https://sputnik-georgia.com/20221110/nacmozraobis-gadatvcirtva-meliam-gamowveva-miiro-272087986.html
სჭირდება თუ არა „გადატვირთვა“ „ნაცმოძრაობას“ - ნიკა მელიამ გამოწვევა მიიღო
სჭირდება თუ არა „გადატვირთვა“ „ნაცმოძრაობას“ - ნიკა მელიამ გამოწვევა მიიღო
Sputnik საქართველო
ნიკა მელიას მოწინააღმდეგე მისივე თანაპარტიელები მიიჩნევენ, რომ მას ლეგიტიმაცია არ ჰყოფნის. 10.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-10T17:19+0400
2022-11-10T17:19+0400
2022-11-10T20:27+0400
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260222459_0:277:1024:853_1920x0_80_0_0_62b96c3932c970d981c2d2a00a5548c4.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას დათანხმდა, რასაც მისი თანაპარტიელების ნაწილი მოითხოვს. ისინი მიიჩნევენ, რომ პარტიის ამჟამინდელ ლიდერს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.კულუარული ინფორმაციის გავრცელება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ უთანხმოებების შესახებ ჯერ კიდევ 2021 წელს, საქართველოში „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებლის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო. დაპირისპირებული მხარეები ღია დაპირისპირებაზე უკვე 2022 წლის შემოდგომაზე გადავიდნენ.მისი თქმით, დეტალებს, თუ როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, პარტია განიხილავს, მათ შორის მათი მონაწილეობით, ვინც „ძალიან ნაჩქარევი განცხადება“ გააკეთა და ვისაც, როგორც ჩანს, „შორს მიმავალი მიზნები აქვს“.„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ბაჩო დოლიძემ გულდასაწყვეტი უწოდა იმ ფორმას, რომლითაც პარტიის წარმომადგენელთა ნაწილმა მელიას გადადგომა მოითხოვა.„რატომ, როგორ და რანაირად დაიგეგმა ეს ყველაფერი, ეს უკვე ამ ჯგუფს უნდა ვკითხოთ. თუმცა ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია ის ფორმა, რომელიც იყო შერჩეული. არჩევნების პერიოდთან და ფორმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ კონსულტაციების შემდეგ, როგორც ნიკამ თქვა, მათ შორის ამ ადამიანების ჩართულობით“, – განაცხადა დოლიძემ.„ნაციონალური მოძრაობა“ განხეთქილების ზღვარზეა: რა ხდება ოპოზიციურ პარტიაში?>>მელიას განცხადებით კმაყოფილი დარჩა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილიც.„მე ვარ მომხრე განახლების და ვარ მომხრე ცვლილებების. პარტიის თავმჯდომარეები მიდიან და მოდიან, ამაში არაფერია ტრაგიკული, არანორმალური და არც პარტიის სისუსტეზე მეტყველებს, მეტიც, პარტიის სიძლიერეა, როცა არის უამრავი ლიდერი „ნაცმოძრაობის“ გარშემო, ვისაც შეუძლია პარტიის გაძლიერება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.მისი თქმით, ახლა საჭიროა ყველაფრის სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე ორგანიზება.ამავე დროს ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ თვითონ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის ახალ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.„არანაირი პარტიის თავმჯდომარის პოსტი ლევან ხაბეიშვილს არ აინტერესებს. რაც არ გამორიცხავს, რომ მაქვს კონკრეტული პოზიცია ცვლილებებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლები ამჟამინდელი თავმჯდომარით იმედგაცრუებული არიან.თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გემი იძირება>>„უნდა ჩატარდეს არჩევნები, რადგან ლეგიტიმაციის პრობლემა არსებობს... ამომრჩევლები იმედგაცრუებული არიან“, – განაცხადა კაპანაძემ.მისი თქმით, შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების მოთხოვნა მოტივირებულია პარტიისა და შიდა დემოკრატიის გაძლიერების სურვილით.„სამწუხაროდ, [მხარდამჭერები] ჩვენი შეცდომების გამო არიან გულგატეხილი და იმედგაცრუებულნი. დაგროვდა პრობლემები... დღეს პარტიას სჭირდება გადატვირთვა. მნიშვნელოვანია, ამ ბრძოლიდან გამოვიდეთ გაძლიერებულნი“, – განაცხადა კაპანაძემ.„ოცნების“ ხედვა„ნაცმოძრაობის“ პრობლემა არა პარტიის ხელმძღვანელობაში, არამედ ღირებულებების არარსებობაშია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავს დააწია ის, რაც ქვეყნისთვის უნდოდა – ქვეყნისთვის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდნენ და რიგგარეშე არჩევნები პარტიაში მიიღეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.კობახიძე: ევროპარლამენტის დეპუტატებმა ივანიშვილი გენიოსად აღიარეს>>მისი თქმით, პარტია, რომელიც „არის ავტორიტარული რეჟიმის ჩამომყალიბებელი“ საქართველოში, ოპოზიციიდანაც ზუსტად იმავე გონორით და მისწრაფებებით მოქმედებს.„სანამ ეს პარტია არ შეიცვლის ამ მიდგომებს, ამ პრინციპებს და არ აღიარებს დემოკრატიას, მანამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკაში მომავალი არ აქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პოზიციების დაკარგვა დაიწყო. ბოლო გამოკითხვებით, მისი მხარდაჭერა 7-დან 12 პროცენტამდე მერყეობს. 2022 წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 9-15% იყო.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260222459_150:274:923:853_1920x0_80_0_0_fc603d2ba92359b48529c9766ed74eac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
სჭირდება თუ არა „გადატვირთვა“ „ნაცმოძრაობას“ - ნიკა მელიამ გამოწვევა მიიღო
17:19 10.11.2022 (განახლებულია: 20:27 10.11.2022) ნიკა მელიას მოწინააღმდეგე მისივე თანაპარტიელები მიიჩნევენ, რომ მას ლეგიტიმაცია არ ჰყოფნის.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას დათანხმდა, რასაც მისი თანაპარტიელების ნაწილი მოითხოვს. ისინი მიიჩნევენ, რომ პარტიის ამჟამინდელ ლიდერს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
კულუარული ინფორმაციის გავრცელება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ უთანხმოებების შესახებ ჯერ კიდევ 2021 წელს, საქართველოში „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებლის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო. დაპირისპირებული მხარეები ღია დაპირისპირებაზე უკვე 2022 წლის შემოდგომაზე გადავიდნენ.
„მსურს ყველამ იცოდეს – ვიყავი მზად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ვარ და ვიქნები, მით უფრო, როცა ძალიან ბევრი სიმართლის თაობაზე მაქვს სასაუბრო საკუთარი პარტიის ამომრჩეველთან“, – განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, დეტალებს, თუ როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, პარტია განიხილავს, მათ შორის მათი მონაწილეობით, ვინც „ძალიან ნაჩქარევი განცხადება“ გააკეთა და ვისაც, როგორც ჩანს, „შორს მიმავალი მიზნები აქვს“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ბაჩო დოლიძემ გულდასაწყვეტი უწოდა იმ ფორმას, რომლითაც პარტიის წარმომადგენელთა ნაწილმა მელიას გადადგომა მოითხოვა.
„რატომ, როგორ და რანაირად დაიგეგმა ეს ყველაფერი, ეს უკვე ამ ჯგუფს უნდა ვკითხოთ. თუმცა ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია ის ფორმა, რომელიც იყო შერჩეული. არჩევნების პერიოდთან და ფორმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ კონსულტაციების შემდეგ, როგორც ნიკამ თქვა, მათ შორის ამ ადამიანების ჩართულობით“, – განაცხადა დოლიძემ.
მელიას განცხადებით კმაყოფილი დარჩა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილიც.
„მე ვარ მომხრე განახლების და ვარ მომხრე ცვლილებების. პარტიის თავმჯდომარეები მიდიან და მოდიან, ამაში არაფერია ტრაგიკული, არანორმალური და არც პარტიის სისუსტეზე მეტყველებს, მეტიც, პარტიის სიძლიერეა, როცა არის უამრავი ლიდერი „ნაცმოძრაობის“ გარშემო, ვისაც შეუძლია პარტიის გაძლიერება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ახლა საჭიროა ყველაფრის სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე ორგანიზება.
ამავე დროს ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ თვითონ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის ახალ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
„არანაირი პარტიის თავმჯდომარის პოსტი ლევან ხაბეიშვილს არ აინტერესებს. რაც არ გამორიცხავს, რომ მაქვს კონკრეტული პოზიცია ცვლილებებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლები ამჟამინდელი თავმჯდომარით იმედგაცრუებული არიან.
„უნდა ჩატარდეს არჩევნები, რადგან ლეგიტიმაციის პრობლემა არსებობს... ამომრჩევლები იმედგაცრუებული არიან“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების მოთხოვნა მოტივირებულია პარტიისა და შიდა დემოკრატიის გაძლიერების სურვილით.
„სამწუხაროდ, [მხარდამჭერები] ჩვენი შეცდომების გამო არიან გულგატეხილი და იმედგაცრუებულნი. დაგროვდა პრობლემები... დღეს პარტიას სჭირდება გადატვირთვა. მნიშვნელოვანია, ამ ბრძოლიდან გამოვიდეთ გაძლიერებულნი“, – განაცხადა კაპანაძემ.
„ნაცმოძრაობის“ პრობლემა არა პარტიის ხელმძღვანელობაში, არამედ ღირებულებების არარსებობაშია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავს დააწია ის, რაც ქვეყნისთვის უნდოდა – ქვეყნისთვის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდნენ და რიგგარეშე არჩევნები პარტიაში მიიღეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პარტია, რომელიც „არის ავტორიტარული რეჟიმის ჩამომყალიბებელი“ საქართველოში, ოპოზიციიდანაც ზუსტად იმავე გონორით და მისწრაფებებით მოქმედებს.
„სანამ ეს პარტია არ შეიცვლის ამ მიდგომებს, ამ პრინციპებს და არ აღიარებს დემოკრატიას, მანამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკაში მომავალი არ აქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პოზიციების დაკარგვა დაიწყო. ბოლო გამოკითხვებით, მისი მხარდაჭერა 7-დან 12 პროცენტამდე მერყეობს. 2022 წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 9-15% იყო.