დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 დეკემბერი

CC BY 2.0 / John Fowler / Stars over Butteვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 7 დეკემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დღეს მომატებულია სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, ადამიანები მზად არიან, ნებისმიერ ფასად დაიცვან თავიანთი ინტერესები. წინა პლანზე გამოდის ისეთი თვისებები, როგორიცაა დამოუკიდებლობა, სიმტკიცე, კატეგორიულობა, ქედუხრელობა. ირგვლივ მყოფებისგან დათმობაზე წასვლის იმედი არავის უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია დამოუკიდებელი პროექტების კეთება, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს და არავიზე არაა დამოკიდებული.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 დეკემბერი>>
ვერძი: დღეს დისონანსში იქნებით გარშემომყოფებთან, მათ შორის, ახლობლებთანაც. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ირგვლივ ყველა ძალიან მნიშვნელოვან სახეს ირგებს, ისინი კი უკმაყოფილო შეიძლება დარჩნენ თქვენი უზრუნველი გამომეტყველებით. ეს დიდ პრობლემებს არ მოიტანს, მაგრამ მაინც – დღეს აჯობებს, თუ ხანდახან მაინც მიიღებთ სერიოზულ და ჭკვიანურ სახეს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2022
დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: დღეს მტკიცე და ხანდახან რადიკალური ზომებისთვის ხართ მზად, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში. იმის ნაცვლად, რომ ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გადაჭრათ, ასჯერ გადაჭრით დაუფიქრებლად. ერთი მხრივ, საშიშროებაა, რომ ფული ქარს გაატანოთ, მეორე მხრივ კი საბრძოლო განწყობა დაგეხმარებათ იმ ნაბიჯის გადადგმაში, რომელიც უკვე დიდი ხანია, მომწიფდა.
ტყუპი: დღეს თქვენში, შესაძლოა, დიდმა კრიტიკოსმა გაიღვიძოს. ამასთან, კრიტიკა არა საკუთარი თავის, არამედ გარშემომყოფების მიმართ იქნება მიმართული. თქვენი შენიშვნების გამო ირგვლივ მყოფებს არც შერცხვებათ და არც შეცდომების გამოსწორებას მოინდომებენ, მაგრამ შეიძლება ეწყინოთ. ასე რომ, დაფიქრდით, ღირს ამაზე ნერვების დახარჯვა?
კირჩხიბი: არის დიდი ალბათობა, რომ ირგვლივ მყოფები თქვენს დატვირთვას შეეცადონ საკუთარი საქმეებით, ან რაღაც საკითხში „განტევების ვაცად“ გაქციონ. ისინი იგრძნობენ, რომ დღეს დამყოლი ხართ და ამით სარგებლობას ურცხვად შეეცდებიან. ამ ვითარებას შეცვლით, თუ მყარად დადგებით და ასეთ მცდელობებს აღკვეთთ. თუ არა, მაშინ მთელი დღე სხვისი საქმეების კეთება მოგიწევთ.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
ლომი: მთელი დღე, შესაძლოა, სხვადასხვა მხრიდან ზეწოლა იგრძნოთ, მაგალითად, დროის უკმარისობის, ირგვლივ მყოფების დაჟინებული თხოვნის გამო... სავარაუდოდ, ამ ზეწოლისგან ვერ გათავისუფლდებით, ასე რომ, ამასთან შეგუება მოგიწევთ. საუკეთესო გამოსავალია განმარტოება და საკუთარი საქმეების მშვიდად გაკეთება.
ქალწული: იშვიათი შანსი გექნებათ, რომ რომელიმე საკითხში დიდ წარმატებას მიაღწიოთ. მთავარია, საჭირო მომენტი ხელიდან არ გაუშვათ, მტკიცედ და მკაფიოდ იმოქმედოთ. აქტიურობისა და მტკიცე მოქმედებების წყალობით დიდი ნაბიჯის გადადგმის შანსი გაქვთ. უნდა გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და ამ ნახტომით ახალი სიმაღლეები დაიპყროთ.
სასწორი: თქვენში სამართლიანობის გრძნობა გაიღვიძებს. მზად ხართ საკუთარი თუ სხვისი ინტერესების დასაცავად, თუ ჩათვლით, რომ ვინმეს ინტერესები იბღალება. ხანდახან „კუნთების თამაში“ და „თავხედისთვის“ ადგილის მიჩენა საჭიროა. თუმცა დღეს უფლებების დარღვევას ხედავთ იქაც კი, სადაც ამის ჭაჭანებაც არაა, ან მისი დანახვა მხოლოდ დიდი მიკროსკოპით შეიძლება.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2018
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით
მორიელი: მთელი დღე შეიძლება ჭეშმარიტების ძებნაში გაატაროთ, თან დარწმუნებული იყოთ, რომ ის სადღაც აქვეა. ეს ძიებები შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობებს, მუშაობას, პირად ცხოვრებას. თუმცა მოლოდინში, რომ სამართლიანობა სადაცაა, გაიმარჯვებს, გაოცებული აღმოაჩენთ, რომ ჭეშმარიტება „სუფთა სახით“ უსარგებლო რამაა და თქვენ გარდა ის არავის სჭირდება.
მშვილდოსანი: ვარსკვლავები მხოლოდ პირდაპირი გზით სიარულს გირჩევენ. საკუთარი თამაშის და მით უმეტეს, რამის დაფარვის ან დამახინჯების მცდელობა სავალალოდ შეიძლება დასრულდეს. ეს ნიშნავს, რომ ღიად უნდა იმოქმედოთ. ირგვლივ მყოფები დააფასებენ თქვენს პატიოსნებასა და პირდაპირობას, თუმცა არ გადააჭარბოთ – გულახდილობასაც თავისი საზღვრები აქვს.
თხის რქა: რაღაც საკითხებში, საჭირო შედეგის მისაღწევად, მოგიწევთ იმის თქმა, რასაც თქვენგან ელოდებიან და არა იმის, რასაც სინამდვილეში ფიქრობთ; ან, შესაძლოა, საჭირო მომენტში თქვენს ეჭვებზე დუმილი ამჯობინოთ. რას იზამთ, გულახდილობა ხანდახან უადგილოა. თუ ყველაფერს პირდაპირ იტყვით, შეიძლება დააზარალოთ საქმეც და საკუთარი თავიც.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2020
ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მერწყული: მტკიცედდა საბრძოლველად ხართ განწყობილი. რა საჭიროა კვანძის გახსნა, თუ მისი ნაჯახით გადაჭრა შეიძლება? საინტერესოა, რომ რაღაც საკითხებში ასეთმა რადიკალურმა ზომებმა შეიძლება კარგად იმოქმედოს, თუმცა ყველა შემთხვევაში – არა. ამიტომ ისეთ საქმეებს, სადაც დრო და დელიკატური დამოკიდებულებაა საჭირო, სჯობს, სათოფეზე არ გაეკაროთ.
თევზები: დახვავებული პრობლემების გადაჭრის დღეა. თუნდაც არ გქონდეთ ეს დაგეგმილი, დიდი ალბათობით, ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ მოგიწევთ რაღაცების მოწესრიგება. შესაძლოა, ეს „რაღაც“ თქვენი სამუშაო მაგიდა იყოს, ან საქმეების დახარისხება. არ დაიზაროთ. დღეს დიდი შანსია, რომ რაღაც მივიწყებულს წააწყდეთ, რომელიც დღემდე აქტუალური და ღირებულია.
ყველა ახალი ამბავი
0