უკრაინას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა - პრეზიდენტი

© Government of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
უკრაინელები არა მხოლოდ საქართველოსგან, არამედ სხვა თავისი პარტნიორებისგან უფრო და უფრო მეტს მოითხოვენ, განაცხადა ზურაბიშვილმა.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. უკრაინა საქართველოსგან იარაღის მიწოდებასა და მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.
ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა და სხვადასხვა ბრალდება წამოაყენეს. ბოლო დროს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს არ უკავია ისეთივე მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, როგორც ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს და საქართველო „ცოტა უცნაურად“ უყურებს უკრაინის მოვლენებს.
„უკრაინელები ზოგჯერ პარტნიორებისგან უფრო და უფრო მეტს ითხოვენ, არა მხოლოდ საქართველოსგან. მათ უხეში სიტყვები გამოიყენეს სხვადასხვა პარტნიორის მისამართით... ასე რომ, დიახ, მათ სურთ მიიღონ შეიარაღება საქართველოსგან, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყნის მთავრობა რეალისტურად იქცევა იმის გათვალისწინებით, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამ ეტაპზე საქართველოს.
„ცხადია, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ბევრი საშუალება და არავინ იქნება მზად საქართველოს დასახმარებლად იმავე გზით, მაგრამ ეს არ ცვლის სოლიდარობის იმ დონეს, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო სრულად იცავს სანქციების რეჟიმს.
„შეიძლება მთავრობის განცხადებები ცოტათი წინააღმდეგობრივი იყო, რათა არ ყოფილიყო პროვოკაციული, მაგრამ ფაქტობრივად საქართველო სრულად იცავს სანქციების რეჟიმს და ჩვენ ახლა ვხედავთ ამის ეფექტს ქვეყნის შიგნით ეკონომიკაზე. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ყველა საერთაშორისო სანქციას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
„მეტი პასუხისმგებლობა მართებთ“ - ირაკლი კობახიძე უკრაინის ოფიციალურ პირებზე>>
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები მკაცრად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ მან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა. მმართველი პარტია ამას იმით ხსნის, რომ სანქციებისგან თავად საქართველო დაზარალდება, ხოლო ოპოზიციას ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.
ამასთან, საქართველო უკრაინას ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს.
დასავლეთმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები მას შემდეგ გაამკაცრა, რაც მოსკოვმა უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს ჯარი შეიყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0