https://sputnik-georgia.com/20221123/dapirispireba-nacmozraobasi-exmareba-qartul-ocnebas-deputati-272422735.html
დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“ ეხმარება „ქართულ ოცნებას“: დეპუტატი
დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“ ეხმარება „ქართულ ოცნებას“: დეპუტატი
Sputnik საქართველო
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი ლიდერის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და „ძველ გვარდიას“ შორის. 23.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-23T22:21+0400
2022-11-23T22:21+0400
2022-11-23T23:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775561_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_3f15c8fa35fac53b05be15cec6b7d9b6.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა დაპირისპირება აძლიერებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მმართველ გუნდს, განაცხადა ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა.„ნაცმოძრაობაში“ ბოლო პერიოდში ვნებათაღელვა არ ცხრება. მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი ლიდერის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილმა 16 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრის.ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა არ უკავშირდება პარტიულ პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებასა და პარტიული სიების შედგენას.პარტიულ სიაში ლიდერების რიგითობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი. რაც უფრო დაბალია ეს რიგითი ნომერი, მით მეტია საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის ალბათობა.განხეთქილების ნიშნებიმთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775561_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b0dd925e9238a565f416f5cf2a9aa22e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“ ეხმარება „ქართულ ოცნებას“: დეპუტატი
22:21 23.11.2022 (განახლებულია: 23:14 23.11.2022) „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი ლიდერის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და „ძველ გვარდიას“ შორის.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა დაპირისპირება აძლიერებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მმართველ გუნდს, განაცხადა ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა.
„ნაცმოძრაობაში“ ბოლო პერიოდში ვნებათაღელვა არ ცხრება. მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი ლიდერის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილმა 16 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრის.
„ბოლო პერიოდია საუბრობენ, თურმე შიგნით ებრძვიან თავიანთ არაფორმალურ მმართველებს და შიგნით აქვთ არაფორმალური გავლენების ბრძოლა. საბოლოო ჯამში, ერთ-ერთი ესაა, რომ „ოცნებას“ ეხმარება და ასულდგმულებს „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა დაუშვილმა.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა არ უკავშირდება პარტიულ პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებასა და პარტიული სიების შედგენას.
პარტიულ სიაში ლიდერების რიგითობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი. რაც უფრო დაბალია ეს რიგითი ნომერი, მით მეტია საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის ალბათობა.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.