ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით

გამოწერა
იქნება თუ არა ერთგული თქვენი რჩეული მამაკაცი, არავინ იცის, გარდა ასტროლოგებისა – ისინი დარწმუნებული არიან, რომ მოღალატე მამაკაცის განსაზღვრა ზოდიაქოს ნიშნით თავისუფლად შეიძლება.

ასტროლოგები ერთგულების კუთხით გამოყოფენ ოთხ ნიშანს. მაშ ასე, მეოთხე ადგილი ერგო:

მორიელს – არ გაგიკვირდეთ, რადგან მორიელებს უზარმაზარი სექსუალური მადა აქვთ, მაგრამ ქორწინების შემდეგ ისინი აზრს ვერ ხედავენ, უღალატონ მეორე ნახევარს, რადგან მათთვის ნდობა ძალზე მნიშვნელოვანია. აქვე უნდა ითქვას – სანამ მორიელის ინტიმური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, მის პარტნიორს სანერვიულო არაფერი აქვს.

© FB/ Zodiac Signsმორიელი
მორიელი - Sputnik საქართველო
მორიელი

მესამე ადგილი დაიკავა ქალწულმა – ისინი ძალიან დიდი მონდომებით არჩევენ მეორე ნახევარს, არ ახასიათებთ შემხვევითი კავშირები და ადიულტერები. განშორების შემდეგაც კი ახალი რომანის გაჩაღებაზე არ ფიქრობენ.

© FB/ Zodiac Signsქალწული
ქალწული - Sputnik საქართველო
ქალწული

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მეორე ადგილზეა ლომი – მიუხედავად ცეცხლოვანი ტემპერამენტისა, სწორედ ისინი გამოირჩევიან მონოგამიით. ამ ნიშნის ტიპური წარმომადგენელი შეიძლება დიდხანს ეძებდეს ცხოვრების მეგზურს, მაგრამ ქალს, რომელიც მისი რჩეული გახდება, ის ნამდვილად არ უღალატებს.

© FB/ Zodiac Signsლომი
ლომი - Sputnik საქართველო
ლომი

პირველი ადგილი კი ერგო…

თხის რქას – პრაგმატულ ნიშანს. მას რთული ხასიათი აქვს, მიდრეკილია გულდახურულობისკენ და ოჯახში ნებისმიერი სირთულის დროს თავით ეშვება მუშაობაში. ამ ნიშნის წარმომადგენლები, უბრალოდ, ვერ ხედავენ აზრს წამიერ გატაცებებში. პარტნიორის შერჩევას ძალზე პასუხისმგებლობით ეკიდებიან და თან თავის არჩევანს ფრიად აფასებენ, რომ გვერდზე საიდუმლო რომანი გააბან.

© FB/ Zodiac Signsთხის რქა
თხის რქა - Sputnik საქართველო
თხის რქა

საკვირველია, მაგრამ ამ რეიტინგში ვერ მოხვდნენ ზოდიაქოს ე.წ. სახლის მოყვარული ნიშნები, როგორებიცაა კურო და კირჩხიბი. კურო მამაკაცი, ზოგადად, ინტრიგებს არ ეტანება, მაგრამ ქალი თუ ძალიან „მიეტანა", უარს არ ეტყვის. ჩუმი კირჩხიბები არცთუ იშვიათად ხვდებიან საყვარლების მკლავებში. ამ ნიშნის ტიპური წარმომადგენელი ეძებს იმ ემოციებს, რომლებიც ოჯახურ ცხოვრებაში არ ჰყოფნის.

 

ყველა ახალი ამბავი
0