https://sputnik-georgia.com/20221107/talakvaze-nacmozraobis-gemi-izireba-272000143.html
თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გემი იძირება
თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გემი იძირება
Sputnik საქართველო
ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი პოლიტიკური „შავი ფულის“ განაწილების პროცესი მიდის, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. 07.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-07T19:26+0400
2022-11-07T19:26+0400
2022-11-07T21:14+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
საქართველო
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136362_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_f8c2c2a4901a87846238144b90bc3d08.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეარხ „ფორმულის“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენების გადარჩენას ცდილობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და დეპუტატის მანდატზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე, ოქტომბერში „ნაცმოძრაობა“ ნიკა ობოლაძემ დატოვა. პოლიტიკოსმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზად პარტიაში ენერგიის ნაკლებობა და ქვეყანაში რაღაცის შეცვლის სურვილის არარსებობა დაასახელა. ობოლაძე მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ ამჟამინდელ შემადგენლობას არ აქვს შესაძლებლობა შეცვალოს ქვეყანაში ვითარება.გარდა ამისა, თალაკვაძის თქმით, ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ „კუთვნილი“ პოლიტიკური შავი ფულის, მათ მიერ მართული ტელევიზიების და გავლენების პირდაპირი გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს.„მათ სცადეს ერთად, ცალ-ცალკეც, დამარცხდნენ არაერთხელ ორივე ფორმით. ამიტომ დღეს ოპოზიციამ შეიძლება გამოიტანოს ერთადერთი დასკვნა, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია", – აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.მამულაშვილმა „ნაცმოძრაობა" დატოვა: ყოფილი თანამებრძოლებისა და მმართველი პარტიის რეაქცია>>უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ჯობს კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს დაიჭიროს. მან აღნიშნა, რომ დღეს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ „მოოლიგარქო პერსონაჟებიც".მაშინ ობოლაძემ განაცხადა, რომ მელიამ დავით კეზერაშვილის შესახებ თავისი სიტყვების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს. ობოლაძის პასუხად კი მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებს პოსტის დატოვებას და, ზოგადად, განსხვავებული აზრის გამოთქმა – ნორმალურია.კეზერაშვილი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ პარტიული პოლიტიკა მას არ აინტერესებს და არასდროს ერეოდა და არც აპირებს ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში. მან აღნიშნა, რომ უარს არ იტყვის ხელისუფლებასთან საერთო ბრძოლაზე და გააგრძელებს სამოქალაქო სექტორისა და მასმედიის მხარდაჭერას.„ნაცმოძრაობის“ დაშლა გარდაუვალია - „ქართული ოცნების“ დეპუტატი>>გარჩევები „ნაციონალურ მოძრაობაში“ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.მისი ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს ბრძოლა ფინანსებისა და შიდა გავლენების მოსაპოვებლად, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136362_180:0:1620:1080_1920x0_80_0_0_c24cf4e15221c597559fe6450a73ee82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გემი იძირება
19:26 07.11.2022 (განახლებულია: 21:14 07.11.2022) ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი პოლიტიკური „შავი ფულის“ განაწილების პროცესი მიდის, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეარხ „ფორმულის“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენების გადარჩენას ცდილობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და დეპუტატის მანდატზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო.
მანამდე, ოქტომბერში „ნაცმოძრაობა“ ნიკა ობოლაძემ დატოვა. პოლიტიკოსმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზად პარტიაში ენერგიის ნაკლებობა და ქვეყანაში რაღაცის შეცვლის სურვილის არარსებობა დაასახელა. ობოლაძე მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ ამჟამინდელ შემადგენლობას არ აქვს შესაძლებლობა შეცვალოს ქვეყანაში ვითარება.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პოლიტიკური გემი იძირება. დავით კეზერაშვილი ცდილობს ამ გემისგან გადარჩენილი ნაწილებით ნავი ან ტივი მაინც შეაკოწიწოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ღრმა კრიზისიდან გამომდინარე, დანარჩენმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა თუ ლიდერებმა დაინახეს, რომ უკვე ჩნდება თავისუფალი სივრცე ოპოზიციაში და ყველანაირად ცდილობენ ეს სივრცე აითვისონ", – განუცხადა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.
გარდა ამისა, თალაკვაძის თქმით, ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ „კუთვნილი“ პოლიტიკური შავი ფულის, მათ მიერ მართული ტელევიზიების და გავლენების პირდაპირი გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს.
„მათ სცადეს ერთად, ცალ-ცალკეც, დამარცხდნენ არაერთხელ ორივე ფორმით. ამიტომ დღეს ოპოზიციამ შეიძლება გამოიტანოს ერთადერთი დასკვნა, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია", – აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ჯობს კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს დაიჭიროს. მან აღნიშნა, რომ დღეს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ „მოოლიგარქო პერსონაჟებიც".
მაშინ ობოლაძემ განაცხადა, რომ მელიამ დავით კეზერაშვილის შესახებ თავისი სიტყვების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს. ობოლაძის პასუხად კი მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებს პოსტის დატოვებას და, ზოგადად, განსხვავებული აზრის გამოთქმა – ნორმალურია.
კეზერაშვილი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ პარტიული პოლიტიკა მას არ აინტერესებს და არასდროს ერეოდა და არც აპირებს ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში. მან აღნიშნა, რომ უარს არ იტყვის ხელისუფლებასთან საერთო ბრძოლაზე და გააგრძელებს სამოქალაქო სექტორისა და მასმედიის მხარდაჭერას.
გარჩევები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მისი ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს ბრძოლა ფინანსებისა და შიდა გავლენების მოსაპოვებლად, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა.