https://sputnik-georgia.com/20221129/girchel-megrelishvils-nacmozraobis-tavmjdomareoba-surs-272556767.html
„გირჩელ" ვახტანგ მეგრელიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა სურს
„გირჩელ" ვახტანგ მეგრელიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა სურს
Sputnik საქართველო
ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არ ჩაერთო რეალურ პოლიტიკაში, საერთო მიზნის მიღწევა ბევრად რთული იქნება. 29.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-29T16:54+0400
2022-11-29T16:54+0400
2022-11-29T18:51+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/12/250387519_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_3443bc08e066c52a8e06c5c55eacf24c.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ იცის, თუ როგორ გახადოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ეფექტური და ძლიერი, ამიტომ მზადაა იბრძოლოს პარტიის თავმჯდომარის პოსტისთვის.„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო პერიოდში ვნებათაღელვა არ ცხრება. მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეტენზიას გამოთქვამენ.პოლიტიკოსის განმარტებით, პარტიის თავმჯდომარეობის შემთხვევაში იგი დაიწყებს რეალურ საუბარს ნებისმიერ თემაზე, მათ შორის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე.მისი თქმით, თამაში უნდა დაიწყოს სხვა წესებით, რათა 2024 წლის არჩევნებზე კოორდინაციისა და წარმატების ელემენტარული შანსი გაჩნდეს.განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“: ლევან ხაბეიშვილი კომპრომისისთვის მზადაა>>>„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა ოდესღაც ერთი იყო, რიტორიკა— მეორე, ახლა საერთოდ გაუგებარია „ნაცმოძრაობაში“ მყოფ ხალხს რისი სჯერა“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.„ნაციონალური მოძრაობა“ ორ ბანაკად არის გაყოფილი და ორივე ბანაკში ღიად საუბრობენ მესამე პირთა გავლენებზე. მეორე დაჯგუფებას ღიად დაუჭირა მხარი ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც ბოლო ორი წლის დუმილის შემდეგ პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება – იგი ღიად აცხადებს, რომ მხარს უჭერს ხაბეიშვილს. ამ ბანაკის მომხრეებშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც.„ნაცმოძრაობის“ ძველი სახეების გამოჩენამ შეაშფოთა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობენ ენმ-თან, მათ ამის გამო თანამშრომლობის გაწყვეტაც არ გამორიცხეს.განხეთქილების ნიშნებიმთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.ნიკა მელია: წინასაარჩევნო კამპანია სამარცხვინო სახეს იღებს>>>„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/12/250387519_227:145:2167:1600_1920x0_80_0_0_b4d2a36e9618bf22454d6d3f2fc628d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
„გირჩელ" ვახტანგ მეგრელიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა სურს
16:54 29.11.2022 (განახლებულია: 18:51 29.11.2022) ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არ ჩაერთო რეალურ პოლიტიკაში, საერთო მიზნის მიღწევა ბევრად რთული იქნება.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ იცის, თუ როგორ გახადოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ეფექტური და ძლიერი, ამიტომ მზადაა იბრძოლოს პარტიის თავმჯდომარის პოსტისთვის.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო პერიოდში ვნებათაღელვა არ ცხრება. მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეტენზიას გამოთქვამენ.
„მეც მინდა, მართლა მინდა (პარტიის თავმჯდომარეობა - რედ.). შეიძლება ჩემი წინადადება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ვასაბუთებ, რისთვის მინდა ამის გაკეთება. გეგმაც კი მაქვს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ოპოზიციური ერთობა შედგეს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა ტელეარხ PalitraNews-ის ეთერში.
პოლიტიკოსის განმარტებით, პარტიის თავმჯდომარეობის შემთხვევაში იგი დაიწყებს რეალურ საუბარს ნებისმიერ თემაზე, მათ შორის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე.
მისი თქმით, თამაში უნდა დაიწყოს სხვა წესებით, რათა 2024 წლის არჩევნებზე კოორდინაციისა და წარმატების ელემენტარული შანსი გაჩნდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა ოდესღაც ერთი იყო, რიტორიკა— მეორე, ახლა საერთოდ გაუგებარია „ნაცმოძრაობაში“ მყოფ ხალხს რისი სჯერა“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ორ ბანაკად არის გაყოფილი და ორივე ბანაკში ღიად საუბრობენ მესამე პირთა გავლენებზე. მეორე დაჯგუფებას ღიად დაუჭირა მხარი ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც ბოლო ორი წლის დუმილის შემდეგ პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება – იგი ღიად აცხადებს, რომ მხარს უჭერს ხაბეიშვილს. ამ ბანაკის მომხრეებშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც.
„ნაცმოძრაობის“ ძველი სახეების გამოჩენამ შეაშფოთა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობენ ენმ-თან, მათ ამის გამო თანამშრომლობის გაწყვეტაც არ გამორიცხეს.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.