„არაადეკვატური პიროვნებაა": საქართველოში არესტოვიჩის განცხადებები შეაფასეს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2022
გამოწერა
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებები საქართველოს ხელისუფლებისგან ქართველების შველის შესახებ შემაშფოთებელია, განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.
როგორც არესტოვიჩმა განაცხადა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, მათ გაანადგურეს ყველაფერი, რაც ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა.
„ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა... მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – განაცხადა არესტოვიჩმა და დასძინა, რომ საუბარია მშვიდობისმყოფელებზე, სტაბილიზაციურ და ჰუმანიტარულ ოპერაციებზე, რათა ყველაფერი წესრიგში იყოს.

„არესტოვიჩი აბსოლუტურად არაადეკვატური სუბიექტია, რომლის განცხადებებიც მოკლებულია საღ აზრსა და შინაარსს“, – განაცხადა ბერაიამ.

მისი თქმით, როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი მსგავს განცხადებებს აკეთებს, „ეს ძალზე შემაშფოთებელია. ეს არის აქ პრობლემა“.
უპასუხისმგებლო, ისტერიკაში მყოფი ადამიანი უწოდა არესტოვიჩს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა.
„ეს ადამიანი გამოირჩევა უპასუხისმგებლო განცხადებებით... მისი ნათქვამი აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია და წარმოუდგენელია, რომ მსგავსი ადამიანი რაღაც ფორმით ასოცირდება რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, არესტოვიჩს არავინ ეკითხება რა მოხდება საქართველოში და რა პოლიტიკას გაატარებს საქართველოს ხელისუფლება.
პრემიერი: საქართველომ ომის თავიდან აცილება შეძლო>>>
„მისი მხრიდან ეს განცხადებები არის პროვოკაცია, ისტერიკა, რომელშიც იგი იმყოფება. ჩვენ ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში ეს ერთი დიდი კამპანიაა, როცა მათ ვერ შეძლეს ვერაფრის გაკეთება იმისთვის, რომ საქართველოში საომარი პროვოკაცია მომხდარიყო, ახლა კი პირდაპირი განცხადებებით ცდილობენ მსგავსი ისტერიკული ფონის შექმნას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს, ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და დაიბრუნონ დაკარგული ტერიტორიები. საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა. მისი თქმით, ეს საქართველოს ძალიან დაეხმარებოდა.
საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად აკეთებს განცხადებას მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობასა და მეორე ფრონტის გახსნის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. როგორც ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველოს არ გადაუცია შეიარაღება უკრაინისთვის, რადგან საკუთარ ტერიტორიაზე ახალი კონფლიქტი არ სურს.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის.
ყველა ახალი ამბავი
0