https://sputnik-georgia.com/20220512/kievis-mowodebebi-saqartvelosi-meore-frontis-gaxsnaze-araadekvaturia-raqviasvili-266604746.html
კიევის მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე არაადეკვატურია – დეპუტატი
კიევის მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე არაადეკვატურია – დეპუტატი
Sputnik საქართველო
დეპუტატისთვის გაუგებარია, რატომ ელოდება უკრაინა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. 12.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-12T17:56+0400
2022-05-12T17:56+0400
2022-05-12T18:19+0400
საქართველოს პარლამენტი
საქართველო
უკრაინა
პოლიტიკა
ახალი ამბები
აფხაზეთი
ცხინვალის რეგიონი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964944_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_ede4cd68f0d06a2ab06912b621a08c83.jpg
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. დეპუტატი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ სანდრო რაქვიაშვილი არაადეკვატურსა და გაუგებარს უწოდებს ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მოწოდებებს საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნის შესახებ.უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს ქვეყნის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო ამას არა მხოლოდ არ აკეთებს, არამედ ცდილობს, რუსეთის პოზიციები გაამართლოს.მისი თქმით, უკრაინას უფრო დაეხმარება, თუ მეორე ფრონტს საქართველოზე უფრო დიდი ქვეყნები გახსნიან.„მაშინ, დიდი ქვეყნებიდან დაიწყონ – ამერიკიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან. ასეთი დისკუსიის გამბედაობა არავის აქვს, ყველა ხვდება, რომამაზე საუბარი არაადეკვატურია. ამის გამორატომღაც საქართველოზე საუბრობენ უფრო მეტს“, – აღნიშნა დეპუტატმა.სიტუაცია უფრო განიმუხტება, თუ მეორე ფრონტს ჩინეთი და იაპონია გახსნის, განაცხადა რაქვიაშვილმა.უპასუხისმგებლო და ამორალური: მინისტრი ბრალდებებზე სანქციების გვერდის ავლის შესახებ>>„ანუ, ამას ჩინეთი ვერგააკეთებს და საქართველოს უნდამოსთხოვონ? ეს არაადეკვატურია დავინც ამაზე აქცენტს აკეთებს, სხვამიზეზები უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის გამო. პერიოდულად ისმის ბრალდებები, რომ რუსეთი სანქციების თავიდან არიდების მიზნით კონდრაბანდულ არხებს აგვარებს საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს არ უკავია ისეთივე ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ–ს.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთთან მიმართებით ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან მიმართებით სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა, თუმცა საქართველო უკრაინას ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ დახმარებას უწევს საერთაშორისო არენაზე.კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
https://sputnik-georgia.com/20220505/zurabisvili-ukrainas-saqartvelosi-meore-frontis-gaxsna-unda-266454826.html
საქართველო
უკრაინა
აფხაზეთი
ცხინვალის რეგიონი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964944_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_0e6772ecd0382141ee436ba9d3c049e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა, ახალი ამბები, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი
საქართველოს პარლამენტი, საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა, ახალი ამბები, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი
კიევის მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე არაადეკვატურია – დეპუტატი
17:56 12.05.2022 (განახლებულია: 18:19 12.05.2022) დეპუტატისთვის გაუგებარია, რატომ ელოდება უკრაინა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. დეპუტატი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ სანდრო რაქვიაშვილი არაადეკვატურსა და გაუგებარს უწოდებს ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მოწოდებებს საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნის შესახებ.
უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს ქვეყნის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო ამას არა მხოლოდ არ აკეთებს, არამედ ცდილობს, რუსეთის პოზიციები გაამართლოს.
„ეს როგორ წარმოუდგენიათ?.. არ მგონია, ასეთი დისკუსია ვინმემ სერიოზულად დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში, იმადამიანმა, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ სიტუაციაში ერკვევა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინას უფრო დაეხმარება, თუ მეორე ფრონტს საქართველოზე უფრო დიდი ქვეყნები გახსნიან.
„მაშინ, დიდი ქვეყნებიდან დაიწყონ – ამერიკიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან. ასეთი დისკუსიის გამბედაობა არავის აქვს, ყველა ხვდება, რომამაზე საუბარი არაადეკვატურია. ამის გამორატომღაც საქართველოზე საუბრობენ უფრო მეტს“, – აღნიშნა დეპუტატმა.
სიტუაცია უფრო განიმუხტება, თუ მეორე ფრონტს ჩინეთი და იაპონია გახსნის, განაცხადა რაქვიაშვილმა.
„ანუ, ამას ჩინეთი ვერგააკეთებს და საქართველოს უნდამოსთხოვონ? ეს არაადეკვატურია დავინც ამაზე აქცენტს აკეთებს, სხვამიზეზები უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის გამო. პერიოდულად ისმის ბრალდებები, რომ რუსეთი სანქციების თავიდან არიდების მიზნით კონდრაბანდულ არხებს აგვარებს საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს არ უკავია ისეთივე ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ–ს.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთთან მიმართებით ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან მიმართებით სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა, თუმცა საქართველო უკრაინას ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ დახმარებას უწევს საერთაშორისო არენაზე.
კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.