https://sputnik-georgia.com/20221106/mmartveli-partia-nacmozraobas-avtoriteti-agar-aqvs-271959956.html
მმართველი პარტია : „ნაცმოძრაობას“ ავტორიტეტი აღარ აქვს
მმართველი პარტია : „ნაცმოძრაობას“ ავტორიტეტი აღარ აქვს
Sputnik საქართველო
ბევრისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირება და მასთან პარტნიორობა, განაცხადა დეპუტატმა ზარქუამ 06.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-06T10:00+0400
2022-11-06T10:00+0400
2022-11-06T10:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/20/248852017_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_199327e7ab4637d7e4923aa334c4eca1.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, რადგან მას არც ელექტორატი და არც ავტორიტეტი არ აქვს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან.„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ორი უდიდესი ძალაა ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. თუმცა, ბოლო პერიოდში „ნაცმოძრაობა“ სტაგნაციის რეჟიმშია და პარტიის შიდა კონფლიქტები საჯარო განცხადებებშიც ვლინდება.მისი თქმით, „ნაცმოძრაობაში“ განხეთქილება ქართულ პოლიტიკაზე არ აისახება.„მე, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ მახარებს „ნაცმოძრაობაში“ არსებული განხეთქილება, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ავტორიტეტული ოპოზიცია. „ნაცმოძრაობას“ კი აღარ აქვს არც ავტორიტეტი, არც სინდისი, არც ელექტორატი“, - განაცხადა დეპუტატმა.ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს.მისი ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს ბრძოლა ფინანსებისა და შიდა გავლენების მოსაპოვებლად, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/20/248852017_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_9319014c50005cd24b8251f63acf98e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
მმართველი პარტია : „ნაცმოძრაობას“ ავტორიტეტი აღარ აქვს
ბევრისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირება და მასთან პარტნიორობა, განაცხადა დეპუტატმა ზარქუამ
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, რადგან მას არც ელექტორატი და არც ავტორიტეტი არ აქვს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან.
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ორი უდიდესი ძალაა ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. თუმცა, ბოლო პერიოდში „ნაცმოძრაობა“ სტაგნაციის რეჟიმშია და პარტიის შიდა კონფლიქტები საჯარო განცხადებებშიც ვლინდება.
„ნაცმოძრაობის" რეიტინგი დაეცა, პარტიაში დაიწყო ჩხუბი და დაპირისპირება, ზოგიერთებს (პარტიის წევრებს - რედ.), მათ შორის პარტიაში მოსულ ახალ სახეებს ისე რცხვენიათ, რომ ტოვებენ პარლამენტს. ყველასთვის არის ნეგატივი „ნაცმოძრაობასთან“ აფილირება და მასთან ერთად პარტნიორობა", - განაცხადა ზარქუამ.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობაში“ განხეთქილება ქართულ პოლიტიკაზე არ აისახება.
„მე, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ მახარებს „ნაცმოძრაობაში“ არსებული განხეთქილება, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ავტორიტეტული ოპოზიცია. „ნაცმოძრაობას“ კი აღარ აქვს არც ავტორიტეტი, არც სინდისი, არც ელექტორატი“, - განაცხადა დეპუტატმა.
ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს.
მისი ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს ბრძოლა ფინანსებისა და შიდა გავლენების მოსაპოვებლად, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა.