დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ნოემბერი

CC BY-SA 2.0 / Guy Dickinson / Star Trailsვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 25 ნოემბერია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
არახელსაყრელი დღეა სარისკო ექსპერიმენტებისა და რევოლუციური გადაწყვეტილებებისთვის. აჯობებს იმოქმედოთ გამოცდილი, კონსერვატიული გზებით და დაიცვათ დადგენილი წესები. ეს დამოკიდებულება გამოგადგებათ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ნოემბერი>>
ვერძი: ურთიერთობებისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან არაა გამორიცხული გაუგებრობები და კონფლიქტები. ამ დღეს აუცილებლად გამოჩნდებიან „კეთილი“ ადამიანები, რომლებიც პირში მოგახლიან თავიანთ უკმაყოფილებას, გაგაკრიტიკებენ ან რამეზე გამოგედევნებიან. თუ არ გინდათ, ჩხუბი, სჯობს, გაეცალოთ ასეთ სიტუაციას.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
კურო: საქმეებში მდგომარეობის ბატონ–პატრონად შეიძლება იგრძნოთ თავი. გააკონტროლებთ ვითარებას. ეს დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში. მაგრამ არის ერთი მომენტი – იქნებით ხისტი და მოუთმენელი, არ მოუსმენთ სხვის მოსაზრებებს და დაუფიქრებლად კონფლიქტზეც შეიძლება წახვიდეთ. თუ ამას გაითვალისწინებთ, დაპირისპირებებს აირიდებთ თავიდან.
ტყუპი: შესაძლოა, შინაგანი სისუსტე და მერყეობა იგრძნოთ, თანაც საპასუხისმგებლო საქმეებში, გადაწყვეტილებების მიღებისას. ურთიერთსაპირისპირო ემოციები სულ მარტივი საკითხების დროსაც შეიძლება გაგიჩნდეთ. რჩევა ასეთია: ან ნებისყოფით გაუმკლავდით თქვენს ეჭვებს, ან ყველა სადავო საკითხზე გარშემომყოფებს დაეკითხეთ. რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტი აჯობებს.
კირჩხიბი: დღეს ინტუიციის ნდობა არ შეიძლება. ძალიან დიდი ალბათობით, თქვენი წინათგრძნობა მცდარი აღმოჩნდება და მისი კარნახით მოქმედება სულ სხვა გზით წაგიყვანთ. მთელი დღის განმავლობაში არ უნდა ენდოთ ასევე იღბალს და სხვა ეფემერულ მატერიებს. საჭირო შედეგს მხოლოდ ლოგიკა და ზუსტი გათვლები უზრუნველყოფს.
პლანეტების აღლუმი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2022
კვირის თითოეული დღე - წარმატებების 7 საიდუმლო ვედური ასტროლოგიის მიხედვით
ლომი: თუ შესაძლებელია, დღეს დაისვენეთ, გამოეთიშეთ ქაოსს და საკუთარ თავს მიხედეთ. საქმეებს მაინც სათანადოდ ვერ გაუმკლავდებით. წადით სილამაზის სალონში, ფიტნესზე, შოპინგზე, დახარჯეთ ფული საკუთარი თავისთვის. დღეს ეს ახალი შთაბეჭდილებებით, პოზიტივითა და ახალი ძალებით ავსების საშუალება იქნება და არა თქვენი ახირება.
ქალწული: დღეს შეგიძლიათ, ნებისმიერი კონფლიქტი ჩააქროთ. თუნდაც თქვენ ირგვლივ გამძვინვარებული ჩხუბი იყოს, შეძლებთ ფხიზელი გონების შენარჩუნებას და დაპირისპირებული მხარეების დაშოშმინებას არგუმენტებით. ადამიანები ჩვეულებრივზე მეტად მოგმართავენ რჩევებისთვის. გამოიყენეთ თქვენი დიპლომატიური ტალანტი და აწარმოეთ მოლაპარაკებები.
სასწორი: ორგანიზებულობა დღეს განსაკუთრებულად რთული იქნება. სიტყვა „საჭიროა“ „ალერგიას“ გამოიწვევს. საქმეებს, რომლებიც არ გაინტერესებთ, სავარაუდოდ, სამომავლოდ გადადებთ, ხოლო თუ მაინც მოგიწიათ მათი გაკეთება, უამრავ შეცდომას დაუშვებთ. ერთადერთი გამოსავალია, გააკეთოთ საინტერესო საქმე, ან ინტერესი იპოვოთ იმ საქმეში, რასაც აკეთებთ.
პანორამა - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2020
ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება
მორიელი: გაგიჩნდებათ სურვილი, რომ რაღაც სისტემის ნაწილი გახდეთ. ანუ დაფიქრდებით თქვენს ადგილზე ამ ცხოვრებაში და დაიწყებთ მოქმედებას, რომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროთ. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ მისწრაფებას. გაქვთ დიდი შანსი, რომ დროთა განმავლობაში წინ წაიწიოთ სოციალურ ან კარიერულ კიბეზე.
მშვილდოსანი: თქვენ წინაშე რთული ამოცანა შეიძლება დადგეს და იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტთ მას, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, სწორედ დღეს მოგიწიოთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რაღაც საკითხში, ან ნაბიჯის გადადგმა, რომელიც თქვენს ცხოვრებას ახალ მიმართულებას მისცემს. ასე რომ, ეცადეთ კარგად აწონილ–დაწონილი გადაწყვეტილება მიიღოთ.
თხის რქა: მოულოდნელმა მოვლენებმა შესაძლოა, კალაპოტიდან ამოგაგდოთ. თუ ემოციებს აჰყვებით, ვითარებას უფრო დაძაბავთ. წუწუნითა და ბუზღუნით პრობლემებს ვერ გადაჭრით. ამიტომ დღეს საუკეთესო საშუალება დინებას მიყოლაა. ასტროლოგები ამბობენ, რომ საქმე თავის ნებაზე უნდა მიუშვათ და ასე უფრო მოიგებთ.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2018
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ
მერწყული: ვარსკვლავები ცვლილებებს გპირდებიან – გელოდებათ საინტერესო სიახლეები, მოვლენები ან გეგმები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მრავალფეროვნებას შეიტანს. ეს შეიძლება იყოს შეხვედრა საინტერესო ადამიანთან, ახალი პროექტი, სამუშაო, მოგზაურობა... მარტოხელებს ბედი რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდება.
თევზები: იქნებით გონებამოკრებილი, მიზანსწრაფული და საქმიანი. ნებისმიერ სფეროში პრაქტიკულობითა და ამბიციებით იხელმძღვანელებთ. ამ განწყობის წყალობით ნებისმიერ რთულ სამუშაოს გაუმკლავდებით. ერთადერთი, რისი გაკეთებაც დღეს არ ღირს, შემოქმედებითი საქმიანობაა. დღეს ექსპერიმენტებმა შეიძლება დაგაზარალოთ კიდეც.
ყველა ახალი ამბავი
0