დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 ნოემბერი

© Pixabay / danfadorმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 21 ნოემბერია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
მოქმედებთ დამოუკიდებლად, იჩენთ ინიციატივას და არ გაქვთ სურვილი, რომ სხვების მოსაზრებები გაითვალისწინოთ. ეცადეთ, თავდაჯერებულობა ამპარტავნებაში არ გადაიზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ სხვის მცირე ნაკლსაც კი დაინახავთ და გაკრიტიკების სურვილი გაგიჩნდებათ. ზომიერი თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ სამუშაოზე წინსვლაში, საკუთარი პროექტების გატანაში და სხვ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 ნოემბერი>>
ვერძი: დღეს თქვენში შემოქმედებითი ცეცხლი გაჩაღდება და ეს ყველაფერზე აისახება, რასაც გააკეთებთ. შთაგონება და შემოქმედებითი ხედვა გამომჟღავნდება ჩვეულებრივ რუტინულ და მოსაწყენ საქმეებშიც. ერთადერთი, რასაც ასტროლოგები გირჩევენ, ისაა, რომ თქვენი მძლავრი ემოციები გააკონტროლოთ, რათა გულში მოგუგუნე „ცეცხლმა“ გარშემომყოფებთან ურთიერთობებში „ხანძარი“ არ გამოიწვიოს.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
კურო: რისკავთ, რომ მთელი თავით რუტინაში გადაეშვათ. თუ ჩაკეტილ წრეს ვერ გაარღვევთ, მთელი დღე მოსაწყენი საქმეების კეთება მოგიწევთ. ეს თქვენთვის მომგებიანი არაა. ყოფით წვრილმანებზე გამოდევნებით უამრავ დროსა და ძალას დახარჯავთ, ასევე არაფერს მოგცემთ ყველაფრის ერთდროულად გაკეთების მცდელობა. გაანაწილეთ პრიორიტეტები და შეუდექით ნამდვილ საქმეებს.
ტყუპი: იღბლიანი დღე გელოდებათ. სულ იოლად გამონახავთ საერთო ენას გარშემომყოფებთან. შესაძლოა, ვინმესთან გულითადი საუბარი გსურთ, ან ვინმესთვის რამე იდეის შეთავაზება. თუ ასეა, საუკეთესო მომენტს სხვა დროს ვერ ნახავთ. ეს ეხება მათაც, ვინც ვერ გაბედა საყვარელი ადამიანისთვის გრძნობების გამხელა. დღეს ზუსტად მიხვდებით, როდის, რა მომენტში და რა უნდა თქვათ.
კირჩხიბი: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ფრთხილად უნდა იყოთ. არ არის გამორიცხული ხარვეზები სამუშაოზე. სულ მარტივ საკითხებშიც კი შეიძლება „დამუხრუჭდეთ“ და თქვენთვის „ორჯერ ორის“ პასუხი მოულოდნელად შვიდი აღმოჩნდეს. ძალზე დაბნეული ხართ, ამიტომ სჯობს, საერთოდ მოერიდოთ მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტას, ან მათი შემოწმება ვინმე სანდო ადამიანს სთხოვოთ.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები
ლომი: დღეს ძალზე ენერგიული ხართ. ამის წყალობით უამრავი სხვადასხვა საქმის გაკეთება–გადაკეთება შეგიძლიათ. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს მოუთმენლობა და ზედმეტი აჩქარებაა. სწორედ ამის გამო შეიძლება მიატოვოთ ზოგიერთი საქმე შუა გზაზე. მომავალში რომ არ მოგიწიოთ ამ საქმეებზე ზრუნვა, სჯობს, მხოლოდ იმას მოჰკიდოთ ხელი, რაც მართლა მნიშვნელოვანია.
ქალწული: დღეს თქვენი საქმეები წარმატებულია. ეს, პირველ რიგში, ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა ბიზნესი, ფული, მუშაობა, სწავლა, ასევე სახლის დიდი პროექტები რემონტის ან აგარაკის ყიდვის სახით. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ სარგებლის მომტან ნაცნობობას გააბამთ. არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელი კონტაქტები კარიერულ წინსვლაში ან შემოსავლების გაზრდაში დაგეხმაროთ.
სასწორი: დღეს უამრავი რამის გაკეთება შეგიძლიათ. იგრძნობთ, რომ ბედნიერება თქვენ ხელშია და იმოქმედებთ ფორმულის მიზედვით: „თუ გინდა ბედნიერი იყო, იყავი ბედნიერი“. ხართ ნებისყოფით აღსავსე, ორგანიზებული, მიზანსწრაფული; შეგიძლიათ, აკონტროლოთ სიტუაცია და წინ თავდაჯერებულად იაროთ. თუ ამბიციური და მომავლისკენ მიმართული გეგმა გაქვთ, დროა, მოქმედება დაიწყოთ.
ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
ზოდიაქო: ყველაზე ვნებიანი ნიშნები
მორიელი: დღეს შემოქმედებითი განწყობა გეწვევათ. თუნდაც შორს იყოთ ბოჰემური წრეებისგან, ნებისმიერ, თუნდაც პროზაულ საქმეში შემოქმედებით ნაპერწკალს იგრძნობთ. სწავლა, სამეცნიერო მოღვაწეობა, რეკლამა, მარკეტინგი – ნებისმიერ სფეროში შეგიძლიათ თავის გამომჟღავნება და კრეატივის ცინცხალი ნაკადის შეტანა. ჩაატარეთ ექსპერიმენტები, სადაც ეს შესაძლებელია. აქ საკუთარი იმიჯიც მოიაზრება.
მშვილდოსანი: დღეს მეოცნებე ხართ – თუნდაც გარემოებამ თქვენი ოცნებების ღრუბლებიდან მიწაზე სასწრაფო დაშვება მოითხოვოს, ამის გაკეთება ძალიან გაგიჭირდებათ. ამა თუ იმ ხარისხით ეს ყველა მშვილდოსანს ეხება, მაგრამ განსაკუთრებით მათ, ვინც შეყვარებულია ან ეძებს სიყვარულს. შეიძლება ითქვას, რომ ღამით ფანტასტიკურ სიზმრებს ნახავთ, დღისით კი ამ სიზმრებს ცხადში გააგრძელებთ.
თხის რქა: არ არის გამორიცხული, რომ დღეს თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი და საინტერესო შემოვიდეს. ეს შეიძლება იყოს ახალი ეტაპი, ახალი ადამიანები, ახალი გატაცება, გრძნობები, ადგილები... დაივიწყეთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „ქუჩაში არავის ვეცნობი“, „საღამოს სახლში ვიქნები“... ინერტულობას თუ გადალახავთ, არ ინანებთ – განა რა უნდა იყოს მრავალფეროვნებასა და პერსპექტივებზე უკეთესი?
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2018
ყველაზე გულუხვი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რეიტინგი
მერწყული: გაგიჭირდებათ ყოველდღიურ საქმეებზე გულისყურის მიპყრობა – ირგვლივ ხომ ამდენი საინტერესო რამ ხდება. ამის გამო ნებისმიერი სამუშაოს შესრულების დროს შეიძლება შეცდომა შეცდომაზე დაუშვათ. თუ ვინმე თქვენგან მოვალეობების შესრულებას მოითხოვს, შესაძლოა, აბუნტდეთ კიდეც და ყველა საქმე მიატოვოთ. სწორედ ამიტომ მხოლოდ ის საქმე გააკეთეთ დღეს, რომელიც მართლა გაინტერესებთ.
თევზები: დღეს დარწმუნებული ხართ თქვენს ქმედებებში და ბოლომდე გინდათ საკუთარი პოზიციების დაცვა. ამ საბრძოლო შემართების წყალობით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. ყურადღება მიაქციეთ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობებს, რომლებიც იდეალური ნამდვილად არ არის. დიდია ალბათობა იმისა, რომ ვინმეს აწყენინოთ, ამიტომ სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით.
ყველა ახალი ამბავი
0