https://sputnik-georgia.com/20221128/melia-amtkicebs-rom-ar-dausvebs-araformalur-mmartvelobas-partiasi-272532955.html
მელია ამტკიცებს, რომ არ დაუშვებს არაფორმალურ მმართველობას პარტიაში
მელია ამტკიცებს, რომ არ დაუშვებს არაფორმალურ მმართველობას პარტიაში
Sputnik საქართველო
დაუშვებელია, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ, ოპოზიციურ პარტიაში ვინმეს გაუჩნდეს სურვილი, თავს მოახვიოს საკუთარი არაფორმალური ან ჩრდილოვანი მმართველობა, განაცხადა... 28.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-28T23:01+0400
2022-11-28T23:01+0400
2022-11-28T23:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261895935_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_4cdde7c3a4d771fb853699fc7190753d.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არავისთვის არ მიუცია პარტიაში არაფორმალური მმართველობის შესაძლებლობა და მომავალშიც არ დაუშვებს ამას.„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან.მელია ასევე შეეხო სააკაშვილის დროინდელი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის საკითხს.როგორც მელიამ აღნიშნა, მას არ უკვირს, რომ „ისეთ გამოცდილ ადამიანს, როგორიც არის ბატონი ჭიაბერაშვილი, აქვს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა ან ჰქონდეს პრეტენზია, რომ საკუთარი კანდიდატურა დაარეგისტრიროს“.„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ბანაკში ღიად საუბრობენ მესამე პირთა გავლენებზე. აქ გამოჩენილ სახელებს შორის აღმოჩნდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ეს უკანასკნელი არ მალავს, რომ მხარს უჭერს ხაბეიშვილს. მან ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება.„ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეების გამოჩენამ შეაშფოთა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობენ ამ პარტიასთან, მათ ამის გამო თანამშრომლობის გაწყვეტაც არ გამორიცხეს.განხეთქილების ნიშნებიმთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“: ლევან ხაბეიშვილი კომპრომისისთვის მზადაა>>„ერთიანმა ნაციონალურმამოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261895935_108:0:1247:854_1920x0_80_0_0_614491f1831fecd489a77240698a055c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მელია ამტკიცებს, რომ არ დაუშვებს არაფორმალურ მმართველობას პარტიაში
დაუშვებელია, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ, ოპოზიციურ პარტიაში ვინმეს გაუჩნდეს სურვილი, თავს მოახვიოს საკუთარი არაფორმალური ან ჩრდილოვანი მმართველობა, განაცხადა ენმ-ის ლიდერმა
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არავისთვის არ მიუცია პარტიაში არაფორმალური მმართველობის შესაძლებლობა და მომავალშიც არ დაუშვებს ამას.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან.
„როგორც ქვეყანაში უნდა იყოს აღმოფხვრილი არაფორმალური მმართველობა, მათ შორის დაუშვებელია, ნებისმიერ პოლიტიკურ, ოპოზიციურ პარტიაში ვინმეს ჰქონდეს სურვილი ან შესაძლებლობა, რომ თავს მოახვიოს საკუთარი არაფორმალური მმართველობა, ანუ ჩრდილოვანი მმართველობა, განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“. არც მიმიცია ვინმესთვის ამის შესაძლებლობა და არც მომავალში მივცემ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.
მელია ასევე შეეხო სააკაშვილის დროინდელი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის საკითხს.
როგორც მელიამ აღნიშნა, მას არ უკვირს, რომ „ისეთ გამოცდილ ადამიანს, როგორიც არის ბატონი ჭიაბერაშვილი, აქვს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა ან ჰქონდეს პრეტენზია, რომ საკუთარი კანდიდატურა დაარეგისტრიროს“.
„მე ახლა ვერ გიპასუხებთ კითხვაზე, ჭიაბერაშვილი ვინმეს პროექტია თუ ვინმეს დავალებას ასრულებს. ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა პროცესში... დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები ძალიან სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და გააზრებულ არჩევანს გააკეთებენ“, - აღნიშნა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ბანაკში ღიად საუბრობენ მესამე პირთა გავლენებზე. აქ გამოჩენილ სახელებს შორის აღმოჩნდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ეს უკანასკნელი არ მალავს, რომ მხარს უჭერს ხაბეიშვილს. მან ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეების გამოჩენამ შეაშფოთა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობენ ამ პარტიასთან, მათ ამის გამო თანამშრომლობის გაწყვეტაც არ გამორიცხეს.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმამოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.