დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ნოემბერი

© Pixabay / fillნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 24 ნოემბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს. არის ახალმთვარეობა მშვილდოსნის ნიშანში.
ამ დღეს არ შეიძლება აგრესიაზე, აპათიასა და დეპრესიულ განწყობაზე აყოლა, მცენარეების გადარგვა, გასხვლა, ახალი პროექტების დაწყება, ძალიან აქტიური მუშაობა.
სამაგიეროდ, კარგი დღეა სუფთა ჰაერზე სეირნობის, დასვენებისთვის, ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, წვრილმანებით, ცხოვრების თითოეული წამით ტკბობისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 ნოემბერი>>
დღის დამახასიათებელია მაქსიმალიზმი ყველაფერში: სიყვარულში, მუშაობაში, გრძნობების გამომჟღავნებაში და სიზარმაცეშიც კი. ამ დღის სხვა მახასიათებელია არაპროგნოზირებადობა და სპონტანურობა. გრძნობები ქარიშხალივით შეიძლება დაგატყდეთ თავს – ახალი საქმიანი ინტერესებიდან დაწყებული, ერთი ნახვით შეყვარებამდე დამთავრებული. სურვილებთან გამკლავება ძალიან რთული იქნება.
ვერძი: მოულოდნელობებისა და აღმოჩენების დღეა. მოვლენებმა შეიძლება გაიძულოთ აზრის შეცვლა რამე საკითხში, ან ვინმემ გაგაოცოთ ირგვლივ მყოფთაგან. არაა გამორიცხული, რომ ადამიანი, რომელზეც თქვენი აზრი ჩამოგიყალიბდათ, დღეს სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარდგეს თქვენ წინაშე. შესაძლოა, თვითონ მოიქცეთ არაორდინარულად – ისე, რომ ყველა გააოცოთ. საინტერესო დღე გელოდებათ!
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
კურო: დღეს თქვენს ცხოვრებაში შეიძლება რამე ისეთი მოვლენა ან ახალი ამბავი შემოიჭრას, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს – მოგზაურობა, შეხვედრა, ნაცნობობა, უცაბედად აგიზგიზებული გრძნობა, წინადადება ახალი სამუშაოს თაობაზე... ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ არ ღირს სიტუაციის დინებაზე მიშვება. საჭიროა ნებისმიერ საკითხში აწონ–დაწონილი გადაწყვეტილების მიღება.
ტყუპი: რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, არა ლოგიკით, არამედ ინტუიციით იხელმძღვანელებთ – ლოგიკა არ მოგცემთ ნებას, ზუსტად დაადგინოთ, რა უნდა გააკეთოთ და რა – არა. სამაგიეროდ, ინტუიცია ძალზე გამძაფრებული გექნებათ. მისი წყალობით ღამით ცხად სიზმრებს ნახავთ, ხოლო დღისით მის ქვეცნობიერიდან წამოსულ მინიშნებებს თვალნათლივ დაინახავთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოუსმინოთ შინაგან ხმას.
კირჩხიბი: ახლობელ ადამიანთან ურთიერთობები დღეს შეიძლება დაიძაბოს. შესაძლოა, მისი ბიოგრაფიიდან რაღაც მოულოდნელი ფაქტები გაიხსნას, ან უარყოფითი თვისებები აღმოაჩინოთ. ან, სულაც, შეიძლება თქვენ ხართ დღეს ძალიან მომთხოვნი ირგვლივ მყოფების მიმართ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფერი კარგად აწონოთ: ღირს კი ვითარების დაძაბვა და ბუზის სპილოდ ქცევა?
პანორამა - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2020
ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება
ლომი: ვარსკვლავები გირჩევენ, თავისუფალი დრო ისეთ ადგილას გაატაროთ, სადაც დიდი მხიარულებაა. სად წახვალთ, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული – ზოგს თეატრი უყვარს, ზოგი როკ–კონცერტს ამჯობინებს, ზოგი კი წვეულებას ან კინოში წასვლას. მთავარია, რომ ურთიერთობების მორევში აღმოჩნდეთ, რადგან სწორედ აქ გაიხსნება თქვენი შანსები. კომუნიკაბელურობის წყალობით თავს საუკეთესოდ წარმოაჩენთ და გააბამთ საინტერესო და პერსპექტიულ ნაცნობობას.
ქალწული: ცხოვრებით ტკბობისთვის ხართ განწყობილი. არავისთვის არაფრის დამტკიცება არ გჭირდებათ და არსად გეჩქარებათ. ნებისმიერ საქმეს აუჩქარებლად შეუდგებით და თუ არის ამის საშუალება, საერთოდ გადადებთ. ექსპერტები გირჩევენ, ეს დღე მთლიანად საკუთარ თავს მიუძღვნათ, ასევე მეგობრებს, ახლობლებს. დღეს შეძლებთ შეაფასოთ მშვენიერი თავის ყველა გამოვლინებაში, იქნება ეს თეატრი, მუსიკა, სიყვარული, გემრიელი კერძი თუ თბილი ურთიერთობები.
სასწორი: საქმიანობის თვალსაზრისით არცთუ ხელსაყრელი დღეა. პრინციპში, ამას სიზარმაცე ჰქვია. სჯობს, დაძლიოთ სიზარმაცის შემოტევა – ნამდვილად არ ინანებთ. დღე საინტერესო შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. არაა გამორიცხული, რომ ეს შესაძლებლობები საინფორმაციო ნაკადებს უკავშირდებოდეს. ასე რომ, აჯობებს, ყური დაუგდოთ ყველაფერს, ხოლო პირზე ბოქლომი დაიდოთ, რათა ზედმეტი რამ არ წამოგცდეთ და თავი არ დაიზარალოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2019
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები
მორიელი: დღეს ფინანსურ საქმეებში გაგიმართლებთ. შესაძლოა, დღის განმავლობაში საინტერესო წინადადება მიიღოთ, ან ვინმემ უკვე მივიწყებული ვალი დაგიბრუნოთ. ასევე არაა გამორიცხული, რომ ხელფასი მოგიმატონ. ასეა თუ ისე, დღეს ყურადღებით უნდა იყოთ ნებისმიერი ფინანსური იდეისა და შესაძლებლობის მიმართ, თუნდაც ის ერთი შეხედვით უპერსპექტივოდ და უცნაურად მოგეჩვენოთ.
მშვილდოსანი: დღეს თქვენი მთავარი დამახასიათებელი სპონტანურობა გახდება. თქვენს განწყობას სტაბილურს ვერ ვუწოდებთ. ერთი მხრივ, გაგანერვიულებენ და გაგაღიზიანებენ გარშემომყოფები, მეორე მხრივ კი შეგიძლიათ დიდსულოვნად მოექცეთ მათ. მარტო საქციელი არა – თქვენი გრძნობებიც ვერანაირი ლოგიკის ჩარჩოებში ვერ მოექცევა. არ არის გამორიცხული, რომ დღის განმავლობაში ვინმეს მიმართ მეგობრული სიმპათია გაგიჩნდეთ ან სიყვარულმა „იფეთქოს“.
თხის რქა: ეს ის დღეა, როდესაც ვარსკვლავები გირჩევენ, მოვლენების დინებას გაჰყვეთ. შეიძლება აღმოჩნდეთ ვითარებაში, როდესაც არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. მაგალითად, ვინმემ ინიციატივა ჩამოგართვათ, არ მოისმინონ თქვენი მოსაზრებები, ან, უბრალოდ, არ შეგიძლიათ მოვლენებზე გავლენის მოხდენა. თუ მსგავსი რამ მოხდა, სჯობს, შეეგუოთ ამას და ბედს ენდოთ, გაჰყვეთ დინებას – ეს დღეს ყველაზე ბრძნული საქციელი იქნება.
ადამიანები - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2019
ზოდიაქოს ნიშნები სულ სხვა რაკურსით - შეიტყვეთ მათი პიროვნული საიდუმლოებები
მერწყული: არაპროგნოზირებადი დღეა, როდესაც თქვენს მიზანს არასტანდარტული მეთოდებით მიაღწევთ. თუ ცხოვრების რამე სფეროში ცვლილებები გაქვთ დაგეგმილი, ან თამამი ნაბიჯის გადადგმა გსურთ, ექსპერიმენტის ჩატარება, ეს სრულიად შესაფერისი დროა ამისთვის. არცთუ საიმედო პროექტებმა, რომლებიც ავანტიურულ ნაპერწკალს მოითხოვს, შეიძლება „ათიანში გაარტყას“. ასევე ძალზე ხელსაყრელი დღეა სიყვარულისთვის.
თევზები: დღეს წინა პლანზე გამოვა თქვენი ლიდერული და ორგანიზატორული თვისებები. გარშემომყოფები თქვენი ამ თვისებებით მოხიბლული დარჩებიან და უკან გამოგყვებიან. ოჯახურ და მეგობრულ წრეში შეგიძლიათ პიკნიკი ან მხიარული წვეულება მოაწყოთ, სამუშაო სფეროში კი კარგი იქნება, თუ თავს წარმოაჩენთ, როგორც ორგანიზატორული ნიჭის მქონე პიროვნება. ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ კარიერულ კიბეზე წინ წაიწიოთ.
ყველა ახალი ამბავი
0