ზოდიაქოს სამი ნიშანი - სამი ნამდვილი „ოტელო“

© Pixabay / stuxვარსკვლავებიანი ცა
ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
ასტროლოგებმა გამოყვეს ზოდიაქოს ყველაზე ეჭვიანი ნიშნების სამეული. ამ ნიშნების წარმომადგენლები ხშირად მზად არიან, ეჭვიანობის ნიადაგზე ყველაფერზე წავიდნენ.
ცოლქმრული თანაცხოვრება ურთიერთნდობაზეა აგებული, მაგრამ ცხოვრება ხშირად გვიმზადებს სხვადასხვა გამოცდასა და იმედგაცრუებას ქორწინებაში უნდობლობისა და ეჭვიანობის სახით. სანამ სერიოზულ ურთიერთობებს დაიწყებთ, იქნებ გაეცნოთ ეჭვიან მამაკაცთა ტრიოს – ზოდიაქოს სამი ნიშნის დახასიათებას.

გაიგეთ, როგორია სავარაუდო სცენარი თითოეულ შემთხვევაში, როდესაც ეს ნიშნები ეჭვიანობას იწყებენ, როგორ შეიძლება განვითარდეს და დასრულდეს მათთან ურთიერთობები, რამდენად ხართ მზად ამისთვის და თქვენ როგორ მოიქცეოდით ასეთ ვითარებაში?
მორიელი
ამ ნიშნის მთავარი მამაკაცური თვისებაა ძალაუფლება და პრინციპულობა. აშკარად გამოხატული ემოციურობა ნიშნის წყლის სტიქიით აიხსნება. ბუნებამ ისინი მაღალი მომთხოვნელობით დააჯილდოვა. მორიელი მამაკაცი უთვალთვალებს თავის ქალს, დაკითხვას უწყობს და აკონტროლებს სიტუაციას. მათ დაკვირვებულ თვალს არანაირი წვრილმანი არ გამოეპარება. შეუძლიათ ეჭვიანობით დატანჯონ თავიანთი მეორე ნახევარი, სანამ მის ერთგულებაში არ დარწმუნდებიან. და ესეც არ იქნება საკმარისი – ყველანაირ ცოდვაში დასდებენ ბრალს და უსულო საგნებზეც კი იეჭვიანებენ.

თავიანთი ყოვლისმომცველი სიყვარულით ისინი, უბრალოდ, ახრჩობენ თავიანთ პარტნიორს და არ ფიქრობენ, რომ ეს ძალზე არაკომფორტული და მორალურად დამთრგუნველია; მაგრამ გაშვებაც არ შეუძლიათ, რადგან დაბადებით მესაკუთრენი არიან, მიაჩნიათ, რომ რაც მათია, მხოლოდ მათი უნდა იყოს.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
ზოდიაქოს ნიშნები: ერთი ნაბიჯი სიყვარულიდან სიძულვილამდე
არასდროს უამბოთ მორიელ მამაკაცს თქვენი წარსული კავშირების შესახებ – ეს მათ გულებში სამუდამოდ ჩაიბეჭდება და არაერთხელ შეგახსენებენ ამას. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ამის დავიწყება, კავშირის შესანარჩუნებლად ნებისმიერი ხერხით ეცდებიან ქორწინების გაუმჯობესებას.

მრისხანებისა და ეჭვიანობის დროს ისინი ნებისმიერი წვრილმანის გამო იწყებენ კონფლიქტს. ეჭვიანობა უმიზეზოდ – ეს მათი სავიზიტო ბარათია. იდეალურად მოწყობილი პროვოკაცია კი ნამდვილი შურისძიება გახდება იმისთვის, რომელმაც თუნდაც აზრად გაივლო ღალატი. ამ ქარიშხლის შესაკავებლად ქალს რკინისებრი არგუმენტები უნდა ჰქონდეს, ხოლო რამდენად იმოქმედებს ის – ეს სხვა საკითხია.
ვერძი
ვერძების ხასიათის მთავარი თვისება თავშეუკავებლობაა; მაგრამ ისინი არასდროს დაიწყებენ უპატიოსნო თამაშს ან ეშმაკობას. პირდაპირობა და პატიოსნება ხანდახან მათ წისქვილზე არ ასხამს წყალს. სასიყვარულო ურთიერთობებში მათ ყოველ ჯერზე სჭირდებათ, რომ დაუმტკიცონ ქალს, როგორ უყვართ ის. ხანდახან კი ქალის გულის დაპყრობა ხელახლა, სხვაგვარად უწევთ და ამისთვის უზარმაზარ ძალისხმევას იყენებენ. ქალი კი იყენებს თავის უფლებას, იყოს სასურველი და საყვარელი ყოველ დღეს.
ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
ზოდიაქო: ყველაზე ვნებიანი ნიშნები
და როდესაც ქალი აცნობიერებს, რომ პოპულარულია, ის სხვა მამაკაცთან ფლირტის პროვოცირებას იწყებს. ეს ტაქტიკა უკუმიმართულებით მუშაობს და ვერძს აგრესიული საქციელისკენ უბიძგებს, მისი მრისხანების საგანი, როგორც წესი, უდანაშაულო ადამიანი ხდება. ხშირად ის თავის პოტენციურ მეტოქეზე ანთხევს თავის ბრაზს. ვერძი დიდხანს არ ფიქრობს – თავის სიმართლეს მუშტი-კრივით იცავს.

რაც ნიშანდობლივია, სწორედ ასეთი მოქმედებები ახდენს შთაბეჭდილებას ქალებზე და ვარსკვლავურ პერსონაზე ყურადღებას ამახვილებენ. ქალები ამ თვისების თავის იარაღად გამოყენებას ცდილობენ და ფიქრობენ, რომ დიდი ძალისხმევის გამოჩენა აღარ სჭირდებათ. მაგრამ ეს მხოლოდ მათი ფიქრებია. სინამდვილეში როგორც კი ვერძი იგრძნობს, რომ მისით მანიპულირებენ, ის ქალის ჰორიზონტიდან გაქრება. მაგრამ შემდეგ, სხვა ქალთან ურთიერთობისას, ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო უჭირს თავისი ქალის ნდობა და მისთვის თავისი დაჭრილი გულის გახსნა.
თხის რქა
თითქოსდა ამ რეიტინგში არაფერი ესაქმებათ ისეთ თავდაჯერებულ და მშვიდ პიროვნებებს, როგორიც თხის რქები არიან. მაგრამ საქმე ისაა, რომ თავიანთ თვისებებს ისინი კარგად მალავენ, იკეთებენ გულგრილობის ნიღაბს, რომლის უკან უზარმაზარი ეჭვიანობა იმალება. ეს ყველაფერი იმითაა განპირობებული, რომ თხის რქები მიჩვეული არიან ცივი გონებით განსჯას როგორც ფინანსურ, ისე სასიყვარულო საქმეებში. მუდამ ცდილობენ მაქსიმალურად დამალონ თავიანთი ნამდვილი ემოციები. თუმცა, ქალებს ყოველთვის აინტერესებთ, რა იმალება მათი სიმშვიდისა და გულგრილობის ნიღბის უკან.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ზოდიაქო: როდის და რატომ ღალატობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
და ყველა ეს ექსპერიმენტი სავალალოდ სრულდება. თხის რქები ერთ დღესაც ვეღარ იკავებენ თავს და მრისხანებას საყვარელ ქალზე ანთხევენ; თან უკვირთ, როგორ გამოვიდა სიტუაცია კონტროლიდან და როგორ გაუშვეს ხელიდან რაღაც. იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ ყველა გაუგებრობა ემოციურ დონეზე მოხდა. მაშინ იწყებენ ფიქრს ქალის ღალატზე და მას უსაფუძვლო მოტივებს უყენებენ. ამ მომენტიდან იწყება სიბრაზის, წყენის ზრდა, ხოლო სიყვარული სიძულვილში გადადის.

ბევრი მათგან იწყებს თავისი ქალისთვის ყველაფერი აუცილებლის ჩამორთმევას, შედეგად, ქალი კვლავ აბრეშუმივით ხდება. თუმცა, ამ ნიშნის ცინიკური განწყობა საჭირო შედეგებს არასდროს იძლევა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ურთიერთობები არაფრით მთავრდება. მაგრამ სანამ თხის რქას ომს გამოუცხადებთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ: იქნებ ღირს მისი პატივისცემის მოპოვება და ხასიათის ამ თვისების თანდათანობით „მორჯულება“?
ყველა ახალი ამბავი
0