როდის დაიწყება შავ ზღვაში საქართველო-ევროპის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის გაყვანა

© Public domain/ American Public Power Associationელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
გამოწერა
იანვარში იქნება განახლებული ინფორმაცია ინიცირებული პროექტის შესწავლის შესახებ.
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. შავი ზღვის ფსკერზე საქართველოსა და ევროპას შორის მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის გაყვანის პროექტი შესწავლის პროცესშია, რომლის დასრულების შემდეგ მისი განხორციელება დაიწყება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.
ელექტროკაბელი საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს. ევროკავშირი ელექტროკაბელის გაყვანისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს, აღნიშნა ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ.

„რაც შეეხება კვლევას, კომპანიამ პირველი ეტაპი დაასრულა. ჩვენ იანვარში გვექნება განახლებული ინფორმაცია და დაიგეგმება უშუალო სამუშაოები გეოლოგიის მიმართულებით, რომ არსებობდეს სრულყოფილი პროექტი და შევძლოთ იმპლემენტაციის ეტაპზე გადასვლა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი ენერგოპროექტი, რომელიც ნებისმიერი ინვესტორისთვის საქართველოს განახლებადი ენერგიის პროექტებს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
მინისტრის თქმით, ეს პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონის ენერგოუსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობისა და კონკურენტუნარიანობის კუთხით. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია კონკრეტულად საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვისაც.
„ეს არის პირდაპირი კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. საქართველო... პირდაპირ ევროპულ ენერგობაზარზე გასვლის შესაძლებლობას მიიღებს. შესაბამისად, ნებისმიერი ინვესტორისთვის საქართველოს განახლებადი ენერგიების პროექტები კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ევროკავშირი საქართველოში შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანას დააფინანსებს >>
„საუბარია არა მხოლოდ საქართველოს ენერგორესურსების ექსპორტზე, არამედ მეზობელი აზერბაიჯანიდან ექსპორტზე და, საჭიროების შემთხვევაში, იმპორტზეც, რაც ბალანსს კიდევ უფრო გაზრდის, კიდევ უფრო სტაბილურს გახდის რეგიონის და ევროკავშირის ენერგოსისტემებს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
მინისტრმა დასძინა, რომ ევროკავშირი მზად არის ამ პროექტის განხორციელებისთვის, მათ შორის ფინანსურადაც.
ყველა ახალი ამბავი
0