უპასუხისმგებლო და ამორალური: მინისტრი ბრალდებებზე სანქციების გვერდის ავლის შესახებ

© Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, თუ რატომ არ აწესებს საქართველო ინდივიდუალურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს დადანაშაულება, რომ ის შეიძლება რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდეს, ვნებს ქართულ–უკრაინულ ურთიერთობებს, განუცხადა ჟურნალისტებს ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მანამდე განაცხადა, სასანქციო შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ამ ქვეყნების პროდუქციის სახით საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტისთვის, და რომ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ამისთვის უკვე შეიქმნა 200-ზე მეტი კომპანია.

„ის, რომ საქართველო შეიძლება გამოყენებული იქნას ადგილად, სადაც ხდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა, ეს არის უპასუხისმგებლო და ამორალური განცხადებები და ეს, რა თქმა უნდა, აზიანებს საქართველოს ინტერესებს და ეს, რა თქმა უნდა, აზიანებს ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ გაამკაცრა მონიტორინგი, რათა ეს არ მოხდეს და ოფიციალურმა კიევმა ამის თაობაზე იცის.
მან ასევე განმარტა, თუ რატომ არ აწესებს საქართველო ინდივიდუალურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
„რაც შეეხება ინდივიდუალურ ეკონომიკურ სანქციებს, რომელსაც საქართველო ცალსახად, ცალმხრივ რეჟიმში არ აწესებს, ამის ნათელი მაგალითი არსებობს ძალიან ბევრი ქვეყნის მხრიდან, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ინდივიდუალურ სანქციებს თვითონაც არ აწესებენ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ამ გადაწყვეტილების მისაღებად საფუძველი აქვს.
„ქართული ოცნების საარჩევნო შტაბი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
ეს შეურაცხმყოფელია - ქართველი დეპუტატი უკრაინის ბრალდებებზე
„ეს ბევრ ფაქტორს უკავშირდება... საქართველოს მხრიდან ასეთი სანქციები არანაირი ეფექტის მომტანი არ შეიძლება იყოს რუსეთის ეკონომიკისთვის. მაგრამ საკმაოდ დამაზიანებელი შეიძლება იყოს ინდივიდუალურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და შეიძლება, ისევ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა დავამძიმოთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, საქართველო უკრაინას ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ დახმარებას უწევს საერთაშორისო არენაზე.
კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0