ჯულია რობერტსი: გარეგნობას მნიშვნელობა არა აქვს, თუ შინაგანად ცარიელი ხარ

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიჯულია რობერტსი
ჯულია რობერტსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკუთარ გარეგნობას რომ სხვა თარგზე გამოჭრი, განა შეიძლება თქვა, რომ კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით? – არა. მინდა, რომ კარგად გაიგოთ: მნიშვნელობა არა აქვს, როგორ გამოიყურები გარეგნულად, თუ შინაგანად აბსოლუტურად ცარიელი ხარ.

ჯულია რობერტსი მოუწოდებს ქალებს, თავი დაანებონ მხოლოდ გარეგნულ სილამაზეზე ზრუნვას, ეს ვნებს მათ ჯანმრთელობასა და ბუნებრიობას. გთავაზობს ამერიკელი „ლამაზმანი“ მსახიობის წერილს:

„სრულყოფილება ბევრი ერის დაავადებაა. ჩვენ ვიფარავთ სახეებს ტონობით მაკიაჟით; რეგულარულად ვიკეთებთ ბოტოქსს, თავს ვიკლავთ შიმშილით, რათა „იდეალური წონის“ პარამეტრებში ჩავეტიოთ. ვცდილობთ, გამოვასწოროთ ის, რასაც გამოსწორება საერთოდ არ სჭირდება. ხოლო ის, რაზეც პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ, ყურადღების მიღმა გვრჩება.

იცით, ეს რა არის?

ეს ჩვენი სულია, რომელსაც საგულდაგულო ზრუნვა და მოვლა სჭირდება. დროა, ამას მივხედოთ. გულწრფელად თქვით, როგორ შეგიძლიათ ელოდოთ, რომ ვინმე შეგიყვარებთ, თუ თავად არ გიყვართ საკუთარი თავი? საკუთარ გარეგნობას რომ სხვა თარგზე გამოჭრით, განა შეიძლება თქვათ, რომ კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით? – არა. მინდა, რომ კარგად გაიგოთ: მნიშვნელობა არა აქვს, როგორ გამოიყურები გარეგნულად, თუ შინაგანად აბსოლუტურად ცარიელი ხარ.

CC0 / David Shankbone / Julia Roberts 2011 Shankboneდავიღალე სხვისი სახის ტარებით. დროა, ნიღბები მოვიხსნათ
დავიღალე სხვისი სახის ტარებით. დროა, ნიღბები მოვიხსნათ - Sputnik საქართველო
დავიღალე სხვისი სახის ტარებით. დროა, ნიღბები მოვიხსნათ

დღეს მინდა ყველას ვუთხრა: აღარ შევეგუები მაკიაჟს. აღარ მინდა მაკიაჟის გაკეთება, რადგან დავიღალე სხვისი სახეების ტარებით. დროა, ნიღბები მოვიხსნათ. ვიცი, რომ ნაოჭები მაქვს, მაგრამ მინდა, დავინახო ისინი. ეს ხომ მე ვარ — ნამდვილი მე. მინდა ისეთი მიმიღოთ, როგორიც ვარ.

დღეს სამყარო გარეგნობაზეა შეშლილი. ვერც წარმოიდგენთ იმ კომპანიების ბრუნვას, რომლებმაც გონებაში ჩაგიჭედეს აზრი, რომ მთელი ფინანსები უნდა ჩადოთ სიბერის ნიშნების დამალვაში და ამისთვის არაჯანსაღი და არაბუნებრივი, ასაკის საწინააღმდეგო პროდუქტები გამოიყენოთ.

ფანი არდანი - Sputnik საქართველო
ფანი არდანი: მინდა ეშაფოტამდე ღიმილითა და ხელში ჭიქა ღვინით მივიდე

21-ე საუკუნის სილამაზის პრინციპები აშკარად შეიძლება განისაზღვროს, როგორც არანორმალური. ესაა სილამაზე სტეროიდებზე, რომელიც მთელ მსოფლიოში ვირუსივით ვრცელდება. ეს საშინელებაა!

გესმით, რომ ხელოვნური ესთეტიკა მართავს სამყაროს? ჩვენ მას, გარეგნობასთან დაკავშირებით საკუთარი ილუზიების ტყვეობაში, ციხეში ვყავართ გამომწყვდეული. იმის ნაცვლად, რომ ვიცხოვროთ და ჩვენს ბუნებას მივყვეთ, იძულებული ვართ, სილამაზის იმ კანონებს გავყვეთ, რომლებსაც თავს გვახვევენ.

მაგრამ, იცით, რა?

დავიღალე ამისგან. და ჩემს თავს ვეუბნები: გეყოფა. მოგიწოდებთ ყველას, შეჩერდეთ და გაიხსენოთ, ვინ ხართ და რა გსურთ სინამდვილეში.

ვერავინ ვერასდროს შეძლებს, სილამაზის კრიტერიუმებს 100%-ით შეესატყვისებოდეს. გარეგნობა — ბოლოა, რაც ადამიანში უნდა ფასდებოდეს. ყველაფერი, რასაც მნიშვნელობა აქვს — ეს სულია. ეს სამუდამოდ დაიმახსოვრეთ".

ყველა ახალი ამბავი
0