https://sputnik-georgia.com/20221107/xalxis-zala-radikalizms-saqartvelosi-xalxis-zala-asazrdoebs-271991728.html
„ხალხის ძალა“: რადიკალიზმს საქართველოში აშშ-ის საელჩო ასაზრდოებს
„ხალხის ძალა“: რადიკალიზმს საქართველოში აშშ-ის საელჩო ასაზრდოებს
Sputnik საქართველო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მასმედია სიცრუისა და სიძულვილის ტირაჟირებას ეწევა, აცხადებენ „ხალხის ძალაში". 07.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-07T15:41+0400
2022-11-07T15:41+0400
2022-11-07T20:19+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_0:19:1610:925_1920x0_80_0_0_8f2abe2710a07dfc1872c6cb5b012e3e.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. რადიკალიზმი, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტი, აშშ-ის საელჩოს მიერ არის დაკვეთილი და ნასაზრდოები, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წერილში.„ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. აღნიშნულმა პირებმა მანამდე „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.წერილის ავტორების აზრით, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა სიცრუე და სიძულვილის ენა მასმედიაში. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მასმედია სიცრუისა და სიძულვილის ტირაჟირებას ეწევა.როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, თანამედროვე მასმედიაში უკიდურესი სიცრუისა და სიძულვილის ენის აღკვეთის ნებისმიერ მცდელობას როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ეწინააღმდეგებიან ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფალი სიტყვის საფარქვეშ, სინამდვილეში, იცავენ თავიანთი პოლიტიკური ჰეგემონიის მთავარ იარაღს – ტყუილსა და სიძულვილს.ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მთავარ ინსტრუმენტად საქართველოში „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი მასმედია გახდა, მიიჩნევენ წერილის ავტორები.„ნაცმოძრაობის" კუთვნილი ტელევიზიები სრულად ჩაკეტილი არიან ნებისმიერი ალტერნატიული აზრისთვის და ისინი დაუფარავად ებრძვიან ყველაფერ ქართულს, განსაკუთრებით კი - სახელმწიფო ინტიტუტებსა და ეკლესიას, აგრესიულად ცდილობენ, დანერგონ იმგვარი აზროვნება და ფსევდოღირებულებები, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის ორგანულად არის მიუღებელი“, – ნათქვამია წერილში.„ხალხის ძალა“ ე.წ. ლიბერალების აგრესიულ კამპანიასთან ბრძოლას იწყებს>>იქვე აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მთავარი მომხმარებელი და დამკვეთი აშშ-ის საელჩოა, რომელიც თავის მთავარ შანსს სწორედ ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში და სიცრუითა და სიძულვილით საზოგადოების ინსტრუმენტალიზაციაში ხედავს“.„ხალხის ძალის“ აზრით, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ აშშ-ის ფავორიტი პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები და მათთან დაკავშირებული მასმედია.„სწორედ ეს მედია აღვივებს აქტიურად სიძულვილსა და რადიკალიზმს, რაც ქართულ პოლიტიკურ სისტემას ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევის შესაძლებლობას არ აძლევს. აშკარაა, რომ ეს რადიკალიზმი, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტი, საელჩოს მიერ არის დაკვეთილი და ნასაზრდოები“, – აღნიშნულია წერილში.„ცეცხლთან თამაშია“: ოპოზიციის რეაქცია „ხალხის ძალის“ გაფართოებაზე>>მოძრაობა „ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკელებს და გადადგას ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი.მოძრაობა „ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მისამართით.დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.მოგვიანებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლემიკის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან ეს აშშ-თან ურთიერთობებს შეასუსტებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
https://sputnik-georgia.com/20221004/cven-ar-vetanxmebit-mat-raribasvilma-xalxis-zalis-gancxadebebi-seafasa-271038051.html
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_350:0:1610:945_1920x0_80_0_0_894bcb9be58600d8c742b35e8993b9c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, აშშ
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, აშშ
„ხალხის ძალა“: რადიკალიზმს საქართველოში აშშ-ის საელჩო ასაზრდოებს
15:41 07.11.2022 (განახლებულია: 20:19 07.11.2022) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მასმედია სიცრუისა და სიძულვილის ტირაჟირებას ეწევა, აცხადებენ „ხალხის ძალაში".
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. რადიკალიზმი, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტი, აშშ-ის საელჩოს მიერ არის დაკვეთილი და ნასაზრდოები, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წერილში.
„ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. აღნიშნულმა პირებმა მანამდე „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.
წერილის ავტორების აზრით, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა სიცრუე და სიძულვილის ენა მასმედიაში. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მასმედია სიცრუისა და სიძულვილის ტირაჟირებას ეწევა.
„რისი უმთავრესი ამოცანაა ადამიანების დემორალიზება, ნიჰილიზმის დათესვა, ტრადიციული ღირებულებებისგან ადამიანების დაცლა, მანიპულირების ბრმა იარაღად საზოგადოების ქცევა და, შედეგად, სახელმწიფოში სრული პოლიტიკური ინტერვენციის უზრუნველყოფა“, – ნათქვამია წერილში.
როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, თანამედროვე მასმედიაში უკიდურესი სიცრუისა და სიძულვილის ენის აღკვეთის ნებისმიერ მცდელობას როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ეწინააღმდეგებიან ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფალი სიტყვის საფარქვეშ, სინამდვილეში, იცავენ თავიანთი პოლიტიკური ჰეგემონიის მთავარ იარაღს – ტყუილსა და სიძულვილს.
ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მთავარ ინსტრუმენტად საქართველოში „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი მასმედია გახდა, მიიჩნევენ წერილის ავტორები.
„ნაცმოძრაობის" კუთვნილი ტელევიზიები სრულად ჩაკეტილი არიან ნებისმიერი ალტერნატიული აზრისთვის და ისინი დაუფარავად ებრძვიან ყველაფერ ქართულს, განსაკუთრებით კი - სახელმწიფო ინტიტუტებსა და ეკლესიას, აგრესიულად ცდილობენ, დანერგონ იმგვარი აზროვნება და ფსევდოღირებულებები, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის ორგანულად არის მიუღებელი“, – ნათქვამია წერილში.
იქვე აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მთავარი მომხმარებელი და დამკვეთი აშშ-ის საელჩოა, რომელიც თავის მთავარ შანსს სწორედ ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში და სიცრუითა და სიძულვილით საზოგადოების ინსტრუმენტალიზაციაში ხედავს“.
„ხალხის ძალის“ აზრით, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ აშშ-ის ფავორიტი პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები და მათთან დაკავშირებული მასმედია.
„სწორედ ეს მედია აღვივებს აქტიურად სიძულვილსა და რადიკალიზმს, რაც ქართულ პოლიტიკურ სისტემას ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევის შესაძლებლობას არ აძლევს. აშკარაა, რომ ეს რადიკალიზმი, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტი, საელჩოს მიერ არის დაკვეთილი და ნასაზრდოები“, – აღნიშნულია წერილში.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკელებს და გადადგას ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მისამართით.
დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.
როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.
კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.
მოგვიანებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლემიკის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან ეს აშშ-თან ურთიერთობებს შეასუსტებს.