დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ნოემბერი

© Albumarium / Caleb Ralstonვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 11 ნოემბერია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
დღეს არაა რომანტიკის, ვნებებისა და სიყვარულის დღე, სამაგიეროდ, აქტუალურია ოჯახური ურთიერთობების დალაგება, გააზრებული ქორწინება, საქორწინო კონტრაქტების დადება, ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება. ანუ, მკაფიო, ლოგიკური და მოწესრიგებული ნაბიჯების დღეა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 ნოემბერი>>
ვერძი: გაქვთ შანსი, რომ რომელიმე ადრე შექმნილი პრობლემა გამოასწოროთ. ასევე შესაძლებელია, რომ რამე მოულოდნელ მოვლენას სწორი მიმართულება მისცეთ და საჭირო კალაპოტში მოაქციოთ. თუნდაც ვითარება თქვენთვის არახელსაყრელი მიმართულებით განვითარდეს, გწამდეთ, რომ ამაში თქვენთვის პლუსებისა და მინუსების მოძებნას შეძლებთ. ხომ გაგიგიათ, პესიმისტი თითოეულ შესაძლებლობაში საფრთხეს ხედავს, ხოლო ოპტიმისტი თითოეულ საფრთხეში – შესაძლებლობას.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
კურო: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს თქვენს ფინანსებს მიხედოთ. ხართ ყურადღებიანი, გამძაფრებულია ლოგიკური აზროვნება, ამიტომ ადვილად შეძლებთ საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვას ან გათვლებში შეცდომების პოვნას. ანალიტიკური უნარები დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, როგორ გაზარდოთ კაპიტალი. უნდა გამოიყენოთ დღევანდელი შანსი, რომ ფულთან დაკავშირებული თქვენი მოქმედებები (გარდა სარისკო და დაუფიქრებელი ქმედებებისა) წარმატებული იქნება.
ტყუპი: დღეს თქვენს ცხოვრებაში სამ რამეს არა აქვს ადგილი: სიტყვას „იქნებ“, ინტუიციასა და ბრმა იღბალს – მათ შეიძლება მწარედ დაგაღალატონ. არ უნდა გქონდეთ იმედი იმისა, რომ „ბედნიერი შემთხვევის“ წყალობით რაღაც კარგი მოხდება. თუ გინდათ, წარმატებას მიაღწიოთ, ყველა ნაბიჯი, მოქმედება, სიტყვა ლოგიკურად უნდა აწონ–დაწონოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო გაუგებრობებია მოსალოდნელი.
კირჩხიბი: თქვენში ემოციები მომძლავრდება, მაგრამ, ამავე დროს, ისინი წონასწორობაში იქნება. ეს დაგეხმარებათ, რომ მოვლენებს ჩაუღრმავდეთ. გარშემომყოფების განწყობა, მათი საქციელის მოტივები და ზოგიერთ შემთხვევაში აზრებიც კი თქვენთვის საიდუმლო არ იქნება. შესაძლოა, გარკვეულწილად ტელეპათიის ნიჭიც კი იგრძნოთ. გამოიყენეთ ეს ვითარება იმისთვის, რომ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტუაციის არსს ჩაწვდეთ.
პართენონი ათენში - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2022
ძველბერძნული მითოლოგიის რომელ ღმერთს შეესაბამება შენი ზოდიაქოს ნიშანი
ლომი: არ ღირს გარშემომყოფების ნდობა – ნებსით თუ უნებლიეთ, მათ შეიძლება დაგაღალატონ. ეს განსაკუთრებით უცნობ და ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს ეხება. თუ კარგად დააკვირდებით, შეიძლება დაინახოთ, რომ ვიღაც შეგნებულად გვნებთ, ავრცელებს ჭორებს ან ინტრიგებს ხლართავს თქვენ წინააღმდეგ. ასეთი შემთხვევები რომ აიცილოთ თავიდან, დღეს თქვენი წარმატების გასაღები ფხიზლად ყოფნა და ყურადღებიანობაა.
ქალწული: დღეს შეიძლება ძალზე მომთხოვნი იყოთ როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების მიმართ. გაქვთ ყველაფრის გაკონტროლების სურვილი; გეგმიდან ნებისმიერი გადახვევა, შესაძლოა, პირად შეურაცხყოფად მიიღოთ. ასეთი განწყობა აისახება ირგვლივ მყოფ ადამიანებზე, მაგრამ ასევე უსაყვედურებთ საკუთარ თავსაც. გაიაზრეთ, რომ ყველაფერი თქვეზე არაა დამოკიდებული – ასე ცხოვრება უფრო მარტივი გახდება.
სასწორი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ნებისმიერ წამოწყებაში მხარდაჭერა მიიღოთ. ეს, პირველ რიგში, სიყვარულსა და ურთიერთობებს ეხება – თუ აპირებთ რომანტიკულ ნაცნობობას, გრძნობების გამჟღავნებას ან ერთობლივი ცხოვრების გეგმებზე საუბარს, ამაზე უკეთეს დროს ვერ ნახავთ. ასევე კარგი დღეა საქმიანი კონტაქტებისთვის. მეგობრული, კოლეგიალური თუ სასიყვარულო თანამშრომლობა აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.
„თეთრი ღამე“ ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: წარმატების მიღწევის გარანტი დღეს სიფრთხილეა, რადგან შეიქმნება უამრავი დაძაბული მომენტი, როდესაც კონფლიქტამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. მოსალოდნელია უთანხმოებები და ურთიერთობების გარჩევები საყვარელ ადამიანთან, კამათი კოლეგებთან. დღემ რომ მშვიდად ჩაიაროს, ჩუმად და წყნარად აკეთეთ თქვენი საქმე, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და აღიჭურვეთ მოთმინებით.
მშვილდოსანი: დღეს ბედი თქვენი სიმტკიცის გამოცდას მოაწყობს, მაგრამ გაქვთ ძალა, რომ ამას დაუპირისპირდეთ. სავარაუდოდ, მოგიწევთ საკუთარი ინტერესების დაცვა, გარშემომყოფების თავდასხმის მოგერიებაც. ეს რომ არ მოხდეს, სჯობს, თავი შეიკავოთ, მშვიდად მოიძიოთ საჭირო არგუმენტები და წარუდგინოთ მოპაექრე მხარეს. თუ ემოციებს არ აჰყვებით, ნებისმიერი სიტუაციიდან შეძლებთ გამოსვლას.
თხის რქა: სასიამოვნო სიახლეების, მოვლენების, სიურპრიზების დღეა, მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ შეიძლება ეს ღირსეულად ვერ დააფასოთ და აპათია დაგეუფლოთ კიდეც, უკმაყოფილება გამოთქვათ. შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყოს, რომ ბოლო დროს ემოციები დაგიგროვდათ, ან, უბრალოდ, დაიღალეთ. სჯობს, გამოფხიზლდეთ და კარგ სიახლეებს, რაც ბედმა დღეს მოგიმზადათ, სათანადოდ დახვდეთ.
ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
ზოდიაქოს სამი ნიშანი - სამი ნამდვილი „ოტელო“
მერწყული: დღეს თქვენში საოცარი ორგანიზატორული ნიჭი გაიღვიძებს. შესაძლოა, მოგიწიოთ, მაგალითად, განყოფილების მართვა, ღონისძიების ან ახალი პროექტის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. სახლში კი მოიფიქრებთ, როგორ არ მოიწყინოს არავინ ირგვლივ. და თქვენ წარმოდგენაში ეს გამოიხატება, მაგალითად, სახლის საფუძვლიან დალაგებაში ოჯახის წევრების ძალებით...
თევზები: დღეს არც კი ეცადოთ გეგმების განხორციელებას, განსაკუთრებით იმ პუნქტების, რომლებზეც ბევრი რამაა მომავალში დამოკიდებული. თუ ამ რჩევას არ გაითვალისწინებთ, მოემზადეთ იმისთვის, რომ დღევანდელი წამოწყებები შუა გზაზე შეიძლება გაჩერდეს ან საერთოდ ჩაიშალოს. ამასთან, ნებისმიერი წამოწყება უამრავ საზრუნავს გაგიჩენთ. ამიტომ სჯობს, თუნდაც ერთი დღე მოიცადოთ და უფრო ხელსაყრელ დღეს იმოქმედოთ.
ყველა ახალი ამბავი
0