https://sputnik-georgia.com/20221110/sad-imaleba-qalis-silamaze-272068901.html
სად იმალება ქალის სილამაზე, ანუ რბოლა მარადიული ახალგაზრდობისთვის
სად იმალება ქალის სილამაზე, ანუ რბოლა მარადიული ახალგაზრდობისთვის
Sputnik საქართველო
ნაოჭებს ვერსად გაექცევი... ასაკოვანი, რომელიც ახალგაზრდავდება – ეს სასაცილოა, მიიჩნევს მაია პლისეცკაია. 10.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-10T11:45+0400
2022-11-10T11:45+0400
2023-08-17T10:49+0400
საინტერესო ადამიანები
წასაკითხი ამბები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22917/85/229178520_0:167:3047:1881_1920x0_80_0_0_49ad0cc925d03f708b1dd12635aa8806.jpg
ბევრ ქალს ეშინია დაბერების. ეშინია ნაოჭების. მაგრამ სილამაზე ხომ კანის სიგლუვეში არაა... ლამაზი შეიძლება იყოს 90 წლის ქალის დანაოჭებული სახე, რომლის უკან ამდენი განცდა და ემოცია იმალება.სილამაზე თვალებშია, მზერაში.უფრო ცუდად გამოიყურება ქალი, რომელიც 70 წლის ასაკში თავისი შვილიშვილის თანატოლად გამოიყურება. და ამ დროს ის არ ცხოვრობს სრულფასოვანი ცხოვრებით, მუდმივად ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება, ის „ჩაციკლულია“ თავის სილამაზეზე.და რისთვისაა მთელი ეს რბოლა გარეგნული ახალგაზრდობისკენ? განა ნაოჭების არარსებობა ადამიანს ბედნიერს ხდის? ან მოგწონთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, ან - არა.არ არის ლამაზი, როდესაც ქალი მუდმივად ახალგაზრდავდება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ხომ არიან ქალები, რომლებიც ასაკშიც იზიდავენ ადამიანების მზერას საოცარი ძალით.რას ამბობდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბალერინა, ქორეოგრაფი მაია პლისეცკაია (1925-2015) ამასთან დაკავშირებით:არიან ქალები, რომლებიც არ ერიდებიან თავიანთ ნაოჭებს, არ ეშინიათ ისე გამოიყურებოდნენ, როგორი ასაკიც აქვთ. ბევრად მნიშვნელოვანი ხომ სულიერი მდგომარეობაა. თუ ქალი კეთილია, გამგები, გულისხმიერი, მგრძნობიარე, მას ყოველი გათენებული დღე უხარია, არ „იციკლება“ გარეგნობაზე, აინტერესებს რაღაც, აკეთებს საყვარელ საქმეს ან დროს საყვარელ ადამიანებთან ატარებს, ის, ყველაფრის მიუხედავად, მშვენივრად გამოიყურება.
https://sputnik-georgia.com/20161111/fani-ardani-minda-eSafotamde-RimiliTa-da-xelSi-Wiqa-RviniT-mivide-233787127.html
https://sputnik-georgia.com/20161117/julia-robertsi-garegnobas-mniSvneloba-ara-aqvs-Tu-Sinaganad-carieli-xar-233845504.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22917/85/229178520_158:0:2889:2048_1920x0_80_0_0_58e90e02ef1adc3472f69c6054652259.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები, ექიმის რჩევები
საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები, ექიმის რჩევები
სად იმალება ქალის სილამაზე, ანუ რბოლა მარადიული ახალგაზრდობისთვის
11:45 10.11.2022 (განახლებულია: 10:49 17.08.2023) ნაოჭებს ვერსად გაექცევი... ასაკოვანი, რომელიც ახალგაზრდავდება – ეს სასაცილოა, მიიჩნევს მაია პლისეცკაია.
ბევრ ქალს ეშინია დაბერების. ეშინია ნაოჭების. მაგრამ სილამაზე ხომ კანის სიგლუვეში არაა... ლამაზი შეიძლება იყოს 90 წლის ქალის დანაოჭებული სახე, რომლის უკან ამდენი განცდა და ემოცია იმალება.
სილამაზე თვალებშია, მზერაში.
უფრო ცუდად გამოიყურება ქალი, რომელიც 70 წლის ასაკში თავისი შვილიშვილის თანატოლად გამოიყურება. და ამ დროს ის არ ცხოვრობს სრულფასოვანი ცხოვრებით, მუდმივად ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება, ის „ჩაციკლულია“ თავის სილამაზეზე.
და რისთვისაა მთელი ეს რბოლა გარეგნული ახალგაზრდობისკენ? განა ნაოჭების არარსებობა ადამიანს ბედნიერს ხდის? ან მოგწონთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, ან - არა.
არ არის ლამაზი, როდესაც ქალი მუდმივად ახალგაზრდავდება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ხომ არიან ქალები, რომლებიც ასაკშიც იზიდავენ ადამიანების მზერას საოცარი ძალით.
რას ამბობდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბალერინა, ქორეოგრაფი მაია პლისეცკაია (1925-2015) ამასთან დაკავშირებით:
„ნაოჭებს ვერსად გაექცევი... მაგრამ ასაკოვანი ქალი ან მამაკაცი, რომელიც ახალგაზრდავდება – ეს სასაცილოა... იცით, არის ძველი ბაღი და ახალი ბაღი. მაგრამ მოვლილია თუ არა ის – ეს უკვე სულ სხვა საქმეა. იგივე ითქმის ადამიანის სახეზე – ყოველთვის ჩანს, მოვლილია თუ არა ის“.
არიან ქალები, რომლებიც არ ერიდებიან თავიანთ ნაოჭებს, არ ეშინიათ ისე გამოიყურებოდნენ, როგორი ასაკიც აქვთ. ბევრად მნიშვნელოვანი ხომ სულიერი მდგომარეობაა.
თუ ქალი კეთილია, გამგები, გულისხმიერი, მგრძნობიარე, მას ყოველი გათენებული დღე უხარია, არ „იციკლება“ გარეგნობაზე, აინტერესებს რაღაც, აკეთებს საყვარელ საქმეს ან დროს საყვარელ ადამიანებთან ატარებს, ის, ყველაფრის მიუხედავად, მშვენივრად გამოიყურება.