https://sputnik-georgia.com/20221125/ganxetqileba-nacmozraobasi-piks-miarwia-272476049.html
განხეთქილებამ „ნაცმოძრაობაში“ პიკს მიაღწია - კამათი კენჭისყრასთან დაკავშირებით გრძელდება
განხეთქილებამ „ნაცმოძრაობაში“ პიკს მიაღწია - კამათი კენჭისყრასთან დაკავშირებით გრძელდება
Sputnik საქართველო
მელიას მომხრეებს უნდათ, რომ კენჭისყრა ფარული იყოს, ხოლო ხაბეიშვილის მომხრეები ღია კენჭისყრას მოითხოვენ. 25.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-25T21:28+0400
2022-11-25T21:28+0400
2022-11-25T22:45+0400
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249460335_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_d647882b2a794b1760ee094af104ddfa.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ბრძოლა ლიდერობისთვის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ (ენმ) პარტიის საკეთილდღეოდ არ მიმდინარეობს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო პერიოდში ვნებათაღელვა არ ცხრება. მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. პარტიის თავმჯდომარის პოსტისთვის მელია და ხაბეიშვილი იბრძოლებენ.ამავე დროს, განხეთქილებამ პარტიაში პიკს მიაღწია – მხარეების აზრი საბოლოოდ გაიყო პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრის პროცედურის თაობაზე.მელიას მომხრეებს სურთ, რომ ფარული კენჭისყრა ჩატარდეს, ხაბეიშვილის მომხრეები კი ღია კენჭისყრას მოითხოვენ.გარდა ამისა, ორივე ბანაკი უკვე ღიად საუბრობს პარტიაში მესამე პირების გავლენის შესახებ. უკვე ამოტივტივებულ სახელებს შორის აღმოჩნდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ეს უკანასკნელი არ მალავს, რომ ხაბეიშვილს უჭერს მხარს. მან ბოლო ორი წლის შემდეგ პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება.დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“ ეხმარება „ქართულ ოცნებას“: დეპუტატი>>„ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეების გამოჩენამ ცოტა დააფრთხო ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამ პარტიასთან სხვადასხვა საკითხზე თანამშრომლობენ. მათ არც თანამშრომლობის შეწყვეტა არ გამორიცხეს.ამავე დროს, „ნაცმოძრაობაში“ უკვე უარი თქვეს ყოფილ ლიდერებზე.პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ არავინ არავის ინტერესებს არ წარმოადგენს. არის ორი კანდიდატი და მათ ჰყავთ თავიანთი მომხრეები. არჩევნების ლეგიტიმურობისთვის კი უნდა იფიქრონ არა „შეთქმულების თეორიაზე“, არამედ პარტიის მომავალზე.განხეთქილების ნიშნებიმთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.მმართველი პარტია : „ნაცმოძრაობას“ ავტორიტეტი აღარ აქვს>>„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.ამავდროულად, ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის ბრძოლა უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249460335_101:0:1240:854_1920x0_80_0_0_fd718fe7a74e0e6985e1ceb8671d6c69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია, საქართველო
განხეთქილებამ „ნაცმოძრაობაში“ პიკს მიაღწია - კამათი კენჭისყრასთან დაკავშირებით გრძელდება
21:28 25.11.2022 (განახლებულია: 22:45 25.11.2022) მელიას მომხრეებს უნდათ, რომ კენჭისყრა ფარული იყოს, ხოლო ხაბეიშვილის მომხრეები ღია კენჭისყრას მოითხოვენ.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ბრძოლა ლიდერობისთვის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ (ენმ) პარტიის საკეთილდღეოდ არ მიმდინარეობს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო პერიოდში ვნებათაღელვა არ ცხრება. მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. პარტიის თავმჯდომარის პოსტისთვის მელია და ხაბეიშვილი იბრძოლებენ.
„ჩემი დიდი სურვილია, რომ ეს პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებით დასრულდეს. სამწუხაროდ, ეს პროცესი ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის. რეალურად, ჩვენი ამომრჩეველი, საქართველოს საზოგადოება ელოდება იმას, რომ პროცესი იყოს დემოკრატიული, პარტიის გაძლიერებით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამავე დროს, განხეთქილებამ პარტიაში პიკს მიაღწია – მხარეების აზრი საბოლოოდ გაიყო პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრის პროცედურის თაობაზე.
მელიას მომხრეებს სურთ, რომ ფარული კენჭისყრა ჩატარდეს, ხაბეიშვილის მომხრეები კი ღია კენჭისყრას მოითხოვენ.
გარდა ამისა, ორივე ბანაკი უკვე ღიად საუბრობს პარტიაში მესამე პირების გავლენის შესახებ. უკვე ამოტივტივებულ სახელებს შორის აღმოჩნდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ეს უკანასკნელი არ მალავს, რომ ხაბეიშვილს უჭერს მხარს. მან ბოლო ორი წლის შემდეგ პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეების გამოჩენამ ცოტა დააფრთხო ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამ პარტიასთან სხვადასხვა საკითხზე თანამშრომლობენ. მათ არც თანამშრომლობის შეწყვეტა არ გამორიცხეს.
ამავე დროს, „ნაცმოძრაობაში“ უკვე უარი თქვეს ყოფილ ლიდერებზე.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ არავინ არავის ინტერესებს არ წარმოადგენს. არის ორი კანდიდატი და მათ ჰყავთ თავიანთი მომხრეები. არჩევნების ლეგიტიმურობისთვის კი უნდა იფიქრონ არა „შეთქმულების თეორიაზე“, არამედ პარტიის მომავალზე.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ამავდროულად, ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის ბრძოლა უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.