https://sputnik-georgia.com/20221214/saakasvils-sasamartlo-sxdomasi-monawileobaze-distanciurad-uari-utxres-273043429.html
სააკაშვილს სასამართლო სხდომაში დისტანციურად მონაწილეობაზე უარი უთხრეს
სააკაშვილს სასამართლო სხდომაში დისტანციურად მონაწილეობაზე უარი უთხრეს
Sputnik საქართველო
დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი სასჯელის გადახედვის საკითხი უნდა განიხილონ. 14.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-14T12:48+0400
2022-12-14T12:48+0400
2022-12-14T17:07+0400
გახმაურებული სასამართლო პროცესები
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273039608_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_b96d4d7f60ea7855732f601653620f83.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომაში დისტანციურად მონაწილეობაზე უარი უთხრა, განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ამ სამსახურიდან მიღებული წერილის საფუძველზე.მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მას ჯანმრთელობის პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის მერე დაეწყო, რომელიც დაკავების დღეს, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.დღევანდელ სხდომაზე უნდა განიხილონ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს.სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნით, სააკაშვილმა 42 კგ დაიკლო. 2021 წლის ოქტომბერში ის 115 კგ-ს იწონიდა.სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა.იუსტიციის სამინისტრო მზად არის გამოაქვეყნოს სააკაშვილის სიმულაციის მტკიცებულებები>>პაციენტს აღენიშნება კუნთოვანი მასის შემცირება, მოძრაობის შეზღუდვა, ენერგეტიკული გამოფიტვა, კიდურებში მგრძნობიარობის დარღვევა, ცხელება, კოგნიტური გაუარესება (მეხსიერების გაუარესება, ქცევის შეცვლა), პოსტტრავმული სტრესული დარღვევის სინდრომი.საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.სააკაშვილი - შეწყალება არ შეიძლება დასჯა>>თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273039608_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_1f591e7cbec05f5b80c3346ddbaa978b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გახმაურებული სასამართლო პროცესები, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილს სასამართლო სხდომაში დისტანციურად მონაწილეობაზე უარი უთხრეს
12:48 14.12.2022 (განახლებულია: 17:07 14.12.2022) დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი სასჯელის გადახედვის საკითხი უნდა განიხილონ.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომაში დისტანციურად მონაწილეობაზე უარი უთხრა, განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ამ სამსახურიდან მიღებული წერილის საფუძველზე.
მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მას ჯანმრთელობის პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის მერე დაეწყო, რომელიც დაკავების დღეს, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
„პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“, – ნათქვამია წერილში, რომელიც მოსამართლემ წაიკითხა.
დღევანდელ სხდომაზე უნდა განიხილონ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნით, სააკაშვილმა 42 კგ დაიკლო. 2021 წლის ოქტომბერში ის 115 კგ-ს იწონიდა.
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა.
პაციენტს აღენიშნება კუნთოვანი მასის შემცირება, მოძრაობის შეზღუდვა, ენერგეტიკული გამოფიტვა, კიდურებში მგრძნობიარობის დარღვევა, ცხელება, კოგნიტური გაუარესება (მეხსიერების გაუარესება, ქცევის შეცვლა), პოსტტრავმული სტრესული დარღვევის სინდრომი.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.