https://sputnik-georgia.com/20220504/meti-pasuxismgrbloba-martebt-irakli-kobaxize-ukrainis-oficialur-pirebze-266431356.html
„მეტი პასუხისმგებლობა მართებთ“ - ირაკლი კობახიძე უკრაინის ოფიციალურ პირებზე
„მეტი პასუხისმგებლობა მართებთ“ - ირაკლი კობახიძე უკრაინის ოფიციალურ პირებზე
Sputnik საქართველო
ამის მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს უკრაინის სახელმწიფოს და ხალხის უპირობო მხარდაჭერას, აღნიშნა კობახიძემ.
2022-05-04T20:30+0400
2022-05-04T20:30+0400
2022-05-04T23:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250319447_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_0aa35621e6a16816951566b3b5aff6d0.jpg
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა უფრო ადრე განაცხადა, რომ საქართველო „ცოტა უცნაურად“ უყურებს უკრაინის მოვლენებს. მისი თქმით, საქართველოს არ უკავია ისეთივე მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, როგორც ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს. საქართველოს მთავრობის პოზიცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის პოზიციას, მიიჩნევს პოდოლიაკი.ამის მიუხედავად საქართველო გააგრძელებს უკრაინის სახელმწიფოს და ხალხის უპირობო მხარდაჭერას, აღნიშნა კობახიძემ.„მე არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც 40 წლის ასაკში ხდებიან პატრიოტები. მე მგონია, ზუსტად ამას უკავშირდება მათი მიზანი. ისინი არ არიან პატრიოტები და მხარს უჭერენ საქართველოში იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ასევე არ არის პატრიოტული პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა კობახიძემ.მიმდინარე მოვლენები კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების გავლენას დაუკავშირა, რომლებსაც ამჟამად უკრაინაში მაღალი თანამდებობები უკავიათ.მაგალითად, გიორგი ლორთქიფანიძე არის უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე, ზურაბ ადეიშვილი – უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი, ხოლო ამჟამად საქართველოში პატიმარი სააკაშვილი დღემდე რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია.კობახიძის თქმით, ამ ადამიანების ერთადერთი მიზანია იმის გამეორება, რაც ახლა უკრაინაში ხდება.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები მკაცრად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ მან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა. მმართველი პარტია ამას იმით ხსნის, რომ სანქციებისგან თავად საქართველო დაზარალდება, ხოლო ოპოზიციას ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.ამასთან, საქართველო უკრაინას ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს.დასავლეთმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები მას შემდეგ გაამკაცრა, რაც მოსკოვმა უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს ჯარი შეიყვანა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250319447_164:140:1116:854_1920x0_80_0_0_9e6b5d1054dd3f123564ffa69323cbde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პასუხისმგებლობა ირაკლი კობახიძე უკრაინა მიხაილ პოდოლიაკი
პასუხისმგებლობა ირაკლი კობახიძე უკრაინა მიხაილ პოდოლიაკი
„მეტი პასუხისმგებლობა მართებთ“ - ირაკლი კობახიძე უკრაინის ოფიციალურ პირებზე
20:30 04.05.2022 (განახლებულია: 23:11 04.05.2022) ამის მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს უკრაინის სახელმწიფოს და ხალხის უპირობო მხარდაჭერას, აღნიშნა კობახიძემ.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა უფრო ადრე განაცხადა, რომ საქართველო „ცოტა უცნაურად“ უყურებს უკრაინის მოვლენებს. მისი თქმით, საქართველოს არ უკავია ისეთივე მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, როგორც ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს. საქართველოს მთავრობის პოზიცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის პოზიციას, მიიჩნევს პოდოლიაკი.
„ხელისუფლებები (უკრაინის) მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ იმ საუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბებულია უკრაინელ და ქართველ ხალხებს შორის. სამწუხაროდ, მეორე მხარეს პასუხისმგებლობის სათანადო ხარისხს ჩვენ ვერ ვხედავთ“, – აცხადებს კობახიძე.
ამის მიუხედავად საქართველო გააგრძელებს უკრაინის სახელმწიფოს და ხალხის უპირობო მხარდაჭერას, აღნიშნა კობახიძემ.
„მე არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც 40 წლის ასაკში ხდებიან პატრიოტები. მე მგონია, ზუსტად ამას უკავშირდება მათი მიზანი. ისინი არ არიან პატრიოტები და მხარს უჭერენ საქართველოში იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ასევე არ არის პატრიოტული პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა კობახიძემ.
მიმდინარე მოვლენები კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების გავლენას დაუკავშირა, რომლებსაც ამჟამად უკრაინაში მაღალი თანამდებობები უკავიათ.
მაგალითად, გიორგი ლორთქიფანიძე არის უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე, ზურაბ ადეიშვილი – უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი, ხოლო ამჟამად საქართველოში პატიმარი სააკაშვილი დღემდე რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია.
კობახიძის თქმით, ამ ადამიანების ერთადერთი მიზანია იმის გამეორება, რაც ახლა უკრაინაში ხდება.
„ეს არის საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები მკაცრად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ მან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა. მმართველი პარტია ამას იმით ხსნის, რომ სანქციებისგან თავად საქართველო დაზარალდება, ხოლო ოპოზიციას ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.
ამასთან, საქართველო უკრაინას ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს.
დასავლეთმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები მას შემდეგ გაამკაცრა, რაც მოსკოვმა უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს ჯარი შეიყვანა.