https://sputnik-georgia.com/20221213/saakashvlili-shewyaleba-ar-sheidzleba-dasja-273009840.html
სააკაშვილი - შეწყალება არ შეიძლება დასჯა
სააკაშვილი - შეწყალება არ შეიძლება დასჯა
Sputnik საქართველო
პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო პერიპეტიებმა, რომელიც კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ იმყოფება, საზოგადოება ორ ბანაკად გაყო. 13.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-13T20:36+0400
2022-12-13T20:36+0400
2022-12-13T22:48+0400
კარიკატურები
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0d/273009668_85:0:1227:642_1920x0_80_0_0_1bf6c043593edd7a502a9eff7b7c1bff.jpg
ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები, ასევე საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ყოფილი ლიდერი ციხეში არ უნდა იყოს და საჭირო მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა ჩაიტაროს.ბარიკადების მეორე მხარეს მყოფები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი უნდა დაისაჯოს და ექს-პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობას თავად იმწვავებს, რათა ეს მომავალში გასათავისუფლებლად გამოიყენოს.ამიტომ სად დასვათ მძიმე ფრაზაში „სააკაშვილი – შეწყალება არ შეიძლება დასჯა“ — თავად აირჩიეთ.ვნებათაღელვა სააკაშვილის გარშემოპატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი 12 მაისიდან სამკურნალოდ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ დაეწყო. მან შიმშილობა გამოაცხადა დაკავების დღეს, 2021 წლის 1 ოქტომბერს.ექიმების იმ ჯგუფის დასკვნის თანახმად, რომელიც სახალხო დამცველმა ჩამოაყალიბა, სააკაშვილმა 42 კილოგრამი დაიკლო. 2021 წლის ოქტომბერში ის 115 კილოგრამს იწონიდა.2022 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა ბოლო დროს უფრო და უფრო უარესდება და ფასდება როგორც „მძიმე“. ექიმები მიიჩნევენ, რომ წონის ასეთი ტემპით კლების პირობებში სხეულის მასის კრიტიკული ინდექსი 2-3 თვეში დადგება, რის შემდეგაც „დაიწყება ორგანოების სისტემის შეუქცევადი დაზიანება“. სააკაშვილს ასევე აღენიშნება კუნთების მასის კლება და შემცირება, შეზღუდული მოძრაობა, უენერგიობა, მგრძნობელობის შემცირება კიდურებში, სიცხე, კოგნიტური დაქვეითება (მახსოვრობის გაუარესება, ქცევის მანერის შეცვლა), პოსტტრავმატული სტრესული აშლილობის სინდრომი. ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველებმა 1 დეკემბერს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადახედოს სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის საკითხს. სასამართლო სხდომა ამ საკითხთან დაკავშირებით 14 დეკემბერს ჩაინიშნა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაავადების გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სადაც საუბარია სასჯელის მოხდის პირობებში პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე ან სიკვდილის მაღალ რისკზე. სააკაშვილი 2021 წლის 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა, ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღდეგ სამ საქმეს განიხილავს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონო კვეთის.მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე მიესაჯა ორ სისხლის სამართლის საქმეზე – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის და ბანკის თანამშრომელ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულთა შეწყალების საქმეებზე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0d/273009668_0:0:856:642_1920x0_80_0_0_5450216aae5c7ecf346867c0c6eff758.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კარიკატურები, მულტიმედია
სააკაშვილი - შეწყალება არ შეიძლება დასჯა
20:36 13.12.2022 (განახლებულია: 22:48 13.12.2022) პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო პერიპეტიებმა, რომელიც კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ იმყოფება, საზოგადოება ორ ბანაკად გაყო.
ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები, ასევე საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ყოფილი ლიდერი ციხეში არ უნდა იყოს და საჭირო მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა ჩაიტაროს.
ბარიკადების მეორე მხარეს მყოფები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი უნდა დაისაჯოს და ექს-პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობას თავად იმწვავებს, რათა ეს მომავალში გასათავისუფლებლად გამოიყენოს.
ამიტომ სად დასვათ მძიმე ფრაზაში „სააკაშვილი – შეწყალება არ შეიძლება დასჯა“ — თავად აირჩიეთ.
ვნებათაღელვა სააკაშვილის გარშემო
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი 12 მაისიდან სამკურნალოდ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ დაეწყო. მან შიმშილობა გამოაცხადა დაკავების დღეს, 2021 წლის 1 ოქტომბერს.
ექიმების იმ ჯგუფის დასკვნის თანახმად, რომელიც სახალხო დამცველმა ჩამოაყალიბა, სააკაშვილმა 42 კილოგრამი დაიკლო. 2021 წლის ოქტომბერში ის 115 კილოგრამს იწონიდა.
2022 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა ბოლო დროს უფრო და უფრო უარესდება და ფასდება როგორც „მძიმე“. ექიმები მიიჩნევენ, რომ წონის ასეთი ტემპით კლების პირობებში სხეულის მასის კრიტიკული ინდექსი 2-3 თვეში დადგება, რის შემდეგაც „დაიწყება ორგანოების სისტემის შეუქცევადი დაზიანება“.
სააკაშვილს ასევე აღენიშნება კუნთების მასის კლება და შემცირება, შეზღუდული მოძრაობა, უენერგიობა, მგრძნობელობის შემცირება კიდურებში, სიცხე, კოგნიტური დაქვეითება (მახსოვრობის გაუარესება, ქცევის მანერის შეცვლა), პოსტტრავმატული სტრესული აშლილობის სინდრომი.
ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველებმა 1 დეკემბერს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადახედოს სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის საკითხს. სასამართლო სხდომა ამ საკითხთან დაკავშირებით 14 დეკემბერს ჩაინიშნა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაავადების გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სადაც საუბარია სასჯელის მოხდის პირობებში პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე ან სიკვდილის მაღალ რისკზე.
სააკაშვილი 2021 წლის 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა, ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღდეგ სამ საქმეს განიხილავს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონო კვეთის.
მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე მიესაჯა ორ სისხლის სამართლის საქმეზე – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის და ბანკის თანამშრომელ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულთა შეწყალების საქმეებზე.