„ავანსცენაზე უნდა იყვნენ“ - ნიკა მელია მერაბიშვილსა და კეზერაშვილზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2022
გამოწერა
კულისებში მოწყვლადი ხდები, მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობენ, უნდა იყვნენ ავანსცენაზე და არა კულისებში, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე საბოლოოდ გაიყო ორ ბანაკად. ორივე ბანაკი ღიად საუბრობს პარტიაში მოვლენებზე მესამე პირების გავლენის შესახებ. აქ გამოჩენილ სახელებს შორის აღმოჩნდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრები დავით კეზერაშვილი და ბაჩო ახალაია და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი – ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა წინა ხელისუფლების დროს.

„ცალკეული ადამიანები, რომლებიც, ჩემი აზრით, თუ არიან ამ პროცესებში ჩართულები... უნდა იყვნენ ავანსცენაზე და არა კულისებში. კულისებში როდესაც ხარ, ვინც არ უნდა იყო, მოწყვლადი ხდები“, – განაცხადა ნიკა მელიამ „TV პირველის“ ეთერში.

ტელეწამყვანის კითხვაზე, პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების მოთხოვნის უკან დგანან თუ არა კეზერაშვილი და მერაბიშვილი, მელიამ განაცხადა, რომ ამ კითხვას არ უპასუხებს მანამ, სანამ პარტიაში წინასაარჩევნო კამპანია არ დაიწყება.
თალაკვაძე: მერაბიშვილი უფრო მეტად ლიდერი აღმოჩნდა, ვიდრე სააკაშვილი>>
ამჟამად „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან. ვანო მერაბიშვილი არ მალავს, რომ მხარს უჭერს ხაბეიშვილს. მან ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება.
მელიას თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „განცხრომაშია“ იმ პროცესების გამო, რაც ოპოზიციურ პარტიაში ხდება. როგორც მელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ კეზერაშვილისგან ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივას ქმნის, რომელსაც ოპოზიცია, თავის მხრივ, ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქს უწოდებს.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
მელია ამტკიცებს, რომ არ დაუშვებს არაფორმალურ მმართველობას პარტიაში>>
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ნიკა მელია: წინასაარჩევნო კამპანია სამარცხვინო სახეს იღებს>>
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0