„ნაცმოძრაობის“ დაშლა გარდაუვალია - „ქართული ოცნების“ დეპუტატი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2022
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებამდე ვერ მიაღწევს ასეთი სახით, როგორც ახლაა, მიიჩნევს დეპუტატი მმართველი პარტიიდან.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ასეთი სახით მიღწევას, როგორიც დღეს არის, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ ალუდა ღუდუშაურმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და დეპუტატის მანდატზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომისტი მამულაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ სიით მოხვდა. პარლამენტში ის ჯანდაცვის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი იყო.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ იმდენად სიღრმისეულია ეს პრობლემები, ფაქტია, რომ მისი დაშლა გარდაუვალია. ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურად ამის მომსწრენი ვართ. ეს პროცესი შეუქცევადია და ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთი სახით, როგორიც დღეს არის, 2024 წლის არჩევნებამდე ვერ მიაღწევს“, – განუცხადა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს.

გუშინ მამულაშვილმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან და პარტიაში სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას. მისი თქმით, ტრაგიკული ისაა, რომ ეს ერთსა და იმავე დროს ყველას და არავის ბრალია, რაც პოლიტიკურ ჩიხს კიდევ უფრო ამყარებს.
მანამდე, ოქტომბერში „ნაცმოძრაობა“ ნიკა ობოლაძემ დატოვა. პოლიტიკოსმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზად პარტიაში ენერგიის ნაკლებობა და ქვეყანაში რაღაცის შეცვლის სურვილის არარსებობა დაასახელა. ობოლაძე მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ ამჟამინდელ შემადგენლობას არ აქვს შესაძლებლობა შეცვალოს ქვეყანაში ვითარება.
მამულაშვილმა „ნაცმოძრაობა" დატოვა: ყოფილი თანამებრძოლებისა და მმართველი პარტიის რეაქცია>>
ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში ობოლაძემ განაცხადა, რომ მელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებ თავისი სიტყვების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს. მაშინ მელიამ თქვა, რომ უმჯობესი იქნება, თუ კეზერაშვილი ოპოზიციისგან თავს შორს დაიჭერს.
ობოლაძის პასუხად კი მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებს პოსტის დატოვებას და, ზოგადად, განსხვავებული აზრის გამოთქმა – ნორმალურია.
რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მისი ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
„ეს აღსარებაა": ვიცე-სპიკერი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის განცხადებაზე>>
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს ბრძოლა ფინანსებისა და შიდა გავლენების მოსაპოვებლად, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0