https://sputnik-georgia.com/20221214/saakashvilma-shinshiloba-gamoacxada-273054021.html
სააკაშვილმა კვლავ შიმშილობა გამოაცხადა
სააკაშვილმა კვლავ შიმშილობა გამოაცხადა
Sputnik საქართველო
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მათ ვერ უზრუნველყვეს მსჯავრდებულის დისტანციური ჩართვა სასამართლოს სხდომაზე. 14.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-14T15:53+0400
2022-12-14T15:53+0400
2022-12-14T21:15+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273041198_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_6eccd4a91795eaebe8abd3ff1587f8de.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კვლავ შიმშილობა გამოაცხადა – იგი მოითხოვს სასამართლოს სხდომაში დისტანციურად მონაწილეობის შესაძლებლობას, აცნობა ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის შეცვლის საკითხზე 14 დეკემბერს დაგეგმილი სასამართლო პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“.ექს-პრეზიდენტის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი აცნობიერებს რისკებს.„ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ საკუთარ სასამართლო პროცესზე თუნდაც ონლაინ დასწრების მყარ გარანტიებს. საზღვარი აქვს ამდენ დაცინვას და დამცირებას“, – ნათქვამია წერილში.სააკაშვილმა დაკავების დღიდან, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ორჯერ გამოაცხადა, პირველი შიმშილობა 50 დღე გაგრძელდა, მეორე – 20 დღე. სააკაშვილს სასამართლო სხდომაში დისტანციურად მონაწილეობაზე უარი უთხრეს>>>მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. ადვოკატების თქმით, სააკაშვილს თუ 22 დეკემბერსაც არ მისცემენ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დასწრების უფლებას, მაშინ იგი მოსამართლის აცილების საკითხს დააყენებს.სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. მათი თქმით, საამისოდ არსებობს ყველა საფუძველი, კერძოდ, ექსპერტების სამედიცინო დასკვნა.დაცვის მხარის არგუმენტებისახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. ხოლო მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა.აქედან გამომდინარე, ექსპერტები დაჟინებით მოითხოვენ მსჯავრდებულისთვის სასჯელის გაუქმებას ან გადავადებას, რათა ექს-პრეზიდენტმა მისთვის საჭირო მკურნალობა საზღვარგარეთ გაიაროს.სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნით, სააკაშვილმა 42 კგ დაიკლო. 2021 წლის ოქტომბერში ის 115 კგ-ს იწონიდა. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი სისწრაფით კლებისას კრიტიკული სხეულის მასის ინდექსი მიღწეული იქნება 2-3 თვეში, რის შემდეგაც „დაიწყება ორგანოთა სისტემების შეუქცევადი დაზიანება“.იუსტიციის სამინისტრო მზად არის გამოაქვეყნოს სააკაშვილის სიმულაციის მტკიცებულებები>>>სააკაშვილს ასევე აღენიშნება კუნთოვანი მასის შემცირება, მოძრაობის შეზღუდვა, ენერგეტიკული გამოფიტვა, კიდურებში მგრძნობიარობის დარღვევა, ცხელება, კოგნიტური გაუარესება (მეხსიერების გაუარესება, ქცევის შეცვლა), პოსტტრავმული სტრესული დარღვევის სინდრომი, ნათქვამია 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში.ცენტრმა „ემპათიამ“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა 1 დეკემბერს გამოაქვეყნა. 194-გვერდიან დოკუმენტზე ათი ქართველი და ექვსი უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა.ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექს-პრეზიდენტს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები, დაკავშირებული ნეიროფსიქიკურ, გასტრო-ენტეროლოგიურ, ასევე საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებთან. აგრეთვე პრობლემები მხედველობის მხრივ, დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი.ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს მთელ სხეულზე აღენიშნება ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგს.ადვოკატი: სააკაშვილმა კუჭის ოპერაცია საქართველოში ჩამოსვლამდე გაიკეთა>>>უფრო მეტიც, თმის ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე ლითონები გამოავლინა, რომლებიც შეიძლება ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი იყოს. თავად სააკაშვილმა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ განცხადებებს სპეკულაცია უწოდა.საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.სიმულაცია თუ?..13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულირებს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულირებას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.მიხეილ სააკაშვილმა სისხლის ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა>>>როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვიდეოჩანაწერები იმის დასტურია, რომ ექს-პრეზიდენტს არავინ აწამებს, რასაც ხელისუფლების ოპონენტები დაჟინებით ამტკიცებენ. ისინი მიმართავენ „ყოველგვარ ბინძურ ხრიკებს“, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და სასამართლო პროცესს ხელი შეუშალონ.დაბრუნება და დაკავებასააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273041198_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_f9902e6ced8042c06a2ee4744eff8c3a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები
სააკაშვილმა კვლავ შიმშილობა გამოაცხადა
15:53 14.12.2022 (განახლებულია: 21:15 14.12.2022) პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მათ ვერ უზრუნველყვეს მსჯავრდებულის დისტანციური ჩართვა სასამართლოს სხდომაზე.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კვლავ შიმშილობა გამოაცხადა – იგი მოითხოვს სასამართლოს სხდომაში დისტანციურად მონაწილეობის შესაძლებლობას, აცნობა ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის შეცვლის საკითხზე 14 დეკემბერს დაგეგმილი სასამართლო პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“.
„დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე – დავსწრებოდი საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა. ამიტომაც იძულებული ვარ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც ადვოკატმა ხაჭაპურიძემ გაასაჯაროვა.
ექს-პრეზიდენტის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი აცნობიერებს რისკებს.
„ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ საკუთარ სასამართლო პროცესზე თუნდაც ონლაინ დასწრების მყარ გარანტიებს. საზღვარი აქვს ამდენ დაცინვას და დამცირებას“, – ნათქვამია წერილში.
სააკაშვილმა დაკავების დღიდან, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ორჯერ გამოაცხადა, პირველი შიმშილობა 50 დღე გაგრძელდა, მეორე – 20 დღე.
მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
ადვოკატების თქმით, სააკაშვილს თუ 22 დეკემბერსაც არ მისცემენ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დასწრების უფლებას, მაშინ იგი მოსამართლის აცილების საკითხს დააყენებს.
სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. მათი თქმით, საამისოდ არსებობს ყველა საფუძველი, კერძოდ, ექსპერტების სამედიცინო დასკვნა.
დაცვის მხარის არგუმენტები
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. ხოლო მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა.
აქედან გამომდინარე, ექსპერტები დაჟინებით მოითხოვენ მსჯავრდებულისთვის სასჯელის გაუქმებას ან გადავადებას, რათა ექს-პრეზიდენტმა მისთვის საჭირო მკურნალობა საზღვარგარეთ გაიაროს.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნით, სააკაშვილმა 42 კგ დაიკლო. 2021 წლის ოქტომბერში ის 115 კგ-ს იწონიდა. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი სისწრაფით კლებისას კრიტიკული სხეულის მასის ინდექსი მიღწეული იქნება 2-3 თვეში, რის შემდეგაც „დაიწყება ორგანოთა სისტემების შეუქცევადი დაზიანება“.
სააკაშვილს ასევე აღენიშნება კუნთოვანი მასის შემცირება, მოძრაობის შეზღუდვა, ენერგეტიკული გამოფიტვა, კიდურებში მგრძნობიარობის დარღვევა, ცხელება, კოგნიტური გაუარესება (მეხსიერების გაუარესება, ქცევის შეცვლა), პოსტტრავმული სტრესული დარღვევის სინდრომი, ნათქვამია 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში.
ცენტრმა „ემპათიამ“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა 1 დეკემბერს გამოაქვეყნა. 194-გვერდიან დოკუმენტზე ათი ქართველი და ექვსი უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა.
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექს-პრეზიდენტს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები, დაკავშირებული ნეიროფსიქიკურ, გასტრო-ენტეროლოგიურ, ასევე საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებთან. აგრეთვე პრობლემები მხედველობის მხრივ, დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი.
ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს მთელ სხეულზე აღენიშნება ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგს.
უფრო მეტიც, თმის ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე ლითონები გამოავლინა, რომლებიც შეიძლება ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი იყოს. თავად სააკაშვილმა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ განცხადებებს სპეკულაცია უწოდა.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულირებს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულირებას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვიდეოჩანაწერები იმის დასტურია, რომ ექს-პრეზიდენტს არავინ აწამებს, რასაც ხელისუფლების ოპონენტები დაჟინებით ამტკიცებენ. ისინი მიმართავენ „ყოველგვარ ბინძურ ხრიკებს“, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და სასამართლო პროცესს ხელი შეუშალონ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.