https://sputnik-georgia.com/20221127/ganxetqileba-nacmozraobasi-levan-xabeisvili-kompromisistvis-mzadaa-272494442.html
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“: ლევან ხაბეიშვილი კომპრომისისთვის მზადაა
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“: ლევან ხაბეიშვილი კომპრომისისთვის მზადაა
Sputnik საქართველო
ლევან ხაბეიშვილი მზად არის ნებისმიერი ფორმატის შიდაპარტიული არჩევნებისთვის 27.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-27T10:20+0400
2022-11-27T10:20+0400
2022-11-27T10:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24758/14/247581411_0:0:2129:1197_1920x0_80_0_0_61b8236f654267e3520ff514f91445ca.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი მზადაა კომპრომისზე წავიდეს და დათანხმდეს ნებისმიერი ფორმატის კენჭისყრაზე.განხეთქილებამ პარტიაში პიკს მიაღწია – მხარეების აზრი საბოლოოდ გაიყო პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრის პროცედურის თაობაზე.პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მომხრეებს სურთ, რომ ფარული კენჭისყრა ჩატარდეს, ხაბეიშვილის მომხრეები კი ღია კენჭისყრას მოითხოვენ.ამასთან მან აღნიშნა, რომ დამარცხების შემთხვევაში პარტიის დატოვებას არ აპირებს.რაც შეეხება მელიას, მან ადრე განაცხადა, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში პარტიის დატოვება-არდატოვების შესახებ გადაწყვეტილებას არჩევნების დასრულების შემდეგ მიიღებს.განხეთქილებამ „ნაცმოძრაობაში“ პიკს მიაღწია - კამათი კენჭისყრასთან დაკავშირებით გრძელდება >>„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო პერიოდში ვნებათაღელვა არ ცხრება. მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ორივე ბანაკში ღიად საუბრობენ მესამე პირთა გავლენებზე. მეორე დაჯგუფებას ღიად დაუჭირა მხარი ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც ბოლო ორი წლის დუმილის შემდეგ პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება. გარდა ამისა, ამ ბანაკის მომხრეებშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია.„ნაცმოძრაობის“ ძველი სახეების გამოჩენამ შეაშფოთა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობენ ენმ-თან, მათ ამის გამო თანამშრომლობის გაწყვეტაც არ გამორიცხეს.განხეთქილების ნიშნებიმთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.„ლელო“ მზადაა გადახედოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის პერსპექტივას >>„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24758/14/247581411_90:0:1991:1426_1920x0_80_0_0_2ea31da93b6049ea5f34e214155c6e97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“: ლევან ხაბეიშვილი კომპრომისისთვის მზადაა
ლევან ხაბეიშვილი მზად არის ნებისმიერი ფორმატის შიდაპარტიული არჩევნებისთვის
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი მზადაა კომპრომისზე წავიდეს და დათანხმდეს ნებისმიერი ფორმატის კენჭისყრაზე.
განხეთქილებამ პარტიაში პიკს მიაღწია – მხარეების აზრი საბოლოოდ გაიყო პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრის პროცედურის თაობაზე.
პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მომხრეებს სურთ, რომ ფარული კენჭისყრა ჩატარდეს, ხაბეიშვილის მომხრეები კი ღია კენჭისყრას მოითხოვენ.
„ჩვენ ნებისმიერი ფორმით მზად ვართ არჩევნებისთვის, შიდა დემოკრატიისთვის, გაძლიერებისთვის“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ დამარცხების შემთხვევაში პარტიის დატოვებას არ აპირებს.
„მე ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი, თუ ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი. საქმეს როცა სჭირდებოდა ვიყავი დამკვირვებელიც, კომისიის წევრიც, პარტიის წარმომადგენელიც და შესაბამისად, ვერანაირ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ, თუმცა დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. გავიმარჯვებ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
რაც შეეხება მელიას, მან ადრე განაცხადა, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში პარტიის დატოვება-არდატოვების შესახებ გადაწყვეტილებას არჩევნების დასრულების შემდეგ მიიღებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო პერიოდში ვნებათაღელვა არ ცხრება. მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ორივე ბანაკში ღიად საუბრობენ მესამე პირთა გავლენებზე. მეორე დაჯგუფებას ღიად დაუჭირა მხარი ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც ბოლო ორი წლის დუმილის შემდეგ პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება. გარდა ამისა, ამ ბანაკის მომხრეებშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია.
„ნაცმოძრაობის“ ძველი სახეების გამოჩენამ შეაშფოთა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობენ ენმ-თან, მათ ამის გამო თანამშრომლობის გაწყვეტაც არ გამორიცხეს.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.