https://sputnik-georgia.com/20221217/saakasvilis-sikvdili-destabilizacias-gamoiwvevs-enm-is-tavmjdomareobis-kandidati-273157227.html
სააკაშვილის სიკვდილი დესტაბილიზაციას გამოიწვევს - ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი
სააკაშვილის სიკვდილი დესტაბილიზაციას გამოიწვევს - ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი
Sputnik საქართველო
შაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქცია გაიმართა 17.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-17T21:57+0400
2022-12-17T21:57+0400
2022-12-17T21:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113433_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_7247070ae03d20ff8d4a06b8b883276c.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში გარდაუვალია დესტაბილიზაცია, თუ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის თავმჯდომარემ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ.სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი უკვე ორჯერ გადაიდო.მან და მისმა თანამოაზრეებმა შაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქცია გამართეს. ამასთან არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არ გამორიცხა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე, აქციები პერმანენტული გახდება.ამასთან, იუსტიციის სამინისტრო უარყოფს მოსაზრებას, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა გამოწვეულია მისი მოქმედებებით და იმით, რომ ის ექიმების რეკომენდაციებს არ იცავს.სააკაშვილი პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში მან ციხის საკანში მხოლოდ 170 დღე გაატარა, დანარჩენი დრო სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა შიმშილობისა და მისი შედეგების გამო. ბოლოს ის კლინიკაში 2022 წლის 12 მაისს გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება.ვისაც არ მოგწონთ, გაასაჩივრეთ - ბრეგაძე სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებაზე >>მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს ფარულად დაბრუნდა, რის შემდეგ თავისი მომხრეებისთვის რამდენიმე მიმართვა ჩაწერა თვითმმართველობის არჩევნების წინ. ის 1 ოქტომბერს დააკავეს. მისმა ჩამოსვლამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოზიციების დაკარგვის პროვოცირება მოაწყო, რომელმაც რამდენიმე დიდ ქალაქში მერების არჩევნების პირველივე ტურში მოგება ვერ შეძლო.იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილზე 12–ჯერ მეტი დაიხარჯა, ვიდრე ნებისმიერ სხვა პატიმარზე >>სააკაშვილის დაკავების საფუძველი გახდა სასამართლოს მიერ ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი. ესაა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალება. ამ საქმეებზე ექს–პრეზიდენტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113433_879:0:3610:2048_1920x0_80_0_0_3453fb8c2b30b6ccf9b30890ede156be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილის სიკვდილი დესტაბილიზაციას გამოიწვევს - ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი
შაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქცია გაიმართა
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში გარდაუვალია დესტაბილიზაცია, თუ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის თავმჯდომარემ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი უკვე ორჯერ გადაიდო.
„ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თუ მოკვდა, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად იქნება დესტაბილიზაცია და საქართველო დაკარგავს ევროინტეგრაციის შანსს. ამიტომ, ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა, ბოლომდე ვიბრძოლოთ და სალომე ზურაბიშვილს ვუთხრათ, რომ არ გაბედოს და არ იყოს სრულად იმ გეგმის მონაწილე, რასაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა ჰქვია“, - განაცხადა მუმლაძემ.
მან და მისმა თანამოაზრეებმა შაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქცია გამართეს. ამასთან არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არ გამორიცხა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე, აქციები პერმანენტული გახდება.
ამასთან, იუსტიციის სამინისტრო უარყოფს მოსაზრებას, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა გამოწვეულია მისი მოქმედებებით და იმით, რომ ის ექიმების რეკომენდაციებს არ იცავს.
სააკაშვილი პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში მან ციხის საკანში მხოლოდ 170 დღე გაატარა, დანარჩენი დრო სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა შიმშილობისა და მისი შედეგების გამო. ბოლოს ის კლინიკაში 2022 წლის 12 მაისს გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს ფარულად დაბრუნდა, რის შემდეგ თავისი მომხრეებისთვის რამდენიმე მიმართვა ჩაწერა თვითმმართველობის არჩევნების წინ. ის 1 ოქტომბერს დააკავეს. მისმა ჩამოსვლამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოზიციების დაკარგვის პროვოცირება მოაწყო, რომელმაც რამდენიმე დიდ ქალაქში მერების არჩევნების პირველივე ტურში მოგება ვერ შეძლო.
სააკაშვილის დაკავების საფუძველი გახდა სასამართლოს მიერ ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი. ესაა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალება. ამ საქმეებზე ექს–პრეზიდენტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.