https://sputnik-georgia.com/20221101/es-agsarebaa-talakvadze-boboxidzis-gancxadebaze-271846276.html
„ეს აღსარებაა": ვიცე-სპიკერი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის განცხადებაზე
„ეს აღსარებაა": ვიცე-სპიკერი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის განცხადებაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის აკაკი... 01.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-01T17:57+0400
2022-11-01T17:57+0400
2022-11-01T21:15+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136534_0:102:1620:1014_1920x0_80_0_0_084e5148a4aa66ae222e4989fea37c63.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებას „დაგვიანებული აღსარება“ უწოდა.ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში ბობოხიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში იყო ავტორიტარიზმი, ძალაზე დამყარებული წესრიგი. მისი თქმით, ისინი ცდილობდნენ ქართველი ხალხი წესრიგისთვის არა აღზრდის, არამედ მოთხოვნების გზით შეეჩვიათ. ამასთან, ბობოხიძემ აღნიშნა, რომ მათ უდიდესი შეცდომები დაუშვეს, თუმცა დრო არ ჰქონდათ და სწრაფად უნდა ემოქმედათ.მისი თქმით, მხოლოდ ერთი განცხადებით შეუძლებელია იმის აღწერა, თუ როგორ მუშაობდა ყოფილი ხელისუფლება.„ისინი არღვევდნენ ყველა ფუნდამენტურ უფლებას, რაზეც დგას თანამედროვე საზოგადოება, ევროპა, დასავლეთი“, – დაამატა თალაკვაძემ.„ქართულ ოცნებაში“ მათი მმართველობის მთავარ მიღწევებს შორის ადამიანის უფლებებისა და კერძო საკუთრების დაცვას ასახელებენ. უდავოა, პრობლემა ახლაც აქტუალურია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში საუბარი ისეთ მასშტაბებზე მიდიოდა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური დუღილის ხარისხმა მაქსიმუმს მიაღწია.ბოლო წვეთი ციხის სკანდალი იყო. გადატვირთულ ციხეებში არსებული სისასტიკის შესახებ საზოგადოებაში დიდი ხანია საუბრობდნენ, მაგრამ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც ტელევიზიით გავრცელდა ქართულ ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრები, ეს ნამდვილი შოკი იყო, რამაც კენჭისყრის შედეგები განსაზღვრა.დღეს „ქართული ოცნება“ სიამაყით აცხადებს, რომ პატიმართა რაოდენობა 2,5-ჯერ, ხოლო ციხეებში ლეტალობის მაჩვენებელი 12-ჯერ შემცირდა. მიუხედავად ამისა, პენიტენციური დაწესებულებები კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, თუმცა უკვე სხვა მიზეზით.ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის მაისში დააკავეს ექს-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი – ადამიანი, რომლის ხელშიც პოლიცია გადაიქცა სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე სანდო ინსტიტუტად. მეორე მხრივ, მისმა მკაცრმა და უკომპრომისო მეთოდებმა ათასობით ადამიანში შიში დათესა.გისოსებს მიღმა აღმოჩნდა ბევრი ყოფილი ჩინოვნიკი, მათ შორის თბილისის ექს-მერი გიგი უგულავა.სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა ყოფილი გენპროკურორისა და იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილისა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ – მათზე ძებნა გამოცხადდა და განაჩენი დაუსწრებლად იქნა გამოტანილი. ამ სამეულიდან პატიმრობაში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, რომელიც სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა და თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136534_118:0:1558:1080_1920x0_80_0_0_96480bb0611f60d4b66f4b9bd1cbe0bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებას „დაგვიანებული აღსარება“ უწოდა.
ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში ბობოხიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში იყო ავტორიტარიზმი, ძალაზე დამყარებული წესრიგი. მისი თქმით, ისინი ცდილობდნენ ქართველი ხალხი წესრიგისთვის არა აღზრდის, არამედ მოთხოვნების გზით შეეჩვიათ. ამასთან, ბობოხიძემ აღნიშნა, რომ მათ უდიდესი შეცდომები დაუშვეს, თუმცა დრო არ ჰქონდათ და სწრაფად უნდა ემოქმედათ.
„ეს არის არა აკაკი ბობოხიძის განცხადება, არამედ აკაკი ბობოხიძის აღსარება და ეს არის ცოტათი დაგვიანებულიც კი იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა. თუმცა, კარგია, რომ საბოლოო ჯამში ასეთ განცხადებებს უკვე ვისმენთ, რადგან ეს დიდი ხნით ადრე უნდა გაეკეთებინათ „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ წარმომადგენლებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, მხოლოდ ერთი განცხადებით შეუძლებელია იმის აღწერა, თუ როგორ მუშაობდა ყოფილი ხელისუფლება.
„ისინი არღვევდნენ ყველა ფუნდამენტურ უფლებას, რაზეც დგას თანამედროვე საზოგადოება, ევროპა, დასავლეთი“, – დაამატა თალაკვაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ მათი მმართველობის მთავარ მიღწევებს შორის ადამიანის უფლებებისა და კერძო საკუთრების დაცვას ასახელებენ. უდავოა, პრობლემა ახლაც აქტუალურია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში საუბარი ისეთ მასშტაბებზე მიდიოდა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური დუღილის ხარისხმა მაქსიმუმს მიაღწია.
ბოლო წვეთი ციხის სკანდალი იყო. გადატვირთულ ციხეებში არსებული სისასტიკის შესახებ საზოგადოებაში დიდი ხანია საუბრობდნენ, მაგრამ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც ტელევიზიით გავრცელდა ქართულ ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრები, ეს ნამდვილი შოკი იყო, რამაც კენჭისყრის შედეგები განსაზღვრა.
დღეს „ქართული ოცნება“ სიამაყით აცხადებს, რომ პატიმართა რაოდენობა 2,5-ჯერ, ხოლო ციხეებში ლეტალობის მაჩვენებელი 12-ჯერ შემცირდა. მიუხედავად ამისა, პენიტენციური დაწესებულებები კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, თუმცა უკვე სხვა მიზეზით.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის მაისში დააკავეს ექს-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი – ადამიანი, რომლის ხელშიც პოლიცია გადაიქცა სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე სანდო ინსტიტუტად. მეორე მხრივ, მისმა მკაცრმა და უკომპრომისო მეთოდებმა ათასობით ადამიანში შიში დათესა.
გისოსებს მიღმა აღმოჩნდა ბევრი ყოფილი ჩინოვნიკი, მათ შორის თბილისის ექს-მერი გიგი უგულავა.
სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა ყოფილი გენპროკურორისა და იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილისა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ – მათზე ძებნა გამოცხადდა და განაჩენი დაუსწრებლად იქნა გამოტანილი. ამ სამეულიდან პატიმრობაში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, რომელიც სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა და თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.