დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 ნოემბერი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 17 ნოემბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღეს ორი მთავარი მიმართულება იქნება გაძლიერებული: სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და სამართლიანობისკენ. თუ ახლობელ ადამიანთან რაღაც პრობლემები დაგროვდა, თუნდაც მიკროსკოპული, სჯობს, დაისვენოთ ერთმანეთისგან და არ შეხვდეთ. და თუ შეხვდით, ყველანაირად ეცადეთ, სადავო საკითხებს თავი აარიდოთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 ნოემბერი>>
ცუდი დღე არაა მუშაობისთვის, მაგრამ აქაც საქმეს გაართულებს კამათის განწყობა, სამართლიანობის გრძნობის გამწვავება, დამოუკიდებლობისა და თავის ნებაზე მოქმედების სურვილი. ასე რომ, გაუფრთხილდით ურთიერთობებს და ემოციები მოთოკეთ.
ვერძი: ნებისმიერი წვრილმანი დღეს თქვენ თვალში, შესაძლოა, სპილოდ იქცეს. ამის გამო პრიორიტეტების განაწილება გაგიჭირდებათ. ყველაფერი ერთნაირად მნიშვნელოვანი მოგეჩვენებათ და შეიძლება ყველაფერს ერთდროულად წაეპოტინოთ, ასე კი ვერაფერს ვერ მოასწრებთ. დღემ რომ უაზრო რბოლაში არ ჩაიაროს, შეახსენთ საკუთარ თავს, რომ ბედნიერება სადღაც თავისუფლებასა და დისციპლინას შორისაა. ცოტაოდენი დისციპლინა ფიქრებსა და საქმეებში ნამდვილად არ გაწყენთ.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
კური: დღეს შეიძლება ვინმე გაანაწყენოთ, თან ისე, რომ ეს სულაც არ გინდოდეთ. რატომღაც ჯერ ლაპარაკობთ და შემდეგ ფიქრობთ, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან. ემოციების გავლენით შეიძლება ვინმეს საიდუმლო წამოგცდეთ, ან თანამოსაუბრეს არცთუ სასიამოვნო სიმართლე პირში მიახალოთ. გაუგებრობებს რომ თავი აარიდოთ, ორი გზა გაქვთ – ან განმარტოვდეთ, ან ისეთ ადგილას წახვიდეთ, სადაც ერთობიან, ცეკვავენ და მუსიკა ხმამაღლა უკრავს, ანუ სადაც არავის აქვს ზედმეტი ლაპარაკის განწყობა და ამისთვის არავის სცალია.
ტყუპი: დღეს ურთიერთობებში და განსაკუთრებით ახლობლებთან, სიფრთხილე გმართებთ. შესაძლოა, არატაქტიანად იმოქმედოთ იქ, სადაც ფაქიზი დამოკიდებულებაა საჭირო. ასევე შეიძლება კრიტიკულად განეწყოთ გარშემომყოფების მიმართ და საკუთარ უკმაყოფილებაზე ხმამაღლა ისაუბროთ. ახლობლებთან რომ ურთიერთობები არ გაიფუჭოთ, აჯობებს, თუ საუბარში არ შეეხებით მტკივნეულ და დელიკატურ თემებს – პრობლემას მაინც ვერ მოაგვარებთ და მისი გამწვავება კი იოლად შეგიძლიათ.
კირჩხიბი: გარშემომყოფებმა შეიძლება კამათში, რამე თემის უაზრო განხილვაში ან კონფლიქტში ჩაგითრიონ. არ არის გამორიცხული, ისიც იგრძნოთ, რომ ვიღაც თქვენი ემოციებით „იკვებება“, ანუ ენერგეტიკული ვამპირია. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თუ თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, მაშინვე გაეცალოთ იქაურობას. სჯობს, პოლემიკას თავი აარიდოთ, ვიდრე შემდეგ გამოწურული ლიმონივით იგრძნოთ თავი. ასე ენერგოვამპირებს შანსს წაართმევთ, რომ თქვენი ენერგიით იკვებონ.
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2019
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი
ლომი: დღეს თქვენი წარმატების გასაღები სიმტკიცეა. შეგიძლიათ თამამი ნაბიჯი გადადგათ, ოღონდ ეს ნაბიჯი კარგად უნდა იყოს გათვლილი. ასე რომ, თუ გაქვთ გეგმა, რომლის განხორციელებისთვის გამბედაობა არ გყოფნიდათ, დღეს სწორედ მოქმედებების დაწყების დროა. ცუდი იქნება, თუ რამე საქმეს სპონტანურად, რამე სურვილს ან ემოციას აყოლილი დაიწყებთ. ასე დიდია შეცდომის დაშვების ალბათობა.
ქალწული: დღეს თქვენ და დელიკატურობა ძალიან შორიშორს იქნებით ერთმანეთისგან. გაქვთ სურვილი, რომ პირდაპირ თქვათ, ადამიანებს პირში მიახალოთ ყველაფერი, რისი თქმაც საჭიროდ მიგაჩნიათ. ამასთან თქვენი ლოგიკა მარტივი იქნება – „ვიცი, როგორ აჯობებს“, „ჩემი მოსაზრება სწორია“. თქვენი ამგვარი საქციელი კამათის საფუძველი რომ არ გახდეს, ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი ვნებები მშვიდობიან კალაპოტში მოაქციოთ. ანუ გააკეთოთ საქმე, სადაც გარშემომყოფები „ფეხებში არ მოგედებიან“.
სასწორი: სჯობს, დღეს ხელმძღვანელობას თვალში არ მოხვდეთ. ეს ასევე ეხება ზოგადად იმ ადამიანებს, რომლებზეც რაღაცაში ხართ დამოკიდებული, ან ვისაც თქვენზე გავლენა აქვს, იქნება ეს მშობელი, საყვარელი ადამიანი, მეგობრები. ვარსკვლავები ამბობენ, რომ დღეს დიდია რისკი, რომ ვინმეს „ცხელ გულზე“ ხელში თქვენ მოხვდეთ. დღემ რომ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, გარშემომყოფებთან მომხიბვლელობისა და იუმორის „ტყვიაგაუმტარი“ ფარი უნდა აღმართოთ.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2020
მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი
მორიელი: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს შესაძლოა საკუთარი ინტერესების დაცვა დაგჭირდეთ. საუბარი შეიძლება იყოს სასამართლო გარჩევაზე, ფულთან დაკავშირებულ დავაზე ან ბრალდებებზე თქვენი მისამართით. დიდია ალბათობა, რომ სადავო ვითარებიდან გამარჯვებული ვერ გამოხვალთ და ვერ შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. თუნდაც ხელში რკინისებრი არგუმენტები გეკავოთ, მაინც აჯობებს, მოიცადოთ. საკუთარი კოზირის ჩვენება სხვა დღეს სჯობს, როდესაც ბევრად ხელსაყრელი დღე გექნებათ.
მშვილდოსანი: მოქმედების დრო დადგა. რამდენი გეგმაც არ უნდა დააწყოთ, ოდესმე მისი განხორციელება მოგიწევთ. შესაძლოა, ვერ ბედავდით რამე პროექტის დაწყებას, გრძნობებში გამოტყდომას, საგზურის აღებას სადმე წასასვლელად, ან საოცნებო ნივთის ყიდვას. დღეს სწორედ რომ ის დროა, როცა უნდა მოიკრიბოთ ნებისყოფა და მოქმედება დაიწყოთ. თუნდაც წინ დიდი გზა გქონდეთ გასავლელი, არაფერს შეუშინდეთ – ნებისმიერი გზა პირველი ნაბიჯით იწყება.
თხის რქა: დღეს გაქვთ შესაძლებლობა, რომ რამე შეცდომა გამოასწოროთ. ეს შეიძლება შეეხებოდეს როგორც ყოფით, ისე სამუშაო მომენტებს, ან, სულაც, რაღაც უფრო გლობალურს, მაგალითად, ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის გამორკვევას. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, გამოუტყდეთ საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს, რომ მართალი არ ხართ და შეცდომა დაუშვით, მაგრამ თუ ამას გააკეთებთ, არ ინანებთ – მხრებიდან მძიმე ტვირთს მოიშორებთ და წინ ახალი პერსპექტივები გამოჩნდება.
„თეთრი ღამე“ ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: დღეს უკომპრომისო ხართ მათ მიმართ, ვინც თქვენთვის ხელის შეშლას, თქვენი საქმეების დამუხრუჭებას ან ღიად შეწინააღმდეგებას გადაწყვეტს. ამასთან, მრისხანება შეიძლება დაატყდეს იმასაც, ვინც თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს, გინდაც უცხოებს უსამართლოდ გაანაწყენებს. ასეთი კატეგორიული დამოკიდებულება, ერთი მხრივ, მოგცემთ საშუალებას, რომ „გააცამტვეროთ“ ოპონენტები, ხოლო მეორე მხრივ, საღამოს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ რამდენიმე ახალი მტერი შეიძინეთ, ან, შესაძლოა, მეგობარიც.
თევზები: დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, არ იაროთ „ორღობეებით“ იქ, სადაც პირდაპირი მოსწორებული გზა არსებობს. პირდაპირი გზა ყველაზე მოკლეა, მაგრამ ეს ხშირად გვავიწყდება. თქვენი წარმატებული სტრატეგია მარტივია: არანაირი ეშმაკობა, მოტყუება და რამის დამალვის მცდელობა. ცხოვრების ყველა სფეროში მხოლოდ გულწრფელობა და პატიოსნება დაგეხმარებათ. თუ პრობლემები გაქვთ, რამის მიღწევა გსურთ, ილაპარაკეთ ამის შესახებ. მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის.
ყველა ახალი ამბავი
0