„ხალხის ძალა“ აშშ-ის საელჩოს: დაგვიმტკიცეთ, რომ არ გსურთ „მეორე ფრონტი“

© courtesy of Dimitry Khundadzeდიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
გამოწერა
გუშინ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ აშშ-მა საქართველოს შესთავაზეს მრავალმილიარდიანი პაკეტი მისი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად
თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. აშშ-ის საელჩომ საჯაროდ უნდა უარყოს „რადიკალური ოპოზიციის" განცხადებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეფასდება როგორც საქართველოში „მეორე ფრონტის" გახსნის სურვილის დადასტურება, - ნათქვამია „ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების განცხადებაში.
დეპუტატმა, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ წინა დღეს განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ამერიკულმა მხარემ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით მთავრობას მრავალმილიარდიანი პაკეტი შესთავაზა - საუბარია უახლესი იარაღის მიწოდებაზე, ქართველი მფრინავების გადამზადებაზე უკრაინელებთან ერთად, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა.
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების თქმით, ვაშაძის განცხადება „ფართოდ აიტაცეს“ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ და ოპოზიციურ ტელეარხებმა.
„მათ სხვადასხვა ფორმით, პრაქტიკულად, დაადასტურეს ვაშაძის ინფორმაცია“, - ნათქვამია სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებაში.
მათი თქმით, ამ ოპოზიციონერებმა და ოპოზიციურმა ტელეარხებმა მკაცრად გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე უარისა და აშშ-სგან შეიარაღების არმიღების გამო.
„რადიკალური ოპოზიციის ეს განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის საფრთხე ჯერ კიდევ გადავლილი არაა და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, რათა შეცდომა არ დაუშვან და ეს საფრთხე საბოლოოდ ავიცილოთ თავიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან დეპუტატებმა კვლავ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს აშშ-ის საელჩო.
„საელჩოს სურვილი, საქართველოში მეორე ფრონტი გაჩაღდეს, აშკარად იმდენად ძლიერია, რომ მათ კარტების ხელახლა გახსნა დაიწყეს და ამ თემაზე მათი გამორჩეული ფავორიტები აალაპარაკეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
დეპუტატებმა მოუწოდეს ამერიკის ელჩს, „გამოვიდეს და საჯაროდ უარყოს რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, საიდანაც ირკვევა, რომ ამერიკა საქართველოს მეორე ფრონტისთვის ამზადებდა“.
, დეპუტატების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებას ექნება სრული უფლება იფიქროს, რომ ეს განცხადებები სინამდვილეს შეესაბამება და საელჩოს თავის მართლება იმის თაობაზე, რომ მას საქართველოში ომი არ უნდა, ფარსი და ქართველი ხალხისთვის თვალის ახვევის მცდელობაა“.
ივნისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება" დატოვეს, რათა თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. აგვისტოს დასაწყისში მათ ჩამოაყალიბეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა".
ყველა ახალი ამბავი
0