https://sputnik-georgia.com/20221205/raribasvili-opozicias-saqartvelos-moqalaqeebi-ukrainasi-organizebulad-gadahyavs-272720865.html
ოპოზიციას საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში ორგანიზებულად გადაჰყავს - პრემიერი
ოპოზიციას საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში ორგანიზებულად გადაჰყავს - პრემიერი
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილის განცხადებით, „ომის პარტია“ უკრაინაში კონფლიქტის პირველივე დღიდან ცდილობდა და ცდილობს გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. 05.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-05T16:30+0400
2022-12-05T16:30+0400
2022-12-05T21:02+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791003_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_61de290e4bf7c2d02a462ca2a523aa18.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის საქართველოს მოქალაქეების უკრაინაში გაგზავნა ქართველი ოპოზიციონერების ორგანიზებით მოხდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ამ დღეებში უკრაინაში დაღუპული საქართველოს ექვსი მოქალაქის ოჯახებს მიუსამძიმრა. მარტიდან დღემდე უკრაინის მხარეს მებრძოლი 33 ქართველი დაიღუპა.მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის მხარს უჭერდა დაღუპულთა ოჯახებს და ეხმარებოდა დაღუპულების უკრაინიდან გადმოსვენებაში, თავის თავზე იღებდა ხარჯებს. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ დაღუპულების უმრავლესობა იყო ყოფილი სამხედრო, პოლიციელი, ოფიცერი, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში, ისინი სამხედრო პატივით დაკრძალეს.მიუხედავად ამისა, ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერები აჟიოტაჟს ქმნიან და ხელისუფლებას ტრაგედიისადმი გულგრილობაში ადანაშაულებენ.„ვიღაც ფარისეველი, ყალბი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. ამაზე ამორალური რაიმე არსებობს?!“ – განაცხადა პრემიერმა.„არაადეკვატური პიროვნებაა": საქართველოში არესტოვიჩის განცხადებები შეაფასეს>>მმართველი პარტიის წარმომადგენლები ფარისეველ პოლიტიკოსებსა და „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს უწოდებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მათ მხარდამჭერებს.პრემიერის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის პირველივე დღიდან „ომის პარტია“ ცდილობდა და ცდილობს გარკვეული პროვოკაციების მოწყობას.„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მომხრეები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის გამო, ბრალს სდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის „პრორუსული ძალაა“. ხელისუფლება ასევე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან უარი თქვა უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე. ამის მიზეზად ხელისუფლებამ დაასახელა ის, რომ ამას შეაფასებდნენ, როგორც ქვეყნის კონფლიქტში ჩართვას.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791003_0:0:888:666_1920x0_80_0_0_2824ea2690ecb78b799da0b1a0345f9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება , უკრაინა
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება , უკრაინა
ოპოზიციას საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში ორგანიზებულად გადაჰყავს - პრემიერი
16:30 05.12.2022 (განახლებულია: 21:02 05.12.2022) ღარიბაშვილის განცხადებით, „ომის პარტია“ უკრაინაში კონფლიქტის პირველივე დღიდან ცდილობდა და ცდილობს გარკვეული პროვოკაციების მოწყობას.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის საქართველოს მოქალაქეების უკრაინაში გაგზავნა ქართველი ოპოზიციონერების ორგანიზებით მოხდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ამ დღეებში უკრაინაში დაღუპული საქართველოს ექვსი მოქალაქის ოჯახებს მიუსამძიმრა. მარტიდან დღემდე უკრაინის მხარეს მებრძოლი 33 ქართველი დაიღუპა.
„ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისი... ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის მხარს უჭერდა დაღუპულთა ოჯახებს და ეხმარებოდა დაღუპულების უკრაინიდან გადმოსვენებაში, თავის თავზე იღებდა ხარჯებს. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ დაღუპულების უმრავლესობა იყო ყოფილი სამხედრო, პოლიციელი, ოფიცერი, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში, ისინი სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მიუხედავად ამისა, ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერები აჟიოტაჟს ქმნიან და ხელისუფლებას ტრაგედიისადმი გულგრილობაში ადანაშაულებენ.
„ვიღაც ფარისეველი, ყალბი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. ამაზე ამორალური რაიმე არსებობს?!“ – განაცხადა პრემიერმა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ფარისეველ პოლიტიკოსებსა და „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს უწოდებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მათ მხარდამჭერებს.
პრემიერის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის პირველივე დღიდან „ომის პარტია“ ცდილობდა და ცდილობს გარკვეული პროვოკაციების მოწყობას.
„მათი ორგანიზებულია ეს, სამწუხაროდ. „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ უკრაინაში. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მომხრეები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის გამო, ბრალს სდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის „პრორუსული ძალაა“. ხელისუფლება ასევე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან უარი თქვა უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე. ამის მიზეზად ხელისუფლებამ დაასახელა ის, რომ ამას შეაფასებდნენ, როგორც ქვეყნის კონფლიქტში ჩართვას.