https://sputnik-georgia.com/20221203/ras-aketebs-saxelmwifo-axali-sakurorto-zonebis-ganvitarebistvis-272682744.html
საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სივრცის დაგეგმარებისთვის მსხვილ კომპანიას შეარჩევს
საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სივრცის დაგეგმარებისთვის მსხვილ კომპანიას შეარჩევს
Sputnik საქართველო
ტენდერის საკითხი მთავრობის ეკონომიკურ საბჭოზე განიხილებოდა 03.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-03T12:20+0400
2022-12-03T12:20+0400
2022-12-03T15:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/03/272683330_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_3fd53e0039c3060c7142a17030918533.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს დროს კონკურის წესით შეარჩევს კონსორციუმს, რომელიც ქვეყნის სივრცის დაგეგმარების გეგმას შეიმუშავებს, ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის განცხადებაში.აღინიშნა, რომ ტენდერის საკითხი განიხილებოდა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-0მინისტრი ირაკლი ხელმძღვანელობდა.ეკონომიკური გუნდის ინფორმაციით, კონსორციუმში, რომელიც გეგმაზე იმუშავებს, ადგილობრივი და უცხოური კომპანიები შევლენ, თავად გეგმის შემუშავებას კი ერთი წელი დასჭირდება. მხარეებმა ასევე განიხილეს პრემიერის ინიციატივა ტურისტული ობიექტების განვითარებისთვის 200 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე.აღინიშნა, რომ მთავრობა მუშაობს 10 ახალ სანატორიუმზე ქალაქებსა და დაბებში, ასევე ახორციელებს პროექტებს რამდენიმე მიმართულებით, რაც მათ შორის მოიცავს ტურისტული ღირშესანიშნაობების განვითარებას, ბიზნესისთვის საინვესტიციო შეთავაზებებს, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.ვითარება ტურიზმის სფეროშიტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. ტურიზმის აღორძინება 2021 წელს დაიწყო – 1 თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო სივრცე, 1 ივნისიდან – სახმელეთო საზღვრები.არსებული სტატისტიკით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში 188,5%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 4,4 მლნ შეადგინა. საქართველომ 2022 წლის 10 თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 54,8%-ით აღადგინა.ეროვნული ბანკი: საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 3 მლრდ დოლარს მიუახლოვდა >>საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის 10 თვეში 2,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 184,4%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გარდა ამისა, შემოსავლებმა 2022 წლის 10 თვეში 5,7%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების პიკი იყო.საქართველოს რეკორდული წარმატება ჰქონდა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.მაგრამ პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა >>2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/03/272683330_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_39f1128dfeb4677baef322a47965bddf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სივრცის დაგეგმარებისთვის მსხვილ კომპანიას შეარჩევს
12:20 03.12.2022 (განახლებულია: 15:48 03.12.2022) ტენდერის საკითხი მთავრობის ეკონომიკურ საბჭოზე განიხილებოდა
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს დროს კონკურის წესით შეარჩევს კონსორციუმს, რომელიც ქვეყნის სივრცის დაგეგმარების გეგმას შეიმუშავებს, ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის განცხადებაში.
აღინიშნა, რომ ტენდერის საკითხი განიხილებოდა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-0მინისტრი ირაკლი ხელმძღვანელობდა.
ეკონომიკური გუნდის ინფორმაციით, კონსორციუმში, რომელიც გეგმაზე იმუშავებს, ადგილობრივი და უცხოური კომპანიები შევლენ, თავად გეგმის შემუშავებას კი ერთი წელი დასჭირდება. მხარეებმა ასევე განიხილეს პრემიერის ინიციატივა ტურისტული ობიექტების განვითარებისთვის 200 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე.
აღინიშნა, რომ მთავრობა მუშაობს 10 ახალ სანატორიუმზე ქალაქებსა და დაბებში, ასევე ახორციელებს პროექტებს რამდენიმე მიმართულებით, რაც მათ შორის მოიცავს ტურისტული ღირშესანიშნაობების განვითარებას, ბიზნესისთვის საინვესტიციო შეთავაზებებს, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.
ვითარება ტურიზმის სფეროში
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. ტურიზმის აღორძინება 2021 წელს დაიწყო – 1 თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო სივრცე, 1 ივნისიდან – სახმელეთო საზღვრები.
არსებული სტატისტიკით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში 188,5%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 4,4 მლნ შეადგინა. საქართველომ 2022 წლის 10 თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 54,8%-ით აღადგინა.
საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის 10 თვეში 2,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 184,4%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გარდა ამისა, შემოსავლებმა 2022 წლის 10 თვეში 5,7%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების პიკი იყო.
საქართველოს რეკორდული წარმატება ჰქონდა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მაგრამ პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.