ვინ არის მთავარი რომანტიკოსი ზოდიაქოს ნიშნებს შორის? ამის შესახებ ჩვენი ჰოროსკოპი-რეიტინგიდან შეიტყობთ.
მე-12 ადგილი - ვერძი
ვერძი და რომანტიკა - სხვადასხვა ოპერიდანაა. თუ სადმე ნახეთ ვერძი, რომელიც გალაკტიონის ლექსს კითხულობს და საწოლზე ვარდის ფურცლებს აბნევს, დაგვირეკეთ და სანიტარს გამოვაგზავნით. რომანტიკა ვერძისთვის - ესაა იყიდოს „კამსამოლკა, სპარტსმენკა, პროსტო კრასავიცა" ცხვრის ფარითა და ფინური მაცივრით (როგორც საახოვმა ბრძანა ფილმში „კავკასიელი ტყვე ქალი"), და არა თვეობით აქეთ-იქით იტრიალოს.
მე-11 ადგილი - თხის რქა
თხის რქები ვერძებთან ძალიან ახლოს არიან. მაგრამ მათგან განსხვავებით, მათ გულში ცოტაოდენი რომანტიკა მაინც ტრიალებს, ოღონდ ამის საქვეყნოდ ჩვენების ძალიან ეშინიათ - ვაიდა, ზოდიაქოს ნიშნებს შორის მთავარი „გულცივი" ნიშნის სტატუსი არ ჩამომართვანო. თხის რქა საბაზო კომპლექტაციაში - ეს პირქუში რქიანი კაცია (რქიანში იგულისხმება გარეული თხა და არა ღალატის შედეგად დადგმული რქები). მოკლედ, თავის რომანტიკულ ოცნებებში ის თავის მეორე ნახევართან ერთად ნათელ მომავალში დაიარება.
სახუმარო ჰოროსკოპი – რაზე ოცნებობენ სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები>>
მე-10 ადგილი - ქალწული
ქალწულისთვის არაფერია იმაზე რომანტიკული, ვიდრე ახლად გარეცხილი და გაუთოებული საწოლის თეთრეული, რომელსაც ალპური სურნელი ასდის. შეიძლება ითქვას, სულ ესაა, რისი თქმაც ამ ნიშანზე შეიძლება რომანტიკის თვალსაზრისით. და ერთიც, დაიმახსოვრეთ, ქალწული მამაკაცი ძუნწია, და თუ რამეს გაჩუქებთ, მხოლოდ დიდი სკანდალისა და მკაცრი გათვლის შემდეგ - რომ თქვენი წასვლის შემთხვევაში საჩუქარი თავის „ბიუჯეტში" დარჩეს.
მე-9 ადგილი - კურო
კუროს სიწყნარე, სიჩუმე, სიმშვიდე და კომფორტი უყვარს, ხოლო რომანტიკაში რაღაც „შფოთვა" იგულისხმება: ყვავილები უნდა იყიდო, დილით ახალ-ახალ ფუნთუშებზე, კრუასანებზე უნდა გაიქცე, ყავა უნდა მოადუღო და საყვარელ ქალს საწოლში მიართვა. კურო თვითონაც არაა წინააღმდეგი, ყავა დილით საწოლში დალიოს და ცხელ-ცხელი კრუასანი მიაყოლოს მაგრამ ისე, რომ ამისთვის ადგომა არ მოუწიოს. მაგრამ ხუთწლედში ერთხელ მაინც უწევს ამის გაკეთება, მაგრამ არა რომანტიკის გამო, არამედ იმისთვის, რომ შემდეგი ხუთი წელი საყვარელი ქალი ყავისა და კრუასანებისთვის გაგზავნოს სიტყვებით: „მე ხომ მოგიტანე!".
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით>>
მე-8 ადგილი - მორიელი
მორიელებისთვის რომანტიკის მწვერვალია სექს-შოპში სხვადასხვა რამის ყიდვა და მათი საყვარელ ადამიანზე გამოცდა, ან აბაზანის შამპანიურით ავსება, შემდეგ კი მისი ამ ცივ აბაზანაში „დაბანა". იმიტომ, რომ??? უბრალოდ, მორიელებს ადამიანების გაკვირვება უყვართ. მაგრამ რადგანაც ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად საკუთარი თავი უყვართ, ხანდახან რომანტიკულ იმპროვიზაციებს მხოლოდ თავისი თავისთვის აწყობენ.
მე-7 ადგილი - ტყუპი
ტყუპს რომანტიკისა ცოტა რაღაც გაეგება, მაგრამ, გულახდილი რომ ვიყოთ, არ უნდა, ამით თავი შეიწუხოს. რა თქმა უნდა, ხანდახან მასში იღვიძებს ეს „მიძინებული" რომანტიკოსი და იწყებს აივნის ქვეშ სერენადის სიმღერას, რომანტიკული შეტყობინებების გაგზავნას, ბოლო თეთრის დახარჯვას ყვავილების თაიგულზე. მაგრამ შემდეგ ახსენდება, რომ ყმაწვილკაცობაში მაჩოსა და კაზანოვას „გვირგვინზე" ოცნებობდა და ქალებთან მორიგ „თავდავიწყებაში" ეშვება.
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებიც პარტნიორს ღალატს არ პატიობენ>>
მე-6 ადგილი - მერწყული
კლასიკური მერწყული მთელი რომანტიკა ისაა, რომ საყვარელ ქალს ღამის სამ საათზე დაურეკოს და უთხრას, რომ პოლიციის განყოფილებაშია ლუდის ბართან არასანქცირებული მიტინგის გამო და მისი სასწრაფოდ დახსნაა საჭირო. მერწყულის საყვარელი ქალი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ, შეიძლება დეკაბრისტის, ან, უარეს შემთხვევაში, ქალაქის გიჟის ცოლი გახდეს და არავითარ შეთხვევაში - ბანალური ცოლი (ყვავილები, საჩუქრები, ქორწინების სახლი - ეს ყველაფერი მერწყულისთვის ბანალურია).
მე-5 ადგილი - მშვილდოსანი
მშვილდოსანი - ეს ქარიშხალია, რომელიც საყვარელი ადამიანის ცხოვრებაზე გადაივლის და მისგან ცარიელ ძვალსა და ტყავს დატოვებს. მანამდე კი, სანამ ქალის გულის დაპყრობის „კანფეტ-ბუკეტის" პერიოდი გრძელდება. ისე „ახვევს" თავის „მსხვერპლს", რომ ქალი ბედნიერებისგან დნება: ცხენითა და ეტლით გასეირნება, საჰაერო ბურთით ფრენა, თხილამურები კურშაველში და პლაჟი ბალიზე. მაგრამ ეს ყველაფერი იმ მომენტამდე, სანამ მშვილდოსანი არ მიიღებს იმას, რაც სურს და ეს ყველაფერი არ მოყირჭდება.
საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>
მე-4 ადგილი - სასწორი
სასწორს სულ ცოტა დააკლდა, რომანტიკული ჰიტ-აღლუმის ლიდერთა სამეულში რომ მოხვედრილიყო. და ეს იმიტომ, რომ კი არის რომანტიკული, მაგრამ მერყეობა და შიში ახასიათებს. მას ასევე აკავებს პროკრასტინაცია (საქმეების სამომავლოდ გადადება), ასე რომ, ცხოვრების რაღაც მომენტში ეზარება საყვარელი ქალის ფანჯარაში გადაძრომა. მეორე მხრივ, სასწორი ემპათიურია (თანაგანცდა, სხვისი როლის ათვისების უნარი, სხვების გაგება), ასე რომ, რომანტიკის მოსაწყობად ერთი ბოთლი შამპანიური და ფილა შოკოლადი ეყოფა.
მე-3 ადგილი - თევზები
რომანტიკოსთა ლიდერების სამეულში ბოლო საპატიო ადგილი უკავია თევზებს. ნაზი, მგრძნობიარე, მეოცნებე ნატურა რომანტიკულ ტალღაზეა აწყობილი 24 საათის განმავლობაში (პრინციპი – 24/7). იმდენად რომანტიკულია, რომ თავისი ნაირ–ნაირი თაიგულებითა და სიყვარულით ადამიანის „დახრჩობა" შეუძლიათ. მაგრამ ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ, თუ თევზების ბადეში გაებით - ამ რომანტიკულ ჭაობში ხომ შეიძლება ადვილად ჩაიძიროთ კიდეც.
როდის და რატომ ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები>>
მე-2 ადგილი - ლომი
ვერცხლის მედლის მფლობელია მისი უდიდებულესობა ლომი. გულუხვი, დიდსულოვანი, მეფური ჟესტებით - ვის, თუ არა ლომს შეუძლია სწორედ რომ თავი წარმოადგინოს, როგორც ყველაზე, ყველაზე... და მათ შორის - რომანტიკოსმა. მაგრამ ამაში ერთი რამ იმალება - როდესაც მას უზარმაზარი თაიგული მიაქვს ან საყვარელი ქალი ბალიზე მიჰყავს დასასვენებლად, ამით ის აჩვენებს არა სიყვარულს, არამედ თავის დიდებას - მე ეს შევძელი და გავაკეთე ქალისთვის და შენ რა შეგიძლია?
პირველი ადგილი - კირჩხიბი
პირველ საპატიო ადგილზეა კირჩხიბი - თავად ის თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი, რომელზეც მთელი მსოფლიოს ქალები ოცნებობენ. მას შეუძლია, გადალახოს ცხრა მთა და ცხრა ზღვა, რომ ულამაზესი პრინცესა ბოროტ ურჩხულს გამოსტაცოს ხელიდან. ის ერთგვარი სიმბიოზია პრინცის, მამაცი რაინდისა და თოვლის ბაბუის, რომელსაც, საბოლოოდ, აღარ იცი, სად დაემალო. მაგრამ ქალები ერთ რამეში უნდა გაფრთხილდნენ - მისი „საქმენი საგმირონი" ყოველთვის გასაგები როდია ლოგიკის თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ლექსები, რომლებსაც ის მოგიძღვნით - სიმართლე რომ ვთქვათ... ან რა უნდა ვთქვათ?..