„ლელო“ მზადაა გადახედოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის პერსპექტივას

© photo: Sputnik / Stringerმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2022
გამოწერა
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ამჟამად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის ლიდერ ნიკა მელიასთან რიგ საკითხებზე თანამშრომლობს.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. თუ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდებიან ისეთი ადამიანები, როგორიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილია, ჩვენ არ ვითანამშრომლებთან მათთან, განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო პერიოდში ვნებათაღელვა არ ცხრება. მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. მეორე დაჯგუფებას ღიად დაუჭირა მხარი ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც ბოლო ორი წლის დუმილის შემდეგ პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება.

„ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს, როგორც ყველა სხვა პარტია თუ მოქალაქე, რადგან მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ თუ დავინახავთ, რომ ამ პარტიას უბრუნდებიან ისეთი რეაქციული ძალები, როგორიცაა, მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და ა.შ. მე და ჩვენი პარტია ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ მათთან თანამშრომლობის ან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების“, – განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელო“ ამჟამად „ნაცმოძრაობასთან“ და ნიკა მელიასთან რიგ საკითხებზე თანამშრომლობს. უფრო მეტიც, პარტიას ჰქონდა შეთანხმება კოალიციის შესახებ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
განხეთქილებამ „ნაცმოძრაობაში“ პიკს მიაღწია – კამათი კენჭისყრასთან დაკავშირებით გრძელდება>>
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
განხეთქილების ნიშნები
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“ ეხმარება „ქართულ ოცნებას“: დეპუტატი>>
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0