებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. ამის ალტერნატივად ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის მოხდის გადავადებაც შესთავაზეს. აღნიშნულ საკითხზე სხდომა 9 დეკემბერს ჩაინიშნა.ლომჯარია: სააკაშვილის მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გადავადებას აკმაყოფილებს>>>საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამოსასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113178_313:0:3044:2048_1920x0_80_0_0_10ff6524f3fb246ddfca20ef2d74e17b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
რამ იმოქმედა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? „ვივამედის“ დირექტორის განმარტება
17:10 07.12.2022 (განახლებულია: 21:18 07.12.2022) თუ ექს-პრეზიდენტი გააგრძელებს შერჩევით კვებას, მაშინ, შესაძლოა, ზონდით კვება გამოვიყენოთ, განაცხადა ჩხაიძემ.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. შიმშილობამ, რომელიც 50 დღე გაგრძელდა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ასახვა ჰპოვა, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
სააკაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ დაეწყო. ექს-პრეზიდენტი 12 მაისის შემდეგ სამკურანლოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. გუშინ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა.
„კვების თაობაზე პაციენტთან ყოველდღიურად ვსაუბრობთ. თქვენ იცით, რომ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რაც აისახა კიდეც მის ჯანმრთელობაზე. შემდეგში უნდა გაგრძელებულიყო სრულფასოვანი კვება“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ჩხაიძემ ასევე განმარტა სამშაბათს გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ექს-პრეზიდენტს, შესაძლოა, ზონდით კვება დასჭირდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი საკვების მიღებას მხოლოდ სასურველ დღეებში და არა ყოველდღიურად გააგრძელებს.
„რაც შეეხება ზონდით კვებას, აქ იძულებით კვებაზე არ არის საუბარი. თუ ადამიანს აქვს ღებინების შეგრძნება საკვების მიღებისას, ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი პაციენტთან შეთანხმებით და არა იძულების წესით“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
მსჯავრდებული სააკაშვილის ადვოკატებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. ამის ალტერნატივად ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის მოხდის გადავადებაც შესთავაზეს. აღნიშნულ საკითხზე სხდომა 9 დეკემბერს ჩაინიშნა.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამოსასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.