https://sputnik-georgia.com/20221129/moulodneli-gancxadeba-gocirize-272557040.html
მოულოდნელი განცხადება: გოცირიძეს „ქართული ოცნების“ ლიდერობა სურს?
მოულოდნელი განცხადება: გოცირიძეს „ქართული ოცნების“ ლიდერობა სურს?
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კოლეგის განცხადებას ხუმრობით უპასუხა. 29.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-29T17:15+0400
2022-11-29T17:15+0400
2022-11-29T19:33+0400
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270135461_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_fc3b3e2ed07ca7630bd8fc7ae89e150e.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატურას წარადგენს.ამის შესახებ გოცირიძემ სოციალური ქსელის თავის გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს გეგმა, როგორ გახადოს „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ეფექტური და ძლიერი, და მზადაა პარტიის თავმჯდომარის პოსტისთვის იბრძოლოს.პოლიტიკოსის თქმით, ნაწყენს არ დატოვებდა პატარა პარტიებსაც.„ბატონ ვახტან მეგრელიშვილს სულაც ვიცე-პრემიერად დავნიშნავდი, როგორც რადიკალური ცვლილებების ინსპირატორს... ამ ჭიქით (ჩაის მივირთმევ) იმ ერთ წვეთს გაუმარჯოს, რევოლუციას რომ მისცემს ბიძგს!“ – დაწერა გოცირიძემ.„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან.„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ბანაკში ღიად საუბრობენ მესამე პირთა გავლენებზე. აქ გამოჩენილ სახელებს შორის აღმოჩნდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ეს უკანასკნელი არ მალავს, რომ მხარს უჭერს ხაბეიშვილს. მან ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება.„ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეების გამოჩენამ შეაშფოთა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობენ ამ პარტიასთან, მათ ამის გამო თანამშრომლობის გაწყვეტაც არ გამორიცხეს.განხეთქილების ნიშნებიმთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტი სდაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.მელია ამტკიცებს, რომ არ დაუშვებს არაფორმალურ მმართველობას პარტიაში>>ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.„ესაა ბრძოლა ძალაუფლების და ფულის გადანაწილებისთვის“ - დეპუტატი „ნაცმოძრაობაში" ვითარებაზე>>ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
https://sputnik-georgia.com/20221129/girchel-megrelishvils-nacmozraobis-tavmjdomareoba-surs-272556767.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270135461_91:0:1531:1080_1920x0_80_0_0_bebbc41e62737a239cb31eb57ae0ae7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება
მოულოდნელი განცხადება: გოცირიძეს „ქართული ოცნების“ ლიდერობა სურს?
17:15 29.11.2022 (განახლებულია: 19:33 29.11.2022) ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კოლეგის განცხადებას ხუმრობით უპასუხა.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატურას წარადგენს.
ამის შესახებ გოცირიძემ სოციალური ქსელის თავის გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს გეგმა, როგორ გახადოს „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ეფექტური და ძლიერი, და მზადაა პარტიის თავმჯდომარის პოსტისთვის იბრძოლოს.
„იმდენს იზამს ეს ხალხი, რომ ისე გავბრაზები, ავდგები და ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარეობაზე. ამით ხომ ნამდვილად ეშველებოდა ქვეყანას, ოლიგარქობაც მოისპობოდა და ეროვნული თანხმობის მთავრობასაც შევქმნიდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად“, – დაწერა გოცირიძემ.
პოლიტიკოსის თქმით, ნაწყენს არ დატოვებდა პატარა პარტიებსაც.
„ბატონ ვახტან მეგრელიშვილს სულაც ვიცე-პრემიერად დავნიშნავდი, როგორც რადიკალური ცვლილებების ინსპირატორს... ამ ჭიქით (ჩაის მივირთმევ) იმ ერთ წვეთს გაუმარჯოს, რევოლუციას რომ მისცემს ბიძგს!“ – დაწერა გოცირიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ბანაკში ღიად საუბრობენ მესამე პირთა გავლენებზე. აქ გამოჩენილ სახელებს შორის აღმოჩნდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ეს უკანასკნელი არ მალავს, რომ მხარს უჭერს ხაბეიშვილს. მან ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეების გამოჩენამ შეაშფოთა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობენ ამ პარტიასთან, მათ ამის გამო თანამშრომლობის გაწყვეტაც არ გამორიცხეს.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტი სდაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.