ევროკავშირი ევროპიდან საქართველოში შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანას დააფინანსებს

© Sputnik / STRINGERზღვა
ზღვა - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
გამოწერა
აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმა ასევე მოიცავს სატრანსპორტო პროექტებს და სავაჭრო მარშრუტების გაძლიერებას, განაცხადა ევროკომისარმა.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შავი ზღვის ფსკერზე საქართველოსა და ევროპას შორის ელექტროკაბელის გაყვანისთვის 2,3 მილიარდი ევრო გამოიყოფა, დაწერა სოციალურ ქსელში ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ.
ელექტროკაბელი საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიას დააკავშირებს რუმინეთთან, რაც უზრუნველყოფს მწვანე ენერგიის ექსპორტს ევროპაში და განამტკიცებს თანამშრომლობას.
ვარჰეიმ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმა ასევე მოიცავს სატრანსპორტო პროექტებს და სავაჭრო მარშრუტების გაძლიერებას.
საქართველოს ხელისუფლება, ქვეყნის სატრანზიტო როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ამ მიმართულებით რიგ პროექტებს ახორციელებს. მათ შორის პრიორიტეტულია მაღალი ძაბვის კაბელის გაყვანა შავი ზღვის ფსკერზე რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც ევროკავშირთან დაკავშირებული მწვანე ენერგეტიკული დერეფანი გახდება.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში 1.195 კმ სიგრძის 1.000 მეგავატიანი კაბელი საქართველოს დააკავშირებს აღმოსავლეთ ბალკანეთთან, რაც სამხრეთ კავკასიასა და ევროპას საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის იმპორტი ენერგობაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0