https://sputnik-georgia.com/20221004/cecxltan-tamasia-opoziciis-reaqcia-xalxis-zalis-gafartoebaze-271036929.html
„ცეცხლთან თამაშია“: ოპოზიციის რეაქცია „ხალხის ძალის“ გაფართოებაზე
„ცეცხლთან თამაშია“: ოპოზიციის რეაქცია „ხალხის ძალის“ გაფართოებაზე
Sputnik საქართველო
თითქმის ყველა ოპოზიციონერი ხუთი დეპუტატის „ხალხის ძალაში“ გადასვლას მმართველი პარტიის თამაშად მიიჩნევს. 04.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-04T22:09+0400
2022-10-04T22:09+0400
2022-10-04T22:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264581792_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_6d7a10f6d118d55e1e2ee5c81a5a2420.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ცეცხლს ეთამაშებიან, აცხადებენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.„ხალხის ძალას“ სამშაბათს „ქართული ოცნების“ დეპუტატები ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდნენ. მოძრაობა „ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააფუძნეს. მათი განმარტებით, „ქართული ოცნება“ იმიტომ დატოვეს, რომ თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე „ხალხის ძალაში“ დეპუტატების ზრდას მმართველი პარტიის თამაშს უწოდებს.„რაღაც ფორმალურად თამაშობენ, ვითომ ერთი ნაწილი - „ქართული ოცნების" სახით პროევროპულები, ხოლო გამოყოფილები ანტიდასავლური, ანტიუკრაინული, ანტიქართული და პრორუსულია“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძეც „ხალხის ძალის“ გაფართოებას მმართველი პარტიის თამაშს უწოდებს.მანამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოძრაობასთან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, რადგან ხუთი დეპუტატის წასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა აღარ ჰყავს და ის მხოლოდ 75 დეპუტატითაა წარმოდგენილი.თავად „ხალხის ძალამ“ კი უკვე იმდენი დეპუტატი შემოიკრიბა, რომ ფრაქციის შექმნა შეუძლია, რაც საპარლამენტო თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატების წარდგენის, საერთაშორისო დელეგაციებში და პარლამენტის კომიტეტებში საკუთარი წარმომადგენლის ყოლის და საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადებების გაკეთების უფლებას აძლევს.მოძრაობა „ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მისამართით.კობახიძე „ხალხის ძალაზე“: ღირებულებებში არსებითი განსხვავება არ გვაქვს >>დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.„ხალხის ძალას“ პარლამენტის დეპუტატები შეუერთდნენ>>კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.მოგვიანებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლემიკის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან ეს აშშ-თან ურთიერთობებს შეასუსტებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264581792_190:0:2921:2048_1920x0_80_0_0_add585e6291e94dfae8df6815d9569fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
„ცეცხლთან თამაშია“: ოპოზიციის რეაქცია „ხალხის ძალის“ გაფართოებაზე
22:09 04.10.2022 (განახლებულია: 22:22 04.10.2022) თითქმის ყველა ოპოზიციონერი ხუთი დეპუტატის „ხალხის ძალაში“ გადასვლას მმართველი პარტიის თამაშად მიიჩნევს.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ცეცხლს ეთამაშებიან, აცხადებენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
„ხალხის ძალას“ სამშაბათს „ქართული ოცნების“ დეპუტატები ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდნენ. მოძრაობა „ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააფუძნეს. მათი განმარტებით, „ქართული ოცნება“ იმიტომ დატოვეს, რომ თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.
„გულითადი მეგობარი ქვეყნების ლანძღვა და ანტიდასავლური რიტორიკა, როგორც ამ ოთხეულმა დაიწყო და ახლა უნდათ, რომ გაფართოვდნენ და უფრო მრავალხმიანად ლანძღონ, ძალიან დამაზიანებელი და ცეცხლთან თამაშია“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე „ხალხის ძალაში“ დეპუტატების ზრდას მმართველი პარტიის თამაშს უწოდებს.
„რაღაც ფორმალურად თამაშობენ, ვითომ ერთი ნაწილი - „ქართული ოცნების" სახით პროევროპულები, ხოლო გამოყოფილები ანტიდასავლური, ანტიუკრაინული, ანტიქართული და პრორუსულია“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძეც „ხალხის ძალის“ გაფართოებას მმართველი პარტიის თამაშს უწოდებს.
„მე ვურჩევ „ქართულ ოცნებას", მოეშვას ამ ფარისევლურ თამაშს, თითქოს ევროპაში მიდის, თითქოს ევროპულად არიან განწყობილები და ყველა გადმოსხდეს გურამ მაჭარაშვილის გვერდით („ხალხის ძალაში“)“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მანამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოძრაობასთან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, რადგან ხუთი დეპუტატის წასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა აღარ ჰყავს და ის მხოლოდ 75 დეპუტატითაა წარმოდგენილი.
თავად „ხალხის ძალამ“ კი უკვე იმდენი დეპუტატი შემოიკრიბა, რომ ფრაქციის შექმნა შეუძლია, რაც საპარლამენტო თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატების წარდგენის, საერთაშორისო დელეგაციებში და პარლამენტის კომიტეტებში საკუთარი წარმომადგენლის ყოლის და საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადებების გაკეთების უფლებას აძლევს.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მისამართით.
დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.
როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.
კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.
მოგვიანებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლემიკის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან ეს აშშ-თან ურთიერთობებს შეასუსტებს.