კობახიძე: „ნაცმოძრაობამ“ თავის პარტიაში პოლარიზაციას მიაღწია

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
ეს კარგია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისთვის, დარწმუნებულია კობახიძე.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში პოლარიზაციის და რადიკალიზმის შექმნა სურდა, მაგრამ ამ ყველაფერს თავის პარტიაში მიაღწიეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან.

„ნაცვლად იმისა, რომ ჩაეტარებინათ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები, რიგგარეშე არჩევნებს ატარებენ საკუთარ პარტიაში. ნაცვლად იმისა, რომ გადაეტრიალებინათ მთავრობა, გადაატრიალეს საკუთარი თავმჯდომარე. ეს არის ძალიან კარგი. მათ ქვეყანაში პოლარიზაცია, რადიკალიზმი უნდოდათ და საბოლოო ჯამში დაპირისპირებასა და რადიკალიზმს მიაღწიეს პარტიაში. ეს კარგია, რათა გაჯანსაღდეს პოლიტიკური სისტემა“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის აზრით, „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა ფინანსებისთვის, რაც პარტიას დასუსტებამდე მიიყვანს.

განხეთქილების ნიშნები

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
„გირჩელ" ვახტანგ მეგრელიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა სურს>>
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
მოულოდნელი განცხადება: გოცირიძეს „ქართული ოცნების“ ლიდერობა სურს?>>
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
ყველა ახალი ამბავი
0