https://sputnik-georgia.com/20221004/xalxis-zala-gafartovda-271016008.html
„ხალხის ძალას“ პარლამენტის დეპუტატები შეუერთდნენ
„ხალხის ძალას“ პარლამენტის დეპუტატები შეუერთდნენ
Sputnik საქართველო
დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია PosTV-ს 52%-იანი წილი შეიძინა. 04.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-04T12:44+0400
2022-10-04T12:44+0400
2022-10-04T18:05+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23786/41/237864195_0:11:2000:1136_1920x0_80_0_0_a4c812d17aaa99c0eb6936ea8753f61a.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ხუთი ახალი წევრით შეივსო – მას მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ ხუთი დეპუტატი შეუერთდა, განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ბრიფინგზე.„ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. მანამდე მათ „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში „ხალხის ძალას“ ეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი.სუბარმა ასევე განაცხადა, რომ „ხალხის ძალას“ შეუერთდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ექსპერტები – თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.„თითოეული მათგანი ძალზე ღირებულია ჩვენი მოძრაობისთვის და დარწმუნებული ვართ, ისინი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანენ იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და მის სტაბილურ განვითარებას უკავშირდება“, – განაცხადა სუბარმა.„ხალხის ძალა“ აშშ-ის საელჩოს: დაგვიმტკიცეთ, რომ არ გსურთ „მეორე ფრონტი“>>გარდა ამისა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობების გაძლიერებაზე.კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ მოძრაობის ახალმა წევრმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეარხ PosTV-ს 52%-იანი წილი შეისყიდა.სუბარის თქმით, ეს გარემოება მოძრაობას საშუალებას მისცემს, თავისი სათქმელი უფრო მეტ ადამიანს გააცნოს.მოძრაობა „ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მისამართით.ფარკასმა თქვა ის, რასაც აშშ-ის ელჩი ღიად ვერ ამბობს - ქართველი დეპუტატები>>დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.ირაკლი კობახიძე: აშშ-ის ელჩის განცხადება შეურაცხმყოფელია>>მოგვიანებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლემიკის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან ეს აშშ-თან ურთიერთობებს შეასუსტებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23786/41/237864195_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_7f8ca51d89234b7326294ce110923f1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
„ხალხის ძალას“ პარლამენტის დეპუტატები შეუერთდნენ
12:44 04.10.2022 (განახლებულია: 18:05 04.10.2022) დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია PosTV-ს 52%-იანი წილი შეიძინა.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ხუთი ახალი წევრით შეივსო – მას მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ ხუთი დეპუტატი შეუერთდა, განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ბრიფინგზე.
„ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. მანამდე მათ „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.
„ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტო შემადგენლობა. კერძოდ, ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება ხუთი პარლამენტარი – ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში „ხალხის ძალას“ ეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი.
სუბარმა ასევე განაცხადა, რომ „ხალხის ძალას“ შეუერთდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ექსპერტები – თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.
„თითოეული მათგანი ძალზე ღირებულია ჩვენი მოძრაობისთვის და დარწმუნებული ვართ, ისინი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანენ იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და მის სტაბილურ განვითარებას უკავშირდება“, – განაცხადა სუბარმა.
გარდა ამისა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობების გაძლიერებაზე.
კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ მოძრაობის ახალმა წევრმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეარხ PosTV-ს 52%-იანი წილი შეისყიდა.
სუბარის თქმით, ეს გარემოება მოძრაობას საშუალებას მისცემს, თავისი სათქმელი უფრო მეტ ადამიანს გააცნოს.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მისამართით.
დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.
როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.
კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.
მოგვიანებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლემიკის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან ეს აშშ-თან ურთიერთობებს შეასუსტებს.