https://sputnik-georgia.com/20220514/pirveli-swori-sefaseba-irakli-kobaxizem-arestovicis-gancxadebas-gamoexmaura-266646228.html
„პირველი სწორი შეფასება“ - ირაკლი კობახიძემ არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა
„პირველი სწორი შეფასება“ - ირაკლი კობახიძემ არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს ესკალაცია, განაცხადა კობახიძემ
2022-05-14T18:50+0400
2022-05-14T18:50+0400
2022-05-14T18:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261459323_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0738e7b5e4d5d3c5e8cf563274f530b1.jpg
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სწორი შეფასება უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის ბოლო განცხადებას საქართველოს ხელისუფლების შესახებ.მანამდე არესტოვიჩმა პროგრამის „ფეიგინ Live" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის იმ მდგომარეობაში, რომ „ძალით დაიბრუნოს ცხინვალის რეგიონი“.იმის შესახებ, რომ საქართველოში არ იქნება არანაირი მეორე ფრონტი, არაერთხელ განაცხადეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა მაღალჩინოსნებმა. პრემიერის თქმით, საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა.კიევის მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე არაადეკვატურია – დეპუტატი >>რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთთან მიმართებით ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261459323_109:0:1280:878_1920x0_80_0_0_d197f7928a300ab971e866b8a108b042.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„პირველი სწორი შეფასება“ - ირაკლი კობახიძე არესტოვიჩი განცხადება
„პირველი სწორი შეფასება“ - ირაკლი კობახიძე არესტოვიჩი განცხადება
„პირველი სწორი შეფასება“ - ირაკლი კობახიძემ არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს ესკალაცია, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სწორი შეფასება უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის ბოლო განცხადებას საქართველოს ხელისუფლების შესახებ.
მანამდე არესტოვიჩმა პროგრამის „ფეიგინ Live" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის იმ მდგომარეობაში, რომ „ძალით დაიბრუნოს ცხინვალის რეგიონი“.
„ეს არის მგონი მისი პირველი სწორი შეფასება. ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ ახალი სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან... ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ესკალაცია. ეს არის რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებში და რა თქმა უნდა ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იმის შესახებ, რომ საქართველოში არ იქნება არანაირი მეორე ფრონტი, არაერთხელ განაცხადეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა მაღალჩინოსნებმა. პრემიერის თქმით, საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთთან მიმართებით ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.